შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 14.11.2007
საქმის ნომერი
332საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.11.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

332/საზ 14 ნოემბერი, 2007 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. გ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის განაჩენით პ. გ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლისა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

ამავე განაჩენით ო. ბ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებისა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რისთვისაც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ო. ბ-ას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

ამავე განაჩენით ფ. ჯ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებისა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რისთვისაც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ამავე განაჩენით კ. მ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებისა (მითითებული რედაქცია) და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რისთვისაც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

ამავე განაჩენით დ. ჯ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტების (მითითებული რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების (2000 წლის 5 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

მსჯავრდებული პ. გ-უა საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტს გამოტანილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ პ. გ-ას პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმა შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ პ. გ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 24-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ პ. გ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, პ. გ-ას მიმართ განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი დანიშნულია ახალი კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულების _ ო. ბ-ას, ფ. ჯ-ას, კ. მ-სა და დ. ჯ-ას მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი მათი მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ, კერძოდ, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულების _ ო. ბ-ას, ფ. ჯ-ას, კ. მ-სა და დ. ჯ-ას ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მათი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ზემოთ მითითებული გარემოების გათვალისწინებით, უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, იგივე განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც: ო. ბ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ფ. ჯ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო კ. მ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულების _ პ. გ-ას, ო. ბ-ას, ფ. ჯ-ას, კ. მ-სა და დ. ჯ-ას მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ამ სასჯელთა ზომები განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოვიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულების _ პ. გ-ას, ო. ბ-ას, ფ. ჯ-ას, კ. მ-სა და დ. ჯ-ას მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ პ. გ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულების _ პ. გ-ას, ო. ბ-ას, ფ. ჯ-ას, კ. მ-სა და დ. ჯ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ პ. გ-ას, ო. ბ-ას, ფ. ჯ-ას, კ. მ-სა და დ. ჯ-ას მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.