განსჯადობა

ადმინისტრაციული 23.06.2016
საქმის ნომერი
ბს-272-270(გ-16)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
23.06.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-272-270(გ-16)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

ბს-272-270 (გ-16) 23 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი.ი-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი.ი-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ მოპასუხის 17.04.2015წ. #268 ბრძანების ბათილად ცნობის, ტოლფას თანამდებობაზე სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის ომში გარდაეცვალა მეუღლე - გ. მ-ი და დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი. მოსარჩელე დასაქმდა თავდაცვის სამინისტროს ... დეპარტამენტში ... განყოფილების უფროს ოფიცრად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.09.2015წ. #268 ბრძანებით ი.ი-ი განთავისუფლდა სამსახურიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით. თავდაცვის მინისტრის 22.09.2015წ. ბრძანების საფუძველზე ი.ი-ი დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს ... დეპარტამენტში ... სამმართველოს ... განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი განთავისუფლება განპირობებული იყო მეორე ოჯახის შექმნით, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციის შემთხვევას, რადგან მოსარჩელის მიერ მეორე ოჯახის შექმნა სამინისტროში გახდა აქტუალური განსჯის საგანი. ი.ი-ი მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობები დამატებით გაურთულდა მესამე შვილის გაჩენისა და დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შემდგომ. ამასთანავე, მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლება განხორციელდა უკანონოდ, რადგან გათვალისწინებული არ იქნა მოსარჩელის ოჯახური პირობები, ის რომ მას ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები. ი. ი-ი თვლის, რომ სამინისტროს მიერ შეთავაზებული თანამდებობა არ არის განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 3.3, 127-ე მუხლების, ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლისა და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.01.2016წ. სასამართლო სხდომაზე (16:08:55 სთ.) მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შესახებ 17.04.2015წ. N268 ბრძანების ბათილად ცნობის ნაცვლად ითხოვს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16.09.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.01.2016წ. განჩინებით საქართველოს თავდავის სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, დისკრიმინაციისა და შევიწროვების ფაქტის დადგენის თაობაზე ი. ი-ის სარჩელიდან ცალკე წარმოებად გამოიყო დისკრიმინაციისა და შევიწროვების ფაქტის დადგენის თაობაზე მოთხოვნა და განსახილველად გადაეგზავნა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. ამდენად, კანონმდებლობა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მისი აღმოფხვრის და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქმეების განსჯადობას სამოქალაქო სასამართლოებს მიაკუთვნებს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ საკითხთა განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში განსაზღვრულია კონკრეტული ნორმები, რაც გამორიცხავს ამ კატეგორიის დავების ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ განხილვას.

ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი საკითხების - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძვლების დადგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული საქმის განუყოფელ ნაწილად. სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნებისმიერ შემთხვევაში ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლით გამოიცემა და მხოლოდ ამ საფუძვლის დაუდასტურებლობა ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობის არასწორად გამოყენება შეიძლება გახდეს აქტის უკანონოდ ცნობის საფუძველი. ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლებზე იმსჯელოს, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა კი საამისოდ უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოცემული აქტის ხასიათისა და სხვა გარემოებების ერთობლივი შეფასებით უნდა განხორციელდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.03.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-11, ასკ-ის მე-2, ზაკ-ის მე-5, 601 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას განმსაზღვრელია დავის საგანი, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავები, რომლებიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონმდებლობიდან არის წარმოშობილი, რაც განსახილველ შეთხვევაში სახეზეა, რადგან დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასება ვერ მოხდება გათავისუფლების საფუძვლების შეფასების გარეშე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი განთავისუფლება მოხდა დისკრიმინაციული საფუძვლით, ამდენად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკითხი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სამსახურიდან გათავისუფლებასთან და მათი განცალკევებულად განხილვა შეუძლებელია. სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნათა დამოუკიდებლად განხილვისას სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოუწევს მსჯელობა სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზეც, რადგან სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სავარაუდო დისკრიმინაციულ ქმედებას, ამასთანავე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაავალოს ორგანოს მისი აღმოფხვრა, - ფაქტობრივად პირის სამსახურში აღდგენა, რაც სცილდება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კომპეტენციის ფარგლებს. სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 2.