დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.06.2008
საქმის ნომერი
237საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.06.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

237საზ ქ. თბილისი

2 ივნისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 თებერვლის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 18 მაისის განაჩენით დ. გ-ს_ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ”, „ვ”, „თ” და „ლ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 6 თვით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 9 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ 11 წლითა და 6 თვით, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 12 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დ. გ-ს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 26 აპრილიდან.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

1. ზ. გ-ს _ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით დ. გ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

2. რ. მ-ს _ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ”, „ვ”, „თ”, „ლ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 6 თვით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 9 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 11 წლითა და 6 თვით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმით რ. მ-ს საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 18 აგვისტოდან;

3. ვ. თ-ს _ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ”, „ვ”, „თ”, „ლ”, „ო” ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 10 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 13 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმით ვ. თ-ს მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 9 ივლისიდან;

4. გ. ყ-ს _ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ”, „ვ”, „თ”, „ლ” ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 9 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 6 თვით, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 12 წლითა და 6 თვით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმით გ. ყ-ს მიესაჯა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 28 ივნისიდან;

5. გ. გ-ს _ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ”, „ვ”, „თ”, „ლ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 6 თვით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 9 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 6 თვით, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 12 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმით გ. გ-ს მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი და 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 21 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 თებერვლის განჩინებით შეიცვალა: დ. გ-ს, რ. მ-ს, გ. ყ-სა და გ. გ-ს მიმართ განაჩენი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ”, „ვ”, „თ”, „ლ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, 378-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, აგრეთვე ვ. თ-ს _ სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო” ქვეპუნქტითა და ზ. გ-ს _ სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში გაუქმდა და მათ მიმართ შეწყდა საქმე; საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად განესაზღვრათ: რ. მ-ს _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა; ვ. თ-ს _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ყ-ს _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ს _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წელი და 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დ. გ-ს _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; იგივე განაჩენი ზაურ გაბოძის სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებისა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის ღონისძიების ნაწილში დარჩა უცვლელად.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. გ-მა, რ. მ-ემ, ვ. თ-მა, გ. ყ-ლმა და გ. გ-მა ჩაიდინეს თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევა ჯგუფურად, ხოლო ზ. გ-მ _ სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი _ რვა მსჯავრებულის გაქცევა.

მსჯავრდებული დ. გ. საჩივარში აღნიშნავს, რომ გასამართლებულია უზენაესი სასამართლოს მიერ და მისჯილი აქვს 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა მსჯავრდებულ დ. გ-ს საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისათვის ითვალისწინებდა 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის აწესებს 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის გამკაცრდა სასჯელის ქვედა ზღვარი.

საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) ითვალისწინებდა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის შესაბამისი მუხლი კი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით, რაც ასევე იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვისაც გამკაცრდა სასჯელის ქვედა ზღვარი.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი გარემოება არ არსებობს და მსჯავრდებულ დ. გ-ს საჩივარი უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ დ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 თებერვლის განჩინება დ. გ-ს, ზ. გ-ს, ვ. თ-ს, რ. მ-ს, გ. ყ-სა და გ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.