შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
120საზ-2008 ქ. თბილისი
6 თებერვალი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ნ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 21 ივლისის განაჩენით:
დ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ე», ,,ვ», ,,ი» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 11 ივლისიდან.
ო. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 11 ივლისიდან.
ვ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებით, 344-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 12 ივლისიდან.
ნ. ბ-ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 12 ივლისიდან.
ა. მ-ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 18 ივლისიდან.
გ. ჯ-ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 18 ივლისიდან.
ზ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ზ. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული დ. ნ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების გადასინჯვას, მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებით დ. ნ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» და «დ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ე», «ვ» და «ი» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I-II ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ», ,,გ», «დ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ე», «ვ» და «ი» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ზ. გ-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განჩინებით ზ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და «დ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 236-ე მუხლის I ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ ასევე სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ო. კ-ს, ვ. ა-ს, ნ. ბ-ს, ა. მ-სა და გ. ჯ-ს მიმართაც და მიიჩნია:
მსჯავრდებულ ო. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე», «ვ» და «ი» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I-II ნაწილებით; მსჯავრდებულ ვ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე», «ვ» და «ი» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I-II-III ნაწილებითა და 344-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით; მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ე», «ვ» და «ი» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლის I ნაწილით; მსჯავრდებულ ა. მ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის I ნაწილით; მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-II ნაწილებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ნ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ დ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ ზ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.