განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007756387
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1269აპ-24 ქ. თბილისი
გ. კ. 1269აპ-24 19 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. კ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კ. გ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – თვისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი და ამ ნაწილში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი და 2 თვე;
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს კ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
7. კ. გ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 16 ივლისიდან;
8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი