შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
427საზ ქ. თბილისი
5 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 ივლისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 აპრილის განაჩენით:
გ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (დანაშაულთა იდეალური ერთობლიობით) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (დანაშაულთა იდეალური ერთობლიობით) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და ამ მუხლებით მსჯავრდებულ გ. ჯ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა ქ. თბილისის ისანი_სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი (3 წლით თავისუფლების აღკვეთა) და მსჯავრდებულ გ. ჯ-ლს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ფ. ჯ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (დანაშაულთა იდეალური ერთობლიობით) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (დანაშაულთა იდეალური ერთობლიობით) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 109-ე მუხლის “გ”, “ი”, ,,კ”, “ლ”, ,,ო” პუნქტებით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მსჯავრდებულ ფ. ჯ-ას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
მ. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მსჯავრდებულ მ. ბ-ას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
განჩინებით გ. ჯ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა; ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ფ. ჯ-ვა 2002 წლის 21 ივლისს დანაშაულებრივად დაუკავშირდა არასრულწლოვან გ. ჯ-ლს, შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფი და იმავე ღამეს ქ. თბილისში, ვარკეთილი-3-ის მე-- მ/რ-ნის, -- კორპუსის ¹--ში მცხოვრებ ზ. ტ-ის ბინაში შეღწევით, ფარულად გაიტაცეს 500 ლარის ღირებულების ნივთები, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
2002 წლის 23 ივლისს, ღამის საათებში, ფ. ჯ-ამ და გ. ჯ-მა წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, თბილისში, ვარკეთილი-3-ის მე-- მ/რ-ნის, -- კორპუსის ¹--ში მცხოვრებ ქ. წ-ის ბინიდან ფარულად გაიტაცეს 1067 ლარის ღირებულების ნივთები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.
2002 წლის 23-24 ივლისის ღამეს, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულებმა ფ. ჯ-ამ და გ. ჯ-მა გადაწყვიტეს, გაექურდათ ვარკეთილი-3-ის მე-- მ/რ-ნის -- კორპუსის ¹--ში მცხოვრებ თ. ჩ-ის ბინა. დაახლოებით 1.30 საათზე მივიდნენ მის ბინასთან და კარის საკეტს ტეხდნენ. ხმა გაიგონა მეზობელმა ნ. გ-მა, რომელმაც აიღო იატაკის საწმენდი ჯოხი, გამოვიდა სადარბაზოში და ხელი შეუშალა ფ. ჯ-სა და გ. ჯ-ლს განზრახვის განხორციელებაში. ამით განაწყენებულმა ფ. ჯ-ამ, მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განიზრახა ნ. გ-ის მოკვლა. ფ. ჯ-ამ ახლო მანძილიდან თოფიდან ესროლა მას, მიაყენა მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც ნ. გ-რი გარდაიცვალა.
2002 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 17 საათზე, პოლიციის მუშაკები მივიდნენ გ. ჯ-ის --- საცხოვრებელ ბინაში (ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, მე-- მ/რ-ნი, -- კორპუსი, ბინა ¹--), რომელმაც დაინახა რა პოლიციელები, ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, გადახტა -- სართულიდან და მიიმალა. ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ფ. ჯ-სა და გ. ჯ-ის მიერ ზ. ტ-სა და ლ. წ-ის ბინებიდან გატაცებული ნივთები, რომლებიც გამოძიების დროს მესაკუთრეებს დაუბრუნდათ.
ბინაში ასევე აღმოჩნდა გ. ჯ-ის კუთვნილი თოფი, რომელიც მიეკუთვნება --- ცეცხლსასროლ იარაღს. აღნიშნული იარაღი გ. ჯ-ლს Mმართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი და შენახული, რასაც იყენებდა დანაშაულების ჩადენის დროს.
2002 წლის 17 დეკემბერს ფ. ჯ-ვა, მ. ბ-ია და გამოძიებით დაუდგენელი პირი, დაახლოებით 20 საათზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ვარკეთილი-3-ის -- მ/რ-ნის -- კორპუსის ¹-- ბინაში მცხოვრებ ი. ა-ას ოჯახს. მოტყუებით გააღებინეს კარი, თოფებით შეიარაღებულებმა, შეაღწიეს ბინაში და ფულის გამოძალვის მიზნით დაემუქრნენ ოჯახის წევრებს. ი. ა-ამ და მისმა ოჯახის წევრებმა დაიწყეს ყვირილი, რის გამოც ბოროტმოქმედებს შეეშინდათ და გაიქცნენ.
