ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1151აპ-24 18 მარტი, 2025 წელი
ზ-ი ზ., №1151აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ისა და მსჯავრდებულ ო. ფ. ქ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედოთ:
ო. ფ. ქ. ა-ს -- ნასამართლევს, ფაქტობრივად მცხოვრებს თ-ი, ზ. პ-ში, – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, ჩადენილი დიდი ოდენობით;
ზ. ზ-ს -- ნასამართლევს, ფაქტობრივად მცხოვრებს თ-ი, პ. გ-ში, – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი).
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· ზ. ზ-მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 16 ცალად დაფასოებულ ყავისფერ ნივთიერებას, ფხვნილის სახით, წონით – 9,45 გრამს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 3,3944 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. აღნიშნული ნივთიერება ამოიღეს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა 2022 წლის 5 მარტს, 14:56 საათიდან 15:10 საათამდე დროის პერიოდში, თ-ი, ზ-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ზ. ზ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
· ზ. ზ-მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 29 ცალად დაფასოებულ ყავისფერ ნივთიერებას, ფხვნილის სახით, წონით – 18,06 გრამს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 6.4925 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. აღნიშნული ნივთიერება ამოიღეს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა 2022 წლის 5 მარტს, 16:05 საათიდან 16:30 საათამდე დროის პერიოდში, თ-ი, ა-ის დასახლებაში, გ--ში მდებარე ზ. ზ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
· ო. ფ. ქ. ა-იმ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 2 ცალად დაფასოებულ ყავისფერ ნივთიერებას, ფხვნილის სახით, წონით – 1.1 გრამს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 0,3961 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. აღნიშნული ნივთიერება ამოიღეს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა 2022 წლის 5 მარტს, 15:12 საათიდან 15:53 საათამდე დროის პერიოდში, თ-ი, ზ-ლი კვარტლის კ--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ფ. ქ. ა-ის მართვის ქვეშ მყოფი ,,შევროლეტ კრუზის“ მოდელის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით – N---) ჩხრეკისას, მისი კუთვნილი შავი ფერის ქურთუკის გარეთა, მარცხენა ჯიბიდან.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ზ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბინის ჩხრეკისა და პირადი ჩხრეკის ეპიზოდები) და მიესაჯა 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, მას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 9500 ლარი; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ზ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 5 მარტიდან.
ო. ფ. ქ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-12 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – 2020 წლის 21 ოქტომბრის N----- გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული შინაპატიმრობა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენითა და ადგილობრივი საბჭოს N--- გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – შინაპატიმრობა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ფ. ქ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 5 მარტიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ზ. ზ-სა და ო. ფ. ქ. ა-ს 5-5 წლით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატმა გ. თ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ზ-ისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა, ხოლო ადვოკატებმა – გ. მ-ემ და ნ. კ-ემ – მსჯავრდებულ ო. ფ. ქ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულმა ო. ფ. ქ. ა-მა და მისმა ადვოკატებმა შეცვალეს მოთხოვნა და ითხოვეს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – ადვოკატი გ. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობას, რათა მოხერხდეს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება; წინააღმდეგ შემთხვევაში – მსჯავრდებულ ზ. ზ-ისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას იმის გათვალისწინებით, რომ იგი დაკავებისთანავე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ნარკოტიკების მომხმარებელია და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განკუთვნილი იყო მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის, რათა ვერ ეგრძნო ტკივილები; ზ. ზ-ს ჰყავს ოჯახი – სამი შვილი და გამზრდელი მამიდა, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან.
8. კასატორი – მსჯავრდებულ ო. ფ. ქ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივრით იმედოვნებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქმის განხილვის დასრულებამდე მოხერხდება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ადვოკატების საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ: ზ. ზ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), ხოლო ო. ფ. ქ. ა-მა – სსკ-ის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.
3. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის: მოწმეების – ლ. გ-ის, ი. ა-ის, გ. ჩ-ის, რ. ხ-ის, ნ. ლ-ის, ქ. ბ-ის, აგრეთვე, მოწმედ დაკითხული ექსპერტების – თ. გ-ის, ნ. ე-ისა და ს. ც-ას – ჩვენებები, ო. ფ. ქ. ა-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ო. ფ. ქ. ა-ის ავტომანქანის ამოღების ოქმი, შპს ,,Y-----სა“ და ო. ფ. ქ. ა-ს შორის 2022 წლის 3 მარტს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, ზ. ზ-ის პირადი ჩხრეკისა და ბინის ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები (ნარკოტიკული საშუალებები), ზ. ზ-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ნარკოლოგიური შემოწმების №-- და №-- დასკვნები, ქიმიური ექსპერტიზის №--- დასკვნა, სუნის ნიმუშის აღების ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--- დასკვნა, მობილური ტელეფონიდან ვიდეოჩანაწერის გადატანის შესახებ ოქმები, სააპელაციო სასამართლოში ზ. ზ-ისა და ო. ფ. ქ. ა-ის მიერ დანაშაულების აღიარება, სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ახალი მტკიცებულება – ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნა და სასამართლოში მოწმედ დაკითხული ექსპერტის – შ. კ--ის – ჩვენება, აგრეთვე, საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით, ადასტურებს ზ. ზ-ისა და ო. ფ. ქ. ა-ის მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენას.
4. საკასაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიმოიხილა დეტალურად და გაანალიზა მათი კავშირი წარდგენილ ბრალდებებთან; მათ საკასაციო სასამართლო სრული ფორმით აღარ გაიმეორებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი უტყუარი ფორმით ადასტურებს სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებების კონკრეტულ შემადგენლობას (რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთანაა თანხვდენილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია) და ქრონოლოგიურად გამოკვეთს მსჯავრად შერაცხილი ქმედებების უტყუარად ჩადენის ფაქტს.
5. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ სასჯელებს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით (დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება) ზ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარი, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3500 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ზ. ზ-ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 9500 ლარი.
6. მსჯავრდებულ ო. ფ. ქ. ა-ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის განაჩენით, ო. ფ. ქ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2013 წლის 20 დეკემბრიდან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 21 ოქტომბრის N-- გადაწყვეტილებით ო. ფ. ქ. ა-ს დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა 2 წლით, 1 თვითა და 29 დღით შინაპატიმრობით და გათავისუფლდა პატიმრობიდან 2020 წლის 22 ოქტომბერს.
7. ზ. ზ-ისა და ო. ფ. ქ. ა-ის ზემოხსენებული ნასამართლობების გათვალისწინებით, ორივე მსჯავრდებულთან მიმართებით, სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს) პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზ. ზ-ის მიმართ დანაშაულის ორივე ეპიზოდში სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულია 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ო. ფ. ქ. ა-ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. ამდენად, მსჯავრდებულების და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრების სრული მოცულობით დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. ზ-ისა და ო. ფ. ქ. ა-ისათვის დანიშნულ სასჯელებს საკასაციო პალატა მიიჩნევს კანონიერად, სამართლიანად და აღნიშნავს, რომ სასჯელები სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, დანაშაულთა სიმრავლეს (ზ. ზ-თან მიმართებით), მათ წარსულ ცხოვრებას, ისე – მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს; ისინი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის კუთხით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ზ. ზ-ი და ო. ფ. ქ. ა-ი გასამართლებული არიან განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის, თუმცა მათთვის დანიშნული სასჯელები ვერ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გაწეული შეღავათებისა, მათ ნასამართლობის გაქარწყლებამდე ჩაიდინეს ახალი განზრახი დანაშაულები. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულები კანონდაუმორჩილებელი პირები არიან და არ მომხდარა მათი რესოციალიზაცია, მიუხედავად მათ მიმართ გამოყენებული კანონისმიერი შეღავათებისა. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებისთვის დანაშაულთა (ზ. ზ-ის შემთხვევაში) და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების სახე და ზომა მათ მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მათ გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ზ-ისა და ო. ფ. ქ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელების შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
9. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ, 2024 წლის 17 სექტემბერს მიღებულ ამნისტიის კანონს, რომელიც ცალკეული დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის შეღავათს აწესებს.
10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო, თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
11. დასახელებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნახევრდება (მათ შორის) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა) დანიშნული სასჯელი, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უმცირდება დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა) გათვალისწინებული დანაშაული.
12. მართალია, ზ. ზ-ს მსჯავრად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, 2 ეპიზოდი), ხოლო ო. ფ. ქ. ა-ს – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის წინაპირობის არარსებობის გამო (ზ. ზ-ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო ო. ფ. ქ. ა-ი – საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის), მათ მიმართ ვერ იქნება გამოყენებული მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის განახევრებისა და ერთი მეოთხედით შემცირების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება მსჯავრდებულებს არ უზღუდავს ხსენებული ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.
13. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტით, ერთი მეექვსედით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ზ-ისა და ო. ფ. ქ. ა-ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელებზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მოქმედება (სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება) და ზ. ზ-ს მიესაჯოს 7 წლითა და 6 თვით, ხოლო ო. ფ. ქ. ა-ს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მათზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი არ არის მითითებული დასახელებული კანონის მე-7 მუხლში.
15. აქვე, ამნისტიის კანონის ფარგლებში, სასამართლო იმსჯელებს ზ. ზ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე (მართალია, აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ზ. ზ-ს საბოლოო სასჯელი აღნიშნულ განაჩენთან ერთობლიობით აქვს დანიშნული). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით ზ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3500 ლარი. ზ. ზ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 9500 ლარი.
16. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის დანაწესს სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების თაობაზე იმ პირისათვის, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე – სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
17. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, მასზე მითითებას არ შეიცავს ამავე კანონის მე-7 მუხლიც.
18. ზ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა – განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით უნდა შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 10 თვით თავისუფლების აღკვეთა (უკვე მოხდილი აქვს) უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 4 თვე – ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელით ვადით.
19. რაც შეეხება ო. ფ. ქ. ა-ს, იგი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, რომელზეც არ ვრცელდება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები, თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მსჯავრდებულ ო. ფ. ქ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის განაჩენი:
4. ზ. ზ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბინის ჩხრეკის ეპიზოდი) და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. ზ. ზ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირადი ჩხრეკის ეპიზოდი) და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ზ. ზ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით ზ. ზ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა – შემცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 10 (ათი) თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში (უკვე მოხდილი აქვს), ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე – ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით;
8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე- 5 ნაწილის საფუძველზე, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 9500 (ცხრა ათას ხუთასი) ლარი – და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ზ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 5 მარტიდან;
10. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ზ-ს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
11. ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ზ. ზ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
12. ო. ფ. ქ. ა-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
13. საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-12 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 21 ოქტომბრის N---- გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული შინაპატიმრობა;
14. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენითა და ადგილობრივი საბჭოს N------ გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – შინაპატიმრობა და ო. ფ. ქ. ა-ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 5 მარტიდან;
15. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ო. ფ. ქ. ა-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
16. ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ო. ფ. ქ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
17. მსჯავრდებულებს – ზ. ზ-სა და ო. ფ. ქ. ა-ს – ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადა აეთვალოთ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
18. ნივთიერი მტკიცებულებები:
ზ. ზ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, პირბადე და ორი ხელსახოცი (დალუქული სპეც. პაკეტში F---), ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------ საქმიდან გამოყოფილ N---- საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ზ. ზ-ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, გადატანილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად 2---- ლუქით, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ზ. ზ-ისაგან ამოღებული ტანსაცმელი: „დუტის“ ქურთუკი და ჯინსის შარვალი (დალუქული სპეც. პაკეტში), ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N----- საქმიდან გამოყოფილ N---- საქმეს) – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;
ზ. ზ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, მეტალის კოლოფი და პოლიეთილენის ნაჭერი (დალუქული სპეც. პაკეტში F---), ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N--- საქმიდან გამოყოფილ N-------- საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ზ. ზ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, გადატანილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად 2---- ლუქით, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ზ. ზ-ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში ორ ქილად, (დალუქული 1 ცალ სპეც. პაკეტში), ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ზ. ზ-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეომასალა, გადატანილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2---- ლუქით, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ზ. ზ-ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში (დალუქული სპეც. პაკეტში) გადაგზავნილი ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ო. ფ. ქ. ა-ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, გადატანილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2---- ლუქით, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ო. ფ. ქ. ა-ის სარგებლობაში არსებული, „შევროლე კრუზის“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ (დალუქული სპეც. პაკეტში F----------), ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ო. ფ. ქ. ა-ის სარგებლობაში არსებული, „შევროლე კრუზის“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ქურთუკი (დალუქული სპეც. პაკეტში) გადაგზავნილია ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;
ო. ფ. ქ. ა-ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, გადატანილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე (დალუქული 2---- ლუქით) ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ო. ფ. ქ. ა-ის სარგებლობაში არსებული, „შევროლე კრუზის“ მარკის ავტომანქანა, ამოღებული სახით (დალუქული 2---- ლუქით), ინახება თ---–--–ი, დ. გ-------–---–-------------------ში მდებარე პოლიციის ადმინისტრაციული შენობის დაცულ ავტოსადგომზე (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ავტომანქანის გასაღები, დალუქული სპეც. პაკეტში, ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ო. ფ. ქ. ა-ისაგან ამოღებული ტანსაცმელი: სპორტული შარვალი, ჰუდი, მაისური, შიდა შარვალი, წინდა, ქუდი (დალუქული სპეც. პაკეტში), გადაგზავნილია ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ო. ფ. ქ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, გადატანილი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული 2---- ლუქით, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ო. ფ. ქ. ა-ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში (დალუქული სპეც. პაკეტში), გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ო. ფ. ქ. ა-ისაგან აღებული სუნის ნიმუში (დალუქული სპეც. პაკეტში), ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
შესაფუთი პოლიეთილენის ნაჭრები, დალუქული სპეც. პაკეტში F-----------, ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
შესაფუთი პოლიეთილენის ნაჭრები, დალუქული სპეც. პაკეტში F-----------, ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
შესაფუთი პოლიეთილენის ნაჭრები, დალუქული სპეც. პაკეტში F-----------, ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ანაწმენდები შესაფუთი მასალიდან, პოლიეთილენის ნაჭრებიდან და ქაღალდის ხელსახოცი, დალუქული სპეც. პაკეტში F----------, გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ანაწმენდები შესაფუთი მასალიდან, პოლიეთილენის ნაჭრებიდან (16 ცალი), დალუქული სპეც. პაკეტში F----------, გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
ანაწმენდები შესაფუთი მასალიდან, პოლიეთილენის ნაჭრებიდან (29 ცალი), მეტალის კოლოფიდან და მოვარდისფრო პოლიეთილენის ნაჭრიდან, დალუქული სპეც. პაკეტში F----------, გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში (ასევე ერთვის სისხლის სამართლის N------------ საქმიდან გამოყოფილ N------------ საქმეს) – გადაწყდეს გამოყოფილი საქმის ფარგლებში;
19. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე