განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330141224010121944
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1751-24 2 დეკემბერი, 2024 წელი
ზ–ა ჯ., N1751-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ზ–ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 1 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ჯ. ზ–ას (პირადი ნომერი: .........) პირადი საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით, ჯ. ზ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ივნისის თვის დასაწყისის, 2020 წლის 13 დეკემბრის და სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მაისის თვის და 2020 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ივნისის თვის დასაწყისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მაისის თვის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2020 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ჯ. ზ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ჯ. ზ–ს 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ივნისის თვის დასაწყისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 8 თვით.
საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
განაჩენი სხვა, მათ შორის საბოლოო სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, დარჩა უცვლელი.
2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის და მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ამ განჩინებით გამოცემული დამცავი ორდერით, ჯ. ზ–ას 4 თვით აეკრძალა:
ა) იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლები კ. ბ–ი, მ. დ–ე და დ. დ–ე ცხოვრობენ;
ბ) მსხვერპლებთან კ. ბ–სთან, მ. დ–ესთან და დ. დ–ესთან, მათ სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლები იმყოფებიან;
გ) მსხვერპლებთან კ. ბ–სთან, მ. დ–ესთან და დ. დ–ესთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
დამცავი ორდერის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყო პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გათავისუფლების მომენტიდან.
4. მსჯავრდებულმა ჯ. ზ–ამ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ზ–ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ივნისის თვის დასაწყისის, 2020 წლის 13 დეკემბრის და სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მაისის თვის და 2020 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჯ. ზ–ას მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათები (დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით) გავრცელებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებზე.
4. საკაასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია (დაზარალებლის პოზიციის მიუხედავად) არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ). ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, იმ ნაწილში, რომ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მაისის თვის და 2020 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები) დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა ამნისტიის კანონის მოქმედება - კანონიერია.
5. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. ზ–ას მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებამ საბოლოო სასჯელის ცვლილება არ გამოიწვია, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია დამცავი ორდერის გამოცემა, რადგან დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების ამოქმედება გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი, ამნისტიის კანონის გამოყენებით სასჯელის შემცირების შედეგად გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან.
6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ზ–ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
გაუქმდეს მითითება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტები);
3. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე