განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160141124010193542
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1321-25 29 დეკემბერი, 2025 წელი
ა-ი ე., N1321-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ი–ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 10 ოქტომბერს, ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროდან ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ე. ა–ის (პირადი ნომერი: ........) სააღსრულებო საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვლა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ე. ა–ს სასჯელის მოხდა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 18 აპრილიდან.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით, ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ე. ა–ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვლა პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე დაემატა ჯარიმა 10000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვლა პირობით და ამავე კოდესის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; ე. ა–ს დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრისა და 2019 წლის 12 ივნისის განაჩენებში:
ე. ა–ი ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვლა პირობით.
ე. ა–ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი აქვს პირობით), შეუმცირდა ერთი მეექვსედით და „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 3 წლით, იგივე გამოსაცდელი ვადით.
ე. ა–ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით დანიშნულ სასჯელზე – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით (რაც ჩათვლილი აქვს პირობით) არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი. კერძოდ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, დაემატა 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვლა პირობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 10000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვლა პირობით და ამავე კოდესის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ე. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ი–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აღუდგა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინების გასაჩივრების ვადა.
6. მსჯავრდებულ ე. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ი–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო წარმოებაში განთავსებულია (ს.ფ. 4) დაზარალებულ ი. ა–ს განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ იგი თანახმაა ე. ა–ის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გავრცელების თაობაზე.
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. შესაბამისად, ე. ა–ი უნდა გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით (რაც ჩაეთვლა პირობით).
5. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
6. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი აქვს პირობით), უნდა შეუმცირდეს ერთი წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
7. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით.
8. შესაბამისად, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ ძირითად და დამატებით სასჯელებზე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ი–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ცვლილება შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებაში;
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი აქვს პირობით), შეუმცირდეს ერთი წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი, დანარჩენ ნაწილში, მათ შორის დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელი;
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
ე. ა–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან (პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისგან) – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს (რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა) ნაწილობრივ დაემატოს წინა – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობით და ჯარიმა 10000 ლარი;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 10000 ლარი;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე