საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹922აპ-10 4 ნოემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მ. ოშხარელი
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე
გ. შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-ს, მსჯავრდებულ კ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-ს, მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-სა და მსჯავრდებულ ი. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განაჩენზე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით:
კ. დ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტით (ცხენების ქურდობის ეპიზოდი) და მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, მოხდა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრება და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტისათვის დანიშნულ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტისათვის დანიშნული სასჯელის ნახევარი ანუ თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილისათვის დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და კ. დ-ს საბოლოო სასჯელად დაენიშნა 8 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 აგვისტოდან.
ი. ო-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ი. ო-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტით (ცხენების ქურდობის ეპიზოდი) და მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, მოხდა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრება და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტისათვის დანიშნულ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტისათვის დანიშნული სასჯელის ნახევარი ანუ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ი. ო-ს საბოლოო სასჯელად დაენიშნა 6 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 აგვისტოდან.
ო. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ო. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა (ცხენების ქურდობის ეპიზოდი) და ამავე მუხლის მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, მოხდა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრება და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტებისათვის დანიშნულ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტისათვის დანიშნული სასჯელის ნახევარი ანუ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ო. ა-ს საბოლოო სასჯელად დაენიშნა 6 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 აგვისტოდან.
რ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტით (ცხენების ქურდობის ეპიზოდი) და ამავე მუხლის მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, მოხდა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრება და საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დანიშნულ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტებისათვის დანიშნული სასჯელის ნახევარი ანუ თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 4 თვით, სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტისათვის დანიშნული სასჯელის ნახევარი ანუ თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილისათვის დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და რ. ა-ს საბოლოო სასჯელად დაენიშნა 11 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ო. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-ს, მსჯავრდებულ კ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-ს, მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-სა და მსჯავრდებულ ი. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ კ. დ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» და მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, მსჯავრდებულ ი. ო-ს მიმართ სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» და მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულ ო. ა-ს მიმართ სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულ რ. ა-ს მიმართ სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის @,,ა» და მესამე ნაწილის@,,ა» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-ს, მსჯავრდებულ კ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-ს, მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-სა და მსჯავრდებულ ი. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ზ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.