ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1750აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1750აპ . ქ. თბილისი

20 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-სა და მსჯავრდებულ რ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჰ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქაალქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენით: ა. მ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მასს ასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. მ-ხი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ნ. შ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ო-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ჯ. ჟ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა 40000 ლარის ოდენობით.

ყადაღა მოეხსნა რ. ო-ის უძრავ ქონებას, მდებარე _ ქ. თბილისი, ---ის მე--- მ\რ, მე-- კვარტალი, კორპუსი ¹8, ბინა ¹34, სადაც წილობრივი მონაცემებით --\--, რეგისტრირებულია (გან. რეგ. ¹--\--) რ. ო-ის საკუთრების უფლებით.

ყადაღა მოეხსნა ნ. შ-ის მოძრავ ქონებას _ ავტომანქანა ფოლცვაგენ გოლფს, რომლის სახელმწიფო ნომერია --, საიდ. ნომერი --, რომელიც ირიცხება ნ. შ-ის სახელზე საკუთრების უფლებით.

განაჩენით მსჯავრდებულების _ ა. მ-ას, ი. მ-ის, ნ. შ-ის, რ. ო-სა და ჯ. ჟ-ის მიერ ჩადენილი დანააშული გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 16 აგვისტოს ა. მ-ას შეთავაზებით, ნ. შ-ემ, ვ. ბ-ემ და ვ. კ-ემ დააფუძნეს შპს «---», რომლის ---ი გახდა ნ. შ-ძე, ხოლო ---ი ი. მ-ხი. მითითებულია საზოგადოება ეწეოდა აზერბაიჯანიდან თბილისში, ---ს ბაზრობაზე მოვაჭრეთათვის საქონლის იმპორტს, რომელსაც ანბაჟებდნენ და საბუღალტრო აღრიცხვის გარეშე გასცემდნენ მოვაჭრეებზე. აღნიშნული საქმიანობით შპს «---ს» პირად ბარათზე უგროვდებოდა აქტივები დღგ-ს ნაწილში.

2006 წლის მარტის თვეში ა. მ-ამ, ნ. შ-ეს და ი. მ-თან ერთად, განიზრახა რა გაეყიდა აქტივები, ამ მიზნით, შპს «---ს» სახელით, ყალბი მონაცემეის შეტანის გზით, დაემზადებინათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებსაც გაასაღებდნენ გაწერილი თანხის გარკვეული პროცენტის საფასურად. განზრახვის აღსრულების მიზნით, შპს «---ს» 2006 წლის მარტიდან ივლისის თვის ჩათვლით, ა. მ-ამ, ნ. შ-სა და ი. მ-თან შეთანხმებით, საგადასახადო ა\ფაქტურებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ამ უკანასკნელს დაამზადებინა 19 ყალბი კომპლექტი საგადასახდო ა\ფაქტურა, მათზე 526.570 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის მოწოდებაზე და გამოიძების ამ ეტაპზე დადუგენელი პირების მეშვეობით, ი. მ-თან და ნ. შ-სთან შეთანხმებით, ჯგუფურად, არაერთგზის, სხვადასხვა დროს გაასაღა ქვემოთ ჩამოთვლილ ფირმებზე, რომლებისთვისაც ფაქტობირვად შპს «---ს» საქონელი არ მიუწოდებია, კერძოდ:

1. შპს «---ზე» გაასაღა 2006 წლის 26 მარტის რიცხვით გამოწერილი -- ¹-- ა\ფატურა თანხით 50126 ლარი; 2006 წლის 8 აპრილის -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 40037 ლარი; 2006 წლის 30 ივნისის -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 25016 ლაირ; 2006 წლის 7 ივლისის -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 27199 ლარი, სადაც მწოდებულად ნაჩვენებია სხვადასხვა სახის ქსოვილი, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო 21718 ლარის უკანონო ჩათვლა.

2. შპს «---ზე» გაასაღა 2006 წლის 26 მარტს გამოწერილი -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 32870 ლარი; 2006 წლის 27 მარტს _ -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 30800 ლარი; 2006 წლის 29 მარტს _ -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 31980 ლარი: 2006 წლის 30 მარტს -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 37250 ლარი, სადაც მოწოდებულად ნაჩვენებია სხვადასხვა სახის სანტექნიკის მასალები და მილები, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო 20272 ლარის უკანონოდ ჩათვლა.

3. შპს «---ზე» გაასაღა 2006 წლის 18 აპრილს გამოწერილი -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 22400 ლაირ; 2006 წლის 30 მაისს -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 34165 ლარი, სადაც მიწოდებულად ნაჩვენებია შესრულებული სამშენებლო სამუშაოები, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო 8628 ლაირს უკანონო ჩათვლა.

4. შპს «---ზე» გაასაღა 2006 წლის 7 აპრილს გამოწერილი -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 24866 ლარი; 2006 წლის 10 აპრილს _ -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 15238 ლარი; 2006 წლის 30 მაისს -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 16881 ლარი, სადაც მიწოდებულად ნაჩვენებია სხვადასხვა სამშენებლო მასალა, რითაც ამ უკანსკნელმა მიიღო 8692 ლაირს უკანონო ჩათვლა.

5. შპს «---ზე» გაასაღა 2006 წლის 30 აპრილს გამოწერილი -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 21060 ლარი, სადაც მიწოდებულად ნაჩვენებია ხის მასალ, ირთაც ამ უკანსკნელმა მიიღო 3212 ლაირს უკანონო ჩათვლა.

6. ი\მ «---ზე გაასაღა 2006 წლის 30 მაისს გამოწერილი -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 10140 ლარის, სადაც მიწოდებულად ნაჩვენებია ქსოვილი, რითაც ამ უკანსკნელმა მიიღო 1547 ლარის უკანონო ჩათვლა.

7. შპს «--ზე» გაასაღა 2006 წლის 30 მაისს გამოწერილი -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 9511 ლარი: 2006 წლის 16 ივნისს -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 28631 ლარი, სადაც მიწოდებულად ნაჩვენებია ხრეში, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო 5818 ლარის უკანონო ჩათვლა.

8. შპს «---ზე» გაასაღა 2006 წლის 8 ივნისს გაომწერილი -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 37530 ლარი; 2006 წლის 13 ივნისს _ -- ¹-- ა\ფაქტურა თანხით 30870 ლარი, სადაც მიწოდებულად ნაჩვენებია ფურცლოვანი რკინა, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო 10434 ლარის უკანონო ჩათვლა.

მითითებული ორგანიზაციების მიერ მიღებულმა ჩათვლებმა სულ შეადგინა 80324 ლარი.

ამრიგად, ა. მ-ამ, ი. მ-მა და ნ. შ-ემ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 80324 ლარის ოდენობის ზიანი.

ა. მ-ია 2006 წლის ივნისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) შეუთანხმდა თავის ნაცნობებს, ჯ. ჟ-სა და მ. ო-ნს, რომ შპს «---ს» სახელით, ყალბი მონაცემების შეტანის გზით, დაამზადებდნენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომლებსაც გაასაღებდნენ გაწერილი თანხის 8%-ის საფასურად. თანხმობის მიღების შემდეგ, 2006 წლის 3 ივლისს, ა. მ-ამ, ი. მ-თან და ნ. შ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ყალბი მონაცემების შეტანით ი. მ-ხს დაამზადებინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია -- ¹--, საადც 2006 წლის 28 ივნისის რიცხვით შპს «---ზე» შპს «---ს» სახელით რეალიზებულად აჩვენა 10128 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალები, ასევე ელექტროსაქონელი და ჯ. ჟ-სა და მ. ო-ის მეშვეობით 800 ლარის საფასურად ჯგუფურად გაასაღა იგი დ. კ-ზე, რის საფუძველზეც შპს «---მა» დღგს სახეობაში მიიღო 1545 ლარის უკანონო ჩათვლა.

ამრიგად, ა. მ-ამ, ი. მ-მა, ნ. შ-ემ, ჯ. ჟ-მა და რ. ო-მა თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1545 ლარის ოდენობის ზიანი.

ა. მ-ამ, ი. მ-თან და ნ. შ-სთან შეთანხმებით, კვლავ განიზრახა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გასაღების მიზნით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება და გასაღება, რითსვისაც იგი შეუთანხმდა ჯ. ჟ-სა და მ. ო-ნს, ყალბი მონაცემების შეტანის გზით, დაემზადებინათ და შპს «---ზე» გაესაღებინათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გასაწერი თანხის 8%-ად. მიღო რა თანხმობა, 2006 წლის 19 ივლისს მან ნ. შ-სთან და ი. მ-თან შეთანმხებით, ამ უკანასკნელს გამოაწერინა ორი კომპლექტი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა _ 35450 და 29330 ლარზე, შესაბამისად სერია-ნომრებით: -- ¹-- და -- ¹-- და ჯ. ჟ-სა და მ. ო-ის მეშვეობით ჯგუფურად არაერთგზის გაასაღა ისინი დ. კ-ზე.

ა. მ-ია 2004 წლის დეკემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაუკავშირდა თავის ნაცნობს, ვინმე ო. ქ-რს და ვინაიდან იძებნებოდა, სთხოვა ამ უკანასკნელს ყალბი პასპორტის დამზადება, რაზეც მიიღო თანხმობა. ო. ქ-მა მას გამოართვა ფოტოსურათი, გამოძიებით დადუგენელ ვითარებაში შეიძინა გ. ვ-ის სახელზე გაცმული საქართველოს მოქალაქის პასპორტი ¹-- და ა. მ-ას ფოტოსურათის ჩაწებების გზით გააყალბა იგი. ა. მ-ამ მითითებული პასპორტი 200 აშშ დოლარის საფასურად, შემდგომში გამოყენების მიზნით, შეიძინა ო. ქ-საგან. აღნიშნული პასპორტით ა. მ-ამ, იძებნებოდა რა საქართველოს 218-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საჰაერო საზღვარი, იმყოფებოდა უკრაინაში 2004 წლის 18 დეკემბრიდან 2005 წლის 7 იანვრამდე.

მოქალაქე გ. ვ-ის სახელზე გაცემული, გაყალბებული პასპორტის (¹--) გამოყენებით, ა. მ-ამ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ «---ის» მიმართულებით, სადაც იმყოფებოდა 2004 წლის 18 დეკემბრიდან 2005 წლის 7 იანვრამდე, რა დროსაც მან კვლავ უკანონოდ გადმოკვეთა საქარვთელოს სახელმწიფო საჰაერო საზღვარი, როდესაც შემოვიდა საქართველოში სასაზღვრო _ გამშვებ პუნქტ «---»ის გავლით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ი. მ-სა და სახელმწიფო ბრალდებას შორის.

ი. მ-ხი ცნობილი ქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 1 წელი და 1 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი და 5 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ნ. შ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ნ. შ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, დასკვნები და გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული, დაუსაბუთებლად არის უარყოფილი ერთი მტკიცებულება და გაზიარებულია მეორე. განაჩენს საფუძვლად უდევს დაუსაბუთებელი ვარაუდი ნ. შ-ის დანაშაულერიობის თაობაზე.

მსჯავრდებულ რ. ო-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჰ. ბ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ რ. ო-ნს სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს ჯარიმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულების _ ა. მ-ას, ი. მ-ის, ნ. შ-ის, რ. ო-ის, ჯ. ჟ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია მოწმის _ ვ. კ-ის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, ურთიერთგანმთქმითი ჩვენებებით, წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, საგადასახადო ინსპექციიდან ამოღებული დოკუმენტაციით.

განაჩენით მსჯავრდებულ ნ. შ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია ასევე მსჯავრდებულ ი. მ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებით, რომლითაც იგი პირდაპირ ამხელს ნ. შ-ეს ჩადენილ დანაშაულში.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ რ. ო-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და მიუთითა, რომ იგი არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას ან განაჩენში ცვლილების შეტანას.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ა. მ-ია უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, ხოლო ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, _ უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ მსჯავრდებულ ა. მ-ას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქარვთელოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. მ-ია გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, ხოლო ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე საქარვთელოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, _ გაუნახევრდეს და საბოლოოდ ა. მ-ას მოსახდელად განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.