ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1850აპ ქ. თბილისი
17 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ მ. ა-ის, გ. ბ-სა და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განაჩენით:
მ. ა-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ა-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან;
გ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან;
თ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების _ მ. ა-ის, გ. ბ-სა და თ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
მ. ა-მა, იცოდა რა, რომ ---ის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწაში გადიოდა კაბელი, გადაწყვიტა მისი მოპარვა. თავისი დანაშაულებრვიი განზრახვის შესახებ მან შეატყობინა თ. მ-ეს და გ. ბ-ლს. მათ ერთად გადაწყვიტეს, მოეპარათ კაბელი, გამოეწვათ იგი, მიღებული სპილენძი ჩაებარებინათ ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში და აღებული თანხა გაენაწილებინათ ერთმანეთში. 2007 წლის 3 თებერვალს სამივენი, შეიარაღებულნი წერაქვით, ნიჩბებითა და ნაჯახით, მივიდნენ წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, სადაც მიწის გრუნტიდან ამოთხარეს 160 მეტრი „---ის“ საქალაქთაშორისო ,,---» მაგისტრალური, ,,---» ტიპის კაბელი, რომლის განზრახ დაზიანებითაც შეწყდა სატელეფონო კავშირი მოსკოვ-თბილისსა და ერევანს შორის. მათ იქვე დაანთეს კოცონი, გამოწვეს მოპარული კაბელი და გაათავისუფლეს მინარევებისაგან. ამომდნარი ტყვია, რომლის წაღება სიმძიმის გამო ვერ შეძლეს, დამალეს იქვე ტყეში, ხოლო სპილენძის კაბელი კი დაჭრეს დაახლოებით 1 მეტრი სიგრძის ნაჭრებად, ჩაალაგეს ტომრებში და მეორე დღეს, 4 თებერვალს, ჩაიტანეს თბილისში, სადაც ნავთლუღის საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩააბარეს ფერადი ლიონების მიმღებ ერთ-ერთ პუნქტში. აღებული თანხა _ 330 ლარი გაინაწილეს ურთიერთშორის, რითაც სს „--- კომპანიის“ ფილიალს _ „---ბს“ მიაყენეს 1828 ლარისა და 40 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
თანამზრახველებმა განმეორებით 2007 წლის 14 თებერვალს ამოთხარეს და ამოჭრეს 150 მეტრი სიგრძის საქალაქთაშორისო ,,---» მაგისტრალური ,,--- ტიპის» კაბელი, რა დროსაც სამივე მათგანი დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავეს.
დამნაშავეებმა სს „--- კომპანიის“ ფილიალ „---ბს“ მიაყენეს 684 ლარისა და 20 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულებს _ მ. ა-ლს, გ. ბ-სა და თ. მ-ეს ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
მ. ა-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ა-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან;
გ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ბ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან;
თ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან.
ნივთმტკიცება _ სამი ბარი, ერთი ნაჯახი, რომლებიც ინახება ---ს შს რაიგანყოფილებაში, უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს, შვიდი მეტრი კაბელი, ექვსი რგოლი მავთული _ 150 მეტრი სიგრძის, ტყვია _ 100კგ, რომლებიც ინახება ---ს შს რაიგანყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.
მსჯავრდებული მ. ა-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებული გ. ბ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებული თ. მ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივრების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, მათ არ ჩაუდენიათ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
განაჩენით მსჯავრდებულების _ მ. ა-ის, გ. ბ-სა და თ. მ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულის წარმომადგენლის _ ვ. მ-ის ჩვენებით, მოწმე კ. ბ-ის ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების _ მ. ა-ის, გ. ბ-სა და თ. მ-ის პასიხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულები _ მ. ა-ლი, გ. ბ-ლი და თ. მ-ძე უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. მსჯავრდებულებს _ მ. ა-ლს, გ. ბ-სა და თ. მ-ეს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროთ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული მ. ა-ლი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.
მსჯავრდებულ მ. ა-ლს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ბ-ლი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.
მსჯავრდებულ გ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული თ. მ-ძე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.
მსჯავრდებულ თ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.