ფ. ჯ-ვა, მ. ბ-ია და გამოძიებით დაუდგენელი პირი იმავე ღამეს, დაახლოებით 21 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ვარკეთილის -- -- მდებარე ე. ქ-ის სავაჭრო ჯიხურს. თოფებით შეიარაღებულნი შეიჭრნენ ჯიხურში, რა დროსაც ე. ქ-მა შეძლო ერთ-ერთი ბოროტმოქმედისათვის წაერთმია ცეცხლსასროლი იარაღი. ე. ქ-ის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა და ხმაურზე მისულ პირთა გამო შეშინებული ფ. ჯ-ვა, მ. ბ-ია და მესამე პირი გაიქცნენ თბილისის -- საშუალო სკოლისაკენ. გზაში ისინი შეხვდნენ სახლში მიმავალ გ. ა-ნს, მის მეუღლეს _ კ. ო-სა და ძმას _ რ. ა-ნს. ფ. ჯ-ამ მათ უმიზეზოდ შეაგინა, შემდეგ კი ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ. ა-ნს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
2003 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 23 საათზე, ფ. ჯ-ვა გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ყაჩაღურად თავს დაესხა ვ. ქ-ეს, რომელსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და იარაღის მუქარით გასტაცეს 270 ლარად ღირებული ქურთუკი. ამ უკანასკნელის სახლში მისვლისას, მამამისმა _ ბ. ქ-ემ, შეიტყო რა შვილზე ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, განიზრახა ბოროტმოქმედების დაკავება, რის გამოც დაახლოებით 2 საათზე გამოვიდა ქუჩაში. ფ. ჯ-ამ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა ბ. ქ-ზე მოახდინეს ყაჩაღური თავდასხმა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გასტაცეს 100 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი და 30 ლარი.
გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად იმავე ღამეს დააკავეს ფ. ჯ-ვა. მას ჯიბეში აღმოაჩნდა ბ. ქ-ის ოქროს ბეჭედი და 30 ლარი. ფ. ჯ-ას ჩვენების საფუძველზე, მისი ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულ იქნა ბაზრობა “---ის” ტერიტორიიდან.
ფ. ჯ-ვა მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რითაც განახორციელა ზემოაღნიშნული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები.
მსჯავრდებულმა მ. ბ-ამ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, პირადი მოხმარების მიზნით, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---”. 2003 წლის 30 იანვარს იგი დაკავებულ იქნა ვარკეთილი-3-ის ტერიტორიაზე, ¹-- სამარშრუტო ტაქსების გაჩერებასთან, რა დროსაც ჩხრეკის შედეგად ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა 6,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”.
მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ტ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებით გ. ჯ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ბ” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან.
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, ქურდობისათვის ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ხოლო ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) _ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) კვალიფიკაცია _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და თვით მსჯავრდებულის მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, მისთვის შეფარდებული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ფ. ჯ-სა და მ. ბ-ას მიმართაც და მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 ივლისის განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განჩინებით ფ. ჯ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 109-ე მუხლის “გ”, “ი”, ,,კ”, “ლ”, ,,ო” პუნქტებით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), ხოლო მ. ბ-ას _ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე. ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან.
მსჯავრდებულ ფ. ჯ-ას ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე. ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან.
მსჯავრდებულ ფ. ჯ-ას ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) კვალიფიკაცია _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად და ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ფ. ჯ-სა და მ. ბ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტების სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულთა სასიკეთოდ იცვლება.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” (არაერთგზის) და “გ” (ბინაში უკანონო შეღწევა) ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის “გ”, “ი”, ,,კ”, “ლ”, ,,ო” პუნქტებითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 ივლისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულების _ გ. ჯ-სა და ფ. ჯ-ას მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულების _ გ. ჯ-სა და ფ. ჯ-ას მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, ხოლო 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება _ ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულების _ ფ. ჯ-სა და მ. ბ-ას მიერ ჩადენილი ქმედება (ე. ქ-ის სავაჭრო ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი), დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.