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტზე, ასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მესამე ნაწილზე და მიიჩნია, რომ დისკრიმინაციისა და შევიწროვების ფაქტის დადგენის საკითხის განხილვა პირის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისაგან დამოუკიდებლად, არამართებულია, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი დაყოფა გამოიწვევს არაუფლებამოსილი სასამართლოს - სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დავის განხილვას და ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ი. ი-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. სასკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.09.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას. სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე, 109.1 მუხლები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციის შესახებ 17.04.2015წ. N268 ბრძანება, რომელიც თავის მხრივ გამოცემულია საქართველოს მთავრობის 22.11.2013წ. N297 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ 3.3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 10.2 მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის 20.1 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. საქართველოს მთავრობის 22.11.2013წ. N297 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ 3.3 მუხლის „ე“, „ვ“ „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების მიხედვით თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საშტატო ნუსხას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.09.2015წ. სადავო ბრძანებით (ს.ფ. 11) დასტურდება, რომ ი.ი-ის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლად მიეთითა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.04.2015წ. N268 ბრძანება და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე, 109.1 მუხლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ი-ის მიერ გასაჩირებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.09.2015წ. ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობა, ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგების შესაბამისობას მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი განთავისუფლება მოხდა დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად, დისკრიმინაციული ქმედება გამოვლინდა სამსახურიდან გათავისუფლებაში, გათავისუფლების უკანონოდ ცნობის მიზნით, მოითხოვს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მატერიალური მიზნის მისაღწევად, პირთა ქმედითი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს ანიჭებს სარჩელის სხვადასხვა სახის და საპროცესო მოქმედებების გამოყენების შესაძლებლობას. სასკ-ის 22-25-ე მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული სარჩელების დიფერენცირებას შეცილებით (22-ე მუხ.), მავალდებულებელ (23-ე, 24-ე მუხ.) და აღიარებით (25-ე მუხ.) სარჩელებად. ამასთანავე, თითოეული ნორმით განსაზღვრულია შესაბამისი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები. სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სწორი პროცესუალური საშუალების არჩევა უფლების დასაცავად. აღიარებითი სარჩელი, როგორც სარჩელის ერთ-ერთი სახე, არის პროცესუალური დაცვის სამართლებრივი ინსტიტუტი, მისი მეშვეობით არ ხდება მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხორციელება, რამდენადაც აღიარებითი სარჩელით დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა (სასკ-ის 25-ე მუხლით ასევე გათვალისწინებულია აქტის არარად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება). მოცემული სახის სარჩელებთან მიმართებაში პროცესუალური კანონმდებლობით დაწესებულია დასაშვებობის წინაპირობები (სასკ-ის 25.2 მუხ.), აღიარებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს არ შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. ამასთანავე, აღიარებითი სარჩელი დასაშვები არ არის, თუ იგი მიმართულია წმინდა ფაქტობრივი ინტერესის, ფაქტობრივი გარემოების ან სამართლებრივი ურთიერთობის არადამოუკიდებელი ნაწილის მიმართ. დასაშვებობის აღნიშნული წინაპირობები ემსახურება ისეთი ვითარების თავიდან აცილებას, როდესაც პირველად, ფაქტობრივად დადგინდება უფლების არსებობა და შემდგომში დადგება აქტის გაუქმების ან გამოცემის საკითხი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.09.2015წ. ბრძანებას და ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას იმ მიზნით, რომ დასაბუთდეს ი. ი-ის სამსახურიდან გათავისუფლების არამართლზომიერება. მოსარჩელის საბოლოო მიზანია აღდგეს სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე. გათავისუფლების არამართლზომიერების დასტურად მოსარჩელე უთითებს დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებას. აღნიშნული გარემოების დადგენა დაადასტურებს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. სწორედ ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის და აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში უნდა მოხდეს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე მსჯელობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, კერძოდ სსკ-ის VII3 კარით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს არა დამოუკიდებლად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და აქედან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას ან დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტას, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, რის საფუძვლადაც უთითებს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას. ყოველი დავის გადაწყვეტა საჭიროებს გარკვეული ფაქტების დადგენას, ვინაიდან სამართლით რეგულირებული ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ ფაქტების საფუძველზე, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას ან უარყოფას, სწორედ აღნიშნულზე იქნება ძირითადად დამოკიდებული სარჩელის დაკმაყოფილება ან უარი მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს შორის სხვაობა პირობითია, დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტს სწორედ რომ სამართლებრივი დატვირთვა აქვს, დასადგენ ფაქტს სახელდობრ სამართლებრივი ასპექტის გამო აქვს მნიშვნელობა. დისკრიმინაციული ფაქტის დადასტურებას ავტომატურად მოყვება დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრის სახით მოსარჩელის ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. აქტის კანონიერების და დისკრიმინაციის ცალ-ცალკე შეფასება შეუძლებელია, დისკრიმინაციის ფაქტის დამოუკიდებლად განხილვა სამოქალქო სამართალწარმოების წესით გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლების, სადავო აქტის კანონიერებაზე, კანონიერების დარღვევის შემთხვევაში სამსახურში აღდგენის საკითხებზე მსჯელობას, რაც სცილდება სამოქალაქო კოლეგიის განსჯადობის ფარგლებს. ამდენად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება, რომ მიმდინარე დავაში სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ უნდა გამოიყოს ცალკე წარმოებად და განსახილველად დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის განხილვისას შესაძლოა გამოიყენოს სსკ-ის VII3 კარის დებულებები, არ ცვლის განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის აბსოლუტურ კომპეტენციას, მათ შორის საქმის განხილვის პროცესში შეუძლია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი. დისკრიმინაციულ ქმედებას ადგილი შეიძლება ჰქონდეს როგორც კერძო-სამართლებრივ, ასევე საჯარო სფეროში, შესაბამისად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები შესაძლოა იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლოს განსჯადი.

დაუსაბუთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძვლების აღდგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული საქმის განუყოფელ ნაწილად. აღნიშნულ მოსაზრებას არ ადასტურებს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლით გამოიცემა და მხოლოდ ამ საფუძვლის დაუდასტურებლობა ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობის არასწორად გამოყენება შეიძლება გახდეს აქტის უკანონოდ ცნობის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში თუ: დადგენილი ფაქტები ადასტურებენ არათანაბარ, ტენდენციურ მიდგომას; დიფერენცირებული მიდგომა არ არის გონივრული; დარღვეულია ბალანსი მიზანსა და გამოსაყენებლ საშუალებას შორის. დისკრიმინაცია არის კანონიერების უხეში დარღვევა, სასამართლო დაცვა ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (სზაკ-ის მე-5 მუხ.), ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს (სზაკ-ის 601 მუხ.). საჯარო სფეროში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვს ადმინისტრაციული თვითნებობის, სახელმწიფო მმართველობაში დისბალანსის, უფლებამოსილების გადაჭარბების, პასუხისმგებლობის შესუსტების ფაქტებზე რეაგირებას. ასეთ ფაქტებზე ადმინისტრაციული მართლმსაჯულების რეაგირება ამკვიდრებს კანონიერების რეჟიმს სახელმწიფო მმართველობაში. დისკრიმინაცია უკავშირდება თანასწორობის ფუნდამენტური, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, მისი აღმოფხვრა უფლებებისა და კანონიერ ინტერესებს ემსახურება, რაც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების კომპეტენციის უმნიშვნელოვანეს სფეროს შეადგენს. საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების კანონიერების შეფასების კომპეტენცია მხოლოდ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველ სასამართლოს აქვს. საკასაციო პალატა იზიარებს სამოქალქო კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აქტის სადავოდ გახდომა გამოცემული აქტის დისკრიმინაციულობის მოტივით არ აქცევს ავტომატურად დავას სამოქალაქო კატეგორიის დავად და არ იწვევს შედეგად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განხილვას, მით უფრო, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სამართალწარმოების თავისებურება ესადაგება სასამართლო წარმოების ინკვიზიციურ საწყისებს, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობაა, რაც სასკ-ის 2.1 მუხლის „ა“ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების წესით და შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 390-ე მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ი-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="0q6Uh4jGm48EyJ1yZ1jNZ3QuXXBdWsBh1hoXl1IK";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize