დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');
საქმე N:ბს-205-205(კ-18)
@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}
(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
-->
საქართველოს უზენაესი სასამართლო
მთავარი (current)
სასამართლოს შესახებ
შენობის ისტორია
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
სტატისტიკა
გადაწყვეტილებები
სიახლეები
ანალიტიკა
გამოცემები
უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)
ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი
სხდომის განრიგი
კონტაქტი
#modalBody{
text-align: justify;
p{
text-align: justify;
}
}
}
A
A
საქმე #030310117001831145
#ბს-205-205(კ-18) 17 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 6 მარტს ნ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ს-ის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 27 თებერვლის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ამონაწერით მიწის, უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: ..., მ. ს-ეზე საკუთრების ბათილად ცნობა და ნ. ჭ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე 2017 წლის 21 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებით #... დაწყებული რეგისტრაციის დასრულებისა და ნ. ჭ-ის სახელზე მოთხოვნილი უძრავი ქონების საკუთრების ფორმით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა. ამასთან მოსარჩელემ მ. ს-ის სახელზე საკუთრების ფორმით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ..., წინამდებარე სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განჩინებით ნ. ჭ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო - მ. ს-ის (პ/ნ ...) სახელზე საკუთრების ფორმით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 45.01.26.159, წინამდებარე სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 27 თებერვლის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ნ. ჭ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე 2017 წლის 21 თებერვალს წარდგენილი #... განცხადების რეგისტრაციის დასრულებისა და ნ. ჭ-ის სახელზე მოთხოვნილი უძრავი ქონების საკუთრების ფორმით რეგისტრაციის შესახებ, დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა; ნ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ამონაწერის (ს/კ ...), მ. ს-ეზე საკუთრების უფლების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია, მაგრამ არ უმსჯელია კანონის მოთხოვნასთან ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობაზე და მ. ს-ის (ბ-ის) სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულად ჩათვალა ისე, რომ არ მიუთითა კანონის შესაბამისად განხორციელდა თუ არა საკუთრების რეგისტრაცია, როდესაც სადავო და საეჭვო იყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის და განხორციელებული მოქმედების კანონიერების საკითხი.
კასატორის მითითებით, სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას და სადავო ფაქტს - საკუთრების უფლების რეგისტრაციის საეჭვო საფუძველს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გასცდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და იმსჯელა არა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის რეგისტრაციის საფუძვლის კანონიერებაზე, არამედ კასატორის სამკვიდრო უფლებების ფარგლებზე, თუმცა არ გაითვალისწინა სსკ-ის 1421-ე მუხლის მოთხოვნა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად მოისმინა საეჭვო და ურთიერთგამომრიცხავი გარემოებების დასაბუთებულობა, მაგრამ სათანადო შეფასება არ მისცა მათ, არ გაითვალისწინა ზაკ-ის 601 მუხლის, სსკ-ის მე-2, 312-ე, 1421-ე მუხლების მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ამონაწერით მიწის, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ...) მ. ს-ეზე განხორციელებული საკუთრების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ ნ. ჭ-ე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მ. ს-ის საკუთრებად დარეგისტრირდა მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონება (მიწის ნაკვეთი, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა მის ბებიას (მამის, ო. ჭ-ის დედას - ც. ჟ-ს).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, 2017 წლის 14 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ. ჭ-ემ მოიპოვა უფლება ო. ჭ-ის მიერ დედის, ც. ჟ-ისაგან მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე, რომელსაც ის კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა, თუმცა ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, ო. ჭ-ემ დედის, ც. ჟ-ის გარდაცვალებიდან 6 თვეში მიიღო სამკვიდრო - ფაქტობრივი ფლობით ან სანოტარო ბიუროსათვის მიმართვის გზით, საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებებით ნ. ჭ-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, ხოლო ნ. ჭ-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ო. ჭ-ის სამკვიდრო ქონება კონკრეტულად არ არის ჩამოთვლილი, მათ შორის არ არის მითითება ც. ჟ-ის იმ ქონებაზე, რაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა შვილმა ო. ჭ-ემ.
ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებს რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 8 863.00 კვ.მ (ს/კ ...; ნაკვეთის წინა #...) ან მისი ნაწილი, სიკვდილის მომენტისთვის ეკუთვნოდა ნ. ჭ-ის მამკვიდრებელს, ო. ჭ-ეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მ. ს-ის სახელზე გახსნილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა) გამყარებული ფაქტი, რომ 7.12.1999 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მ. ს-ის (ქორწინებამდელი გვარი ბ-ე) საკუთრებად რეგისტრირებულს, საფუძველს აცლის მოსარჩელის პოზიციას, რომ მის მამკვიდრებელს, ო. ჭ-ეს გარდაცვალების დროისთვის (2008 წელს) ეკუთვნოდა სადავო მიწის ნაკვეთი, როგორც დედისაგან მიღებული სამკვიდრო ქონება.
ამასთან, საგადასახადო სიები, რომლებიც სააღრიცხვო ბარათებში, როგორც მ. ბ-ის, ისე ც. ჟ-ის სისტემური წესით რეგისტრაციის საფუძვლად არის მითითებული, საქმეში არ არის წარმოდგენილი. ასევე, არ არის წარმოდგენილი მოსარჩელისა და მოპასუხე ფიზიკური პირის წინაპრებს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება, თუმცა უდავოა, რომ მ. ს-ე და მისი წინაპრები ფლობდნენ სადავო მიწას და ამუშავებდნენ მას (აღნიშნულს არც ნ. ჭ-ე უარყოფს, მხოლოდ მიუთითებს, რომ მ. ს-ე მისი ოჯახის თანხმობით ამუშავებდა სადავო მიწის ნაკვეთს).
ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 167-ე მუხლის შესაბამისად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. სსკ-ის 1507-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 165-ე-168-ე მუხლებით (მათ შორის 167-ე მუხლით) გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან - საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდან. ცნობილია, რომ მ. ს-ე საჯარო რეესტრში შეტანილია (რეგისტრირებულია) მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ 07.12.1999 წლიდან, საიდანაც გასულია 17 წელზე მეტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ჭ-ეს საკასაციო საჩივარზე 16.02.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ჭ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. ნ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.02.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი
+(995 32) 299 01 64
info@supremecourt.ge
facebook.com/SupremeCourtOfGeorgia
მოსამართლეები
თავმჯდომარეები
გადაწყვეტილებები
სტატისტიკა
შენობის ისტორია
სიახლეები
ანალიტიკა
ბიბლიოთეკა
სხდომის განრიგი
კონტაქტი
© 2022 Copyright:
supremecourt.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})
var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length
');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="o5Tq7nxFef5HhtmCV3FYjeGQktofInBKaEjKCmit";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})
$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i
დახურვა
function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize