საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.10.2011
საქმის ნომერი
2კ-461აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹461აპ-11 11 ოქტომბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 იანვრის განაჩენით:

ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ პ. ჭ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა პროკურორ პ. ჭ-სა და განსასჯელ მ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 375-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 8 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

მ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა _ გაუქმდა. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 31 მაისიდან 2010 წლის 2 ივნისის ჩათვლით.

ტ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 40 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ტ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან.

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, 375-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 5 თვე, 16 დღე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი მთლიანად დაემატა დანიშნულ სასჯელს და გ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 32 წლით, 5 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. გ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან.

ე. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, 375-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, ჯარიმა _ 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. ე. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 30 მაისიდან.

მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან.

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი საგნების საკითხი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 124-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

_ სისხლის სამართლის ¹... საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალირებით, ამოღებისა და ჩხრეკის ოქმებით ამოღებული ანაწმენდები, რომლებზეც აღმოჩნდა ადამიანის სისხლი და რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

_ მ. კ-ს მობილური ტელეფონის სიმ-ბარათებზე შემავალი და გამავალი საუბრების დეტალური ჩანაწერები ჩD დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

_ ,,BAღEDDA-2004’’ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, ე. ე-ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი საბრძოლო ვაზნა, გ. კ-ს ზურგჩანთაში არსებული, ორი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მცირე ზომის ბურთულები და მომწვანო ფერის ფხვნილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა და ზ. კ-ს თავის ქალადან ამოღებული მეტალის საგნები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას.

_ გ. კ-ს ზურგჩანთაში მოთავსებული ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ. კ-ს ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

_ ზ. კ-ს კუთვნილი ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

_ ნივთმტკიცებად ცნობილი, 2010 წლის 11 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქუდი და ნიღაბი, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

_ პისტოლეტის მაგვარი და მასრის მაგვარი საგნები, მრგვალი ფორმის მეტალი, რომელიც ნელი გევორქიანის სხეულში იქნა აღმოჩენილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას.

_ სისხლის ლაქები, ბალიშის გადასაფარებელი, სიგარეტის ნამწვი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

_ ¹1 კლინიკური საავადმყოფოდან ამოღებული ნ. გ-ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ნ. გ-ს ან მისი ოჯახის წევრს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილებით შეივსო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 იანვრის განაჩენში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაკონკრეტდა, რომ ,,BAღEDDA-2004’’ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, ე. ე-ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი საბრძოლო ვაზნა, გ. კ-ს ზურგჩანთაში არსებული, ორი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მცირე ზომის ბურთულები და მომწვანო ფერის ფხვნილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა და ზ. კ-ს თავის ქალადან ამოღებული მეტალის საგნები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას“, ნაცვლად მითითებულ უნდა იქნეს: _,,BAღEDDA-2004” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას, ხოლო გ. კ-ს ზურგჩანთაში არსებული, ორი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მცირე ზომის ბურთულები და მომწვანო ფერის ფხვნილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა და ზ. კ-ს თავის ქალიდან ამოღებული მეტალის საგნები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს“. „ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, 2010 წლის 11 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქუდი, ნიღაბი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით“ ნაცვლად მითითებულ უნდა იქნეს _ „ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, 2010 წლის 11 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქუდი, ნიღაბი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს“, „პისტოლეტის მაგვარი და მასრის მაგვარი საგნები, მრგვალი ფორმის მეტალი, რომელიც ნ. გ-ს სხეულში იქნა აღმოჩენილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას“ ნაცვლად მითითებულ უნდა იქნეს _ „პისტოლეტის მაგვარი და მასრის მაგვარი საგნები, მრგვალი ფორმის მეტალი, რომელიც ნ. გ-ს სხეულში იქნა აღმოჩენილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს“.

აგრეთვე შეივსო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 იანვრის განაჩენში დაშვებული ტექნიკური ხასიათის ხარვეზი და დაკონკრეტდა: „საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. ბ-ს მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი დარჩეს განუხილველი და მას უფლება აქვს, წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ტ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 40 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ტ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან.

გ. კ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 29 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 5 თვე, 16 დღე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი მთლიანად დაემატა დანიშნულ სასჯელს და გ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 31 წლით, 5 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. გ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან.

ე. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, 375-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, ჯარიმა _ 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. ე. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 30 მაისიდან.

მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 31 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ მ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 375-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 8 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

მ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა _ გაუქმდა. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 31 მაისიდან 2010 წლის 2 ივნისის ჩათვლით.

ნივთმტკიცებად ცნობილ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალირებით, ამოღებისა და ჩხრეკის ოქმებით ამოღებული ანაწმენდები, რომლებზეც აღმოჩნდა ადამიანის სისხლი და რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; მ. კ-ს მობილური ტელეფონის სიმ-ბარათებზე შემავალი და გამომავალი საუბრების დეტალური ჩანაწერები ჩD დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; BAღEDDA-2004” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას, ხოლო გ. კ-ს ზურგჩანთაში არსებული, ორი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მცირე ზომის ბურთულები და მომწვანო ფერის ფხვნილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა და ზ. კ-ს თავის ქალიდან ამოღებული მეტალის საგნები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; გ. კ-ს ზურგჩანთაში მოთავსებული ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ. კ-ს ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ზ. კ-ს კუთვნილი ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს ნივთმტკიცებების შესანახ ოთახში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, 2010 წლის 11 მაისს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქუდი, ნიღაბი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; პისტოლეტის მაგვარი და მასრის მაგვარი საგნები, მრგვალი ფორმის მეტალი, რომელიც ნ. გ-ს სხეულში იქნა აღმოჩენილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; სისხლის ლაქები, ბალიშის გადასაფარებელი, სიგარეტის ნამწვი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ¹1 კლინიკური საავადმყოფოდან ამოღებული ნ. გ-ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ნ. გ-ს ან მისი ოჯახის წევრს.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. ბ-ს მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი და მას უფლება აქვს, წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულების _ გ. კ-ს, ე. ე-სა და ტ. ა-ს მიმართ შევიდა შესწორება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გ. კ-ს მსჯავრდების ნაწილში, ნაცვლად: „გ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით”, უნდა იყოს: ,,გ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით”.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ტ. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულ ე. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 375-ე მუხლით, ხოლო მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.