დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.10.2019
საქმის ნომერი
ბს-107(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-107(კ-19)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

ბს-107 (კ-19) 17 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ნ-ემ 13.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 17.03.2017წ. N MOD 8 17 00251927 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ. ნ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების დავალება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლები შეადგენდეს არანაკლებ 20 კალენდარულ წელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 17.03.2017წ. N MOD 8 17 00251927 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოპასუხეს - თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. ნ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლები შეადგენდეს არანაკლებ 20 კალენდარულ წელს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2018წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში, კერძოდ 2013 წლის 12 აპრილიდან წლიდან 2013 წლის 14 მოემბრამდე გ. ნ-ე მსახურობდა სამხედრო პოლიციაში სპეც-წოდებით და არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლში, რომლითაც განსაზღვრულია თუ სად ეთვლება პირს პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში, საუბარია მხოლოდ სამხედრო მოსამსახურზე, შესაბამისად ზემოაღნიშნული ნორმა ვერ გავრცელდება გ. ნ-ის მიმართ. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 3.1 მუხლის თანახმად სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. გ. ნ-ეს სამხედრო სამსახურის სტატუსი მოეხსნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.04.2013წ. N828 ბრძანებით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.04.2013წ. N833 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა როგორც სამოქალაქო პირი სპეციალური წოდებით და არა როგორც სამხედრო მოსამსახურე. სპეციალური წოდების მქონე პირი არ არის სამხედრო მოსამსახურე და ეს ორი სუბიექტი წარმოადგენს სხვადასხვა სტატუსის მატარებელ პირს, რასაც ადასტურებს „სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. N582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“, „სამხედრო ვალდებულებების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონი და სხვ. გ. ნ-ის საქმიანობა სადავო პერიოდში ვერ ჩაითვება სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლებში, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ კრიტერიუმებს. ამდენად, არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლის მიხედვით პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური და სხვ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო პერიოდში, კერძოდ 2013 წლის 12 აპრილიდან 2013 წლის 16 ივლისამდე გ. ნ-ე მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს ოფროსის … სახელმწიფო სპეციალური წოდებით „თავდაცვის სამხედრო პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი“, ხოლო 16.07.2013წ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში 2013 წლის 14 ნოემბრამდე. „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 31.1 მუხლის თანახმად სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. როგორც აღინიშნა გ. ნ-ე სადავო პერიოდში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სამხედრო პოლიცია არის საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას და სხვ. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის 1-ლი მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო პერიოდი ვერ ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში, რადგან აღნიშნულ პერიოდში გ. ნ-ე არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.

დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ გაკეთებული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ნ-ეს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მოეხსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.04.2013წ. N828 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის შესახებ ბრძანებით და 12.04.2013წ. N833 ბრძანებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაინიშნა, როგორც სამოქალაქო პირი, რომელსაც არ ჰქონდა სამხედრო წოდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ გ. ნ-ის პირად საქმეზე, რომლის მიხედვითაც გ. ნ-ეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დანიშვნამდე მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება - ვიცე-პოლკოვნიკი. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 39.1 მუხლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე რეზერვში მყოფ ან გადამდგარ პირს სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ. ამასთანავე საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სამხედრო სარეზვერვო სამსახურის შესახებ“ და ამჟამად მოქმედ „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზვერვო სამსახურის შესახებ" კანონზე, რომლის მიხედვითაც სარეზვერვო სამსახურის გავლის პერიოდში მოსამსახურე სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. ამდენად, გ. ნ-ის მიერ სადავო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამხედრო პოლიაციში მუშაობა ექცევა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლით განსაზღვრულ მოწესრიგებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო პრეტენზიებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="K8XN9vT73fMQjfmvszVdq5Ujf3l9H2vnIZbsbaub";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize