დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2027აპ ქ. თბილისი
4 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. Aა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. B-სა და ლ. G-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 მარტის განაჩენით:
დამტკიცდა 2007 წლის 26 თებერვალს პროკურორსა და განსასჯელ მ. Aა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანმება.
მ. ა-ი, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამ დანაშაულის ჩადენისათვის დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქციით) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამ დანაშაულის ჩადენისათვის დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამ დანაშაულის ჩადენისათვის დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მ. Aა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ. Aა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 17 თებერვლიდან.
დ. ა-ი, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის „თ“, „ლ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა და, საქართველოს სსკ-ის 2000 წლის 5 მაისის რედაქციის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, დ. Aა-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ა-ს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი, მათ შორის შვეიცარიის კონფედერაციაში საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2006 წლის 10 თებერვლიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების _ მ. Aა-სა და დ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2000-2001 წლებში ქ. თბილისში მცხოვრებმა დ. ა-მა, მ. Aა-მა, თ. Gგ-მ და ლ. ც-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, ისინი შეკავშირდნენ მძიმე დანაშაულების ჩასადენად.
2001 წლის მაისში, აღნიშნული ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის _ კ. Kკ-ს უმცროსი ძმის _ ლ. კ-ს გატაცება. მათ დააწესეს თვალთვალი ლ. კ-ს გადაადგილებაზე, მისი გატაცებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
2001 წლის 23 მაისს, დაახლოებით 11 საათზე, ლ. კ-ძე მამიდის – რ. K-ის საცხოვრებელი ბინიდან ტაქსით გაემგზავრა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე რკინიგზის ¹2 საავადმყოფოში.
ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ, საავადმყოფოს ეზოს შესასვლელთან, მას დ. Aა-ს კუთვნილი თეთრი ,,ვაზ-2121” მარკის ავტომანქანა „ნივით“, ......., დახვდნენ ლ. ც-ძე, მ. ა-ი და დ. Aა-ი, რომლებმაც იგი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს. Lლ. Kკ-ძე თავდაპირველად გადამალეს და თავისუფლება აღუკვეთეს დ. Aა-ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისში, ......-ში და თავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვეს 600 000 აშშ დოლარის გადახდა. ვინაიდან ლ. კ-მ ვერ შეძლო მითითებული თანხის გადახდა, შესთავაზეს დაერეკა ძმასთან _ კ. Kკ-სა და მამასთან _ კ. Kკ-სთან, მაგრამ ლ. კ-ძე მათ ვერ დაუკავშირდა. აღნიშნულის შემდეგ ორგანმიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ლ. კ-ს დააწერინეს წერილი ოჯახის სახელზე, რათა მის გამოსასყიდად გადაეხადათ 600 000 აშშ დოლარი, წერილი დატოვეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და ამის შესახებ აცნობეს ლ. კ-ს მამიდას. მეორე დღეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შეუერთდა თ. Gგ-ძე, რომელიც მივიდა დ. Aა-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში გადამალული ჰყავდათ ლ. კ-ძე. დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხივე წევრმა გატაცებული ლ. კ-ძე, კვალის აბნევის მიზნით, გადაიყვანა და თავისუფლება აღუკვეთა მ. ა-ს ბინაში, მდებარე თბილისში, ........ ბოროტმოქმედებმა წერილობითი და სატელეფონო კავშირები დაამყარეს ლ. კ-ს მამასთან _ კ. Kკ-სთან და დათანხმდნენ თავდაპირველად მოთხოვნილი თანხის 65 000 აშშ დოლარამდე შემცირებას და გადახდის შემთხვევაში _ ლ. კ-ს განთავისუფლებას.
აღნიშნული ფაქტის თაობაზე კ. Kკ-მ განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურას, რაც ცნობილი გახდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისათვის.
დანაშაულის გამჟღავნებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშის გამო, დ. ა-მა, თ. გ-მ და ლ. ც-მ განზრახ მოკლეს ლ. კ-ძე 2001 წლის 13 ივნისს თბილისში, ........ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხევში, სადაც მიატოვეს გარდაცვლილის გვამი.
გარდა აღნიშნულისა, 2001 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დ. ა-ნი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ლ. ც-ს, მ. ა-ს, კ. თ-ს, ს. მა-ს, დ. თ-ს, ს. ქ-ს, კ. ა-ს და გამოძიებით დაუდგენელ პირს. ისინი შეთანხმდნენ, განეხორციელებინათ ყაჩაღური თავდასხმა თბილისი-სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მგზავრებზე. მათ შეიმუშავეს თავდასხმის დეტალური გეგმა, გაინაწილეს როლები, კერძოდ, მ. ა-ს ყალბი პასპორტებით 2001 წლის 21 აგვისტოს უნდა შეეძინა თბილისი-სტამბოლის ავტობუსის ორი სამგზავრო ბილეთი, თვითონ გაჰყოლოდა ავტობუსს, ხოლო თბილისი-სენაკის გზატკეცილის ზესტაფონის რაიონის მონაკვეთში, მეორე მგზავრის ამოყვანის მოტივით, გაეჩერებინა ავტობუსი, სადაც, მათივე გეგმით, უნდა მომხდარიყო ყაჩაღური თავდასხმა. დ. ა-ს იმავე დღეს თბილისის რკინიგზის სადგურში ს. მ-სთან, კ. თ-სა და დ. თ-სთან ერთად უნდა დაექირავებინა მიკროავტობუსი, რომლითაც გაემგზავრებოდნენ ზესტაფონის მიმართულებით. ხარაგაულის გადასახვევთან მათ უნდა დალოდებოდნენ ს. ქ-ძე და ლ. ც-ძე, ხოლო სოფელ შორაპნამდე მძღოლს ცენტრალური გზიდან გადაახვევინებდნენ, სადაც მათ შეუერთდებოდა კ. ა-აძე თავის მეგობართან ერთად, რომლებიც თან იქონიებდნენ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს. გაიტაცებდნენ რა დაქირავებულ მიკროავტობუსს, აღნიშნული ტრანსპორტით დაელოდებოდნენ დათქმულ ადგილას თბილისიდან მომავალ ავტობუსს, გზის ამ მონაკვეთზე მ. ა-ი გააჩერებდა ავტობუსს, რის შემდეგაც მის მგზავრებზე განახორციელებდნენ ყაჩაღურ თავდასხმას.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მ. ა-მა ყალბი პასპორტების გამოყენებით, ორთაჭალის ავტოსადგურში, 2001 წლის 21 აგვისტოს შეიძინა თბილისი-სტამბოლის ავტობუსის ორი სამგზავრო ბილეთი და იმავე დღეს გაემგზავრა თურქეთის მოქალაქე ა. ბ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის, სახ. ........ ავტობუსით. მძღოლი გააფრთხილა, რომ მგზავრი, რომლისთვისაც მეორე ბილეთი ჰქონდა შეძენილი, დაელოდებოდა ზესტაფონის რაიონში. მ. ა-ს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, პისტოლეტი.
იმავე დღეს, 6 საათზე, ქ. თბილისის ცენტრალური ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ა-ი, ს. მ-ძე, დ. თ-ა და კ. თ-ძე, შეიარაღებულნი სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით, თითქოსდა ქ. ქუთაისში გასამგზავრებლად, ჩასხდნენ წინასწარ დაქირავებულ ნ. ქ-ს კუთვნილი „მერსედესის“ მარკის სახ. ნომერი ........ მიკროავტობუსში. ნ. ქ-ს თან ახლდა მეზობელი ზ. ი-ი. ხარაგაულის გადასახვევთან შეუერთდათ ჯგუფის სხვა წევრები _ ს. ქ-ძე და ლ. ც-ძე. ზესტაფონის რაიონის ტერიტორიაზე, სოფ. შორაპნამდე, მძღოლ ნ. ქ-ს სთხოვეს გზიდან მარჯვნივ გადაეხვია, სადაც მდინარე ძირულასთან დახვდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კ. ა-ძე და გამოძიებით დაუდგენელი პირი. მათ ნ. ქ-ს და ზ. ი-ს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუკრეს ხელ-ფეხი, მოათავსეს მიკროავტობუსის სალონის უკანა მხარეს, ბოლო სავარძელზე. ავტობუსზე თავდასხმის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს რა თავისუფლება, სიცოცლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მოკვლის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და დროებით გამოსაყენებლად გაიტაცეს ნ. ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსი.
დ. ა-მა, ლ. ც-მ, ს. მ-მ, დ. თ-მ, ს. ქ-მ, კ. ა-მ, კ. თ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გატაცებული მიკროავტობუსი გააჩერეს თბილისი-სენაკის გზატკეცილის ზესტაფონის რაიონის სოფ. შორაპნის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და მობილური ტელეფონის მეშვეობით, ავტობუსში მყოფ მ. ა-თან ერთად, აკონტროლებდნენ ავტობუსის მოძრაობას. დაახლოებით 12 საათზე მ. ა-მა მგზავრის ამოყვანის მოტივით მძღოლს გააჩერებინა ავტობუსი. ისარგებლეს რა აღნიშნულით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და პისტოლეტებით შეიარაღებულები თავს დაესხნენ ავტობუსს. მოსალოდნელი საფრთხის შემჩნევისას მძღოლმა ა. ბ-მ ბოროტმოქმედებისაგან თავის დასაღწევად დაძრა ავტობუსი, რომელსაც თავდამსხმელები დაედევნენ გატაცებული მიკროავტობუსით, გადაუსწრეს და მასზე შეჯახებით შეაჩერეს, შემდეგ შეიჭრნენ გაჩერებული ავტობუსის სალონში. მღოლს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ავტობუსი გაიტაცეს სოფ. ფუთის მიმართულებით, სადაც დაუსახლებელ ადგილას მძღოლებისა და მგზავრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და მოღერებით, რასაც თან ერთვოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მათი კუთვნილი ქონება, კერძოდ: ა. ბ-ს კუთვნილი 6200 აშშ დოლარი, მისი ძმის _ ა. უ-ს კუთვნილი 5000 აშშ დოლარი. მგზავრების _ მ. მ-ს კუთვნილი 2900 აშშ დოლარი, დ. მ-ს კუთვნილი 4000 აშშ დოლარი, ჯ. ი-ს კუთნვილი 7800 აშშ დოლარი და 35 ლარი, ა. მ-ას კუთვნილი 4300 აშშ დოლარი და 800 ლარი, ოქროს 30 გრამიანი სამაჯური, ღირებული 300 აშშ დოლარად, ოქროს 5 გრამიანი ბეჭედი ღირებული 100 აშშ დოლარად, ს. გ-ს კუთვნილი 4000 აშშ დოლარი, ლ ს-ს კუთვნილი 150 აშშ დოლარი, რ. ს-ს კუთვნილი 35 ლარი, ნ. შ-ს კუთვნილი 6500 აშშ დოლარი და 80 ლარი, ა. ჯ-ს კუთვნილი 2500 აშშ დოლარი, .ნ პ-ს კუთვნილი 1500 აშშ დოლარი, თ. თ-ნ კ-ს კუთვნილი 9000 აშშ დოლარი, ე. ს-ს კუთვნილი 5500 აშშ დოლარი, ა. მ-ს კუთვნილი 8800 აშშ დოლარი, მ. ა-ს კუთვნილი 6500 აშშ დოლარი და 400 ლარი, ჯ. ს-ს კუთვნილი 3500 აშშ დოლარი, მ. თ-ს კუთვნილი 4770 აშშ დოლარი, ლ. ხ-ს კუთვნილი 800 აშშ დოლარი, დ. ყ-ს კუთვნლი 1900 აშშ დოლარი და 60 ლარი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გატაცებული 112 580 აშშ დოლარი, 1385 ლარი, 450 აშშ დოლარად ღირებული ოქროს ნივთები ურთიერთშორის გაინაწილეს. ავტომანქანის განზრახ დაზიანებით ნ. ქ-ს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
გარდა აღნიშნულისა, 2001 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისში დ. ა-ი დანაშაულებრვიად დაუკავშირდა კ. თ-ს, რომელმაც შესთვაზა ლ. ც-სთან, ი. ლ-თან და გამოძიებით დაუდგენელ ოთხ პირთან ერთად, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით, განეხორციელებინათ ყაჩაღური თავდასხმა ქ. გორში, .......-ში მცხოვრებ ჯ. გ-ს საცხოვრებელ ბინაზე, რაზეც შეთანხმდნენ. მათ წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის ჩადენის დეტალური გეგმა, განაწილდა როლები, რომლის მიხედვით, ი. ლ-ი, რომელიც იყო ჯ. გ-ს ნათესავი, უნდა მისულიყო მასთან ბინაში ოქროს სამკაულის მიყიდვის მოტივით და მობილური ტელეფონით მიეწოდებინა ინფორმაცია ჯგუფის წევრებისათვის ბინაში არსებული სიტუაციის შესახებ. კ. თ-ს უნდა უზრუნველეყო მათი ტრანსპორტით გადაადგილება. მეორე დღეს იგი თავისი მეგობრის _ კ. გ-ს კუთვნილი ლურჯი ფერის ვაზ-21099 მარკის ავტომანქანით მივიდა ქ. თბილისში, დ. ა-ს საცხოვრებელ ბინასთან, საიდანაც იმავე ავტომანქანით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები _ დ. ა-ი, ლ. ც-ძე, კ. თ-ძე და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი ჩავიდნენ ქ. გორში, სადაც მათ თეთრი ვაზ-2106 მარკის ავტომანქანით დახვდათ ასევე გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათზე, ი. ლ-ი ოქროს სამკაულის გაყიდვის საბაბით მივიდა ჯ. გ-ს ბინაში, საიდანაც მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დ. ა-ს და აცნობა ოჯახის წევრების ბინიდან გამოსვლის შესახებ. ი. ლ-ს მიერ მიწოდებული მორიგი ინფორმაციის შემდეგ, ყაჩაღური ჯგუფის წევრებმა ჩათვალეს რა სიტუაცია თავდასხმისათვის ხელსაყრელად, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულნი, თავს დაესხნენ ბინიდან გამოსულ ძმებს _ ლ. და დ. გ-ებს. ამ უკანასკნელს თავში იარაღის ტარის ჩარტყმით მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და ძირს დააწვინეს. გამოძიებით დაუდგენელი ერთ-ერთი ბოროტმოქმედი დარჩა მათთან, ხოლო ლ/ ც-ძე, კ. თ-სთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, შეიჭრა მისაღებ ოთახში, სადაც დიასახლისი მ. გ-ა, ნათესავები _ ქ, რ-ძე და ზ. ქ-ძე იარაღის მუქარით აიძულეს არ გაეწიათ წინააღმდეგობა. ამის შემდეგ კ. თ-ძე ავიდა მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში და იქ მყოფ ჯ. გ-საგან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, გაიტაცეს: „ტტ-ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ღირებული 500 აშშ დოლარად, აგრეთვე ფული _ 1700 ლარის ოდენობით, „ნოკიას“ სისტემის მობილური ტელეფონი ღირებული 100 აშშ დოლარად, ოქროს სამკაულები, კერძოდ: ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ოქროს „ტროიკა“, ღირებული 1000 აშშ დოლარად, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ოქროს „ტროიკა“ ღირებული 1000 აშშ დოლარად, ზურმუხტის თვლით გაწყობილი ოქროს „ტროიკა“ ღირებული 1000 აშშ დოლარად, საფირის თვლით გაწყობილი ოქროს ტროიკა, ღირებული 700 აშშ დოლარად, ძველებული პლატინის საყურე, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ღირებული 500 აშშ დოლარად, ორი წყვილი კამეის ,,ტროიკა”, ორივე ღირებული 500 აშშ დოლარად, ბრილიანტის ბეჭედი „ტულპანი“ ღირებული 2500 აშშ დოლარად, ბრილიანტის ბეჭედი „ტულპანი“ ღირებული 2500 აშშ დოლარად, ბრილიანტის ბეჭედი ,,ტულპანი”, ღირებული 500 აშშ დოლარად, ბრილიანტის ბეჭედი ,,ტულპანი”, ღირებული 300 აშშ დოლარად, ბრილიანტის ბეჭედი ღირებული 500 აშშ დოლარად, საფირის და ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ოქროს ბეჭედი ღირებული 800 აშშ დოლარად, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ოქროს ბეჭედი ზურმუხტის თვლით ღირებული 800 აშშ დოლარად, ოქროს ბეჭედი ხუთი ბრილიანტის თვლით ღირებული 250 აშშ დოლარად, მამაკაცის ოთხკუთხედი ფორმის ბრილიანტის ბეჭედი ღირებული 200 აშშ დოლარად, ორი დაგრეხილი ბაჯაღლოს ბეჭედი საერთო ღირებულებით 550 აშშ დოლარი, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ქალის სამაჯური, ღირებული 1500 აშშ დოლარად, ზურმუხტის თვლებით გაწყობილი ქალის სამაჯური, ღირებული 100 აშშ დოლარად, მამაკაცის სამი ოქროს სამაჯური, საერთო თანხით ღირებული 500 აშშ დოლარად, ქალის ორი ოქროს საათი ბრილიანტის თვლებით გაწყობილი, თავისივე ოქროს სამაჯურით საერთო თანხით ღირებული 800 აშშ დოლარად, ერთი ოქროსსამაჯურიანი ოქროს საათი, ღირებული 200 აშშ დოლარად, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი რომბის ფორმის ოქროს კულონი ღირებული 1500 აშშ დოლარად, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი გვირილის ფორმის ოქროსგულიანნი კულონი, ღირებული 100 აშშ დოლარად, ოთხი ოვალური ფორმის ოქროს კულონი საერთო თანხით ღირებული 150 აშშ დოლარად, ზემოთ აღნიშნული ყველა კულონი იყო ოქროს ძეწკვზე და მათი საერთო ღირებულება შეადგენს 200 აშშ დოლარს, სამი გრეხილი ოქროს ძეწკვი საერთო ღირებულებით 500 აშშ დოლარად, ერთი ლენტის ფორმის 50 გრამიანი ძეწკვი, ღირებული 300 აშშ დოლარად, ერთი ოქროს ე.წ. „არაბული ნაქსოვი“ ძეწკვი, ღირებული 300 აშშ დოლარად, ერთი ოქროს ე.წ. „არაბული ნაქსოვი“ ძეწკვი, ღირებული 300 აშშ დოლარად, სამი 10-10 გრამიანი ოქროს მონეტა, საერთო თანხით 300 აშშ დოლარად, მარგალიტის თვლებით გაწყობილი გულსაბნევი, ღირებული 70 აშშ დოლარად, ლურჯი თვლებით გაწყობილი ორი ოქროს ბეჭედი საერთო ღირებულებით 100 აშშ დოლარი, ორი ამობურცული ფორმის ოქროს ბეჭედი საერთო თანხით 150 აშშ დოლარი, ორი ოვალური ფორმის ბრტყელი ბეჭედი საერთო თანხით 100 აშშ დოლარი, სამი წყვილი ოქროს საყურე საერთო თანხით 150 აშშ დოლარი, ერთი წყვილი მამაკაცის ოქროს „ზაპონკები“, ღირებული 70 აშშ დოლარად, ორი ცალი ოქროს ჯვარი საერთო თანხით 30 აშშ დოლარი, ოვალური ფორმის ორი ცალი ოქროს ბეჭედი საერთო თანხით 100 აშშ დოლარი, ოთხი ოქროს ძეწკვი საერთო თანხით 100 აშშ დოლარი, აღნიშნული ოქროს სამკაულები ეწყო ხის კოლოფში ე.წ. „შკატულკაში“, ღირებული 10 აშშ დოლარად, რის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, ხოლო გატაცებული თანხა და ნივთები ურთიერთშორის გაინაწილეს.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ე. ბ-მ და ლ. გ-მა. აპელანტები ითხოვდნენ დ. ა-ს გამართლებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი მთელი რიგი დადგენილებების გაუქმებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ:
დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია, მუხლის ძველი რედაქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმის გათვალისწინებით) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა და, საქართველოს სსკ-ის 2000 წლის 5 მაისის რედაქციის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, დ. ა-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ა-ს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი, მათ შორის შვეიცარიის კონფედერაციაში საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2006 წლის 10 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ დ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ე. ბ-ა და ლ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმათა მოთხოვნებს, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს; მოცემულ საქმეზე დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონი და არასწორადაა გამოყენებული სისხლის სამართლის მატერიალური სამართლის კანონი. კასატორები ასაჩივრებენ ასევე შემდეგ დადგენილებებს: 1) 2007 წლის 2 ივლისს სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა საქართველოს სსსკ-ის 468-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი მოწმეებისა და მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე; 2) 2007 წლის 10 ივლისს დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა დოკუმენტების გამოთხოვისა და სისხლის სამართლის საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის მოთხოვნით; 3) 2007 წლის 24 სექტემბერს დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა გ. წ-ს დაკითხვის თაობაზე; 4) 2007 წლის 8 სექტემბერს დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობები მტკიცებულებათა გამოქვეყნებისა და გამოკვლევის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა საჩივრის მტკიცება იმის შესახებ, რომ დ. ა-ს არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ მ. ა-ის ჩვენებებით, დაზარალებულების _ კ. კ-ს, ლ. ს-ს, მ. მ-ს, ნ. პ-ს, ა. ჯ-ს, ე. ს-ის, ჯ. ი-ის, ნ. შ-ის, ნ. ქ-ის, ი. ა-ას, ჯ. გ-ის, დ. გ-ის, ლ. გ-ის, მ. გ-ას, ზ. ქ-ის, ქ. რ-სა და სხვათა ჩვენებებით, მოწმეების _ რ. კ-ის, ყ. ნ-ის, გ. ო-ის, ლ. ო-ის, ი. ლ-ის, ე. ს-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჰაბიდოსკოპიური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და უკრაინის შს სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით საექსპერტო კრიმინალისტიკურ ცენტრში დნმ-ზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით დ. ა-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა დადასტურებულია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება გასაჩივრებული განაჩენისა და დადგენილებების გაუქმებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ დ. ასათიანს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და დაუნიშნა მისი ქმედებისა და პიროვნების შესაბამისი სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. ა-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან. მსჯავრდებულ დ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), 184-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია, მუხლის ძველი რედაქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმის გათვალისწინებით) საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. ა-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.
მსჯავრდებულ დ. ა-ს საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), 184-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია, მუხლის ძველი რედაქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმის გათვალისწინებით) მოსახდელად განესაზღვროს 25 (ოცდახუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თ