საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.10.2011
საქმის ნომერი
2კ-510აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹510აპ-11 26 ოქტომბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. თ-ს, მსჯავრდებულ ზ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. წ-სა და მსჯავრდებულ გ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის განაჩენით:

ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლ. ბ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა პროკურორ ლ. ბ-სა და ბრალდებულ ზ. ს-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 8 წელი.

ზ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდა მის შემტან პირს.

ი. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 ივნისიდან.

ე. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 ივნისიდან.

გ. რ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და იგი ამ ნაწილში გამართლდა.

გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 ივნისიდან.

ზ. ს-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და იგი ამ ნაწილში გამართლდა.

ზ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ზ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 ივნისიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ზ. ს-ს ა/მანქანა „მერსედეს-ბენც-230“, სახ.¹... და ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას ზ. ს-ს და გადაეცეს სახელმწიფოს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი მოთეთრო-მოყვითალო ნივთიერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ავტომატი მჭიდის გარეშე ¹141073, ავტომატის კონდახი ქამრით, მოყავისფრო პლასტმასის მჭიდი 26 დამუხტული ვაზნით, შავი ლითონის მჭიდი 30 დამუხტული ვაზნით, ქაღალდში მოთავსებული 30 ვაზნა, 15 დამუხტული ვაზნა, 4 ვაზნა და მჭიდი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს; ზ. ს-ს პირადობის მოწმობა, სალომბარდო ხელშეკრულება ¹048, ,,ბ. ჯ-ის” შემოსვლის ორდერი, გაცემული ზ. ს-ს სახელზე 2009 წლის 27 ნოემბერს, შავი სპორტული ქურთუკი, შავი შარვალი (,,პუმას” ფირმის) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. ს-ს ნდობით აღჭურვილ პირს; 2 წებოვანი ლენტი, 4 რეზინის ხელთათმანი, სამედიცინო მალამო „კლოტრომაზოლი“, 2 შავი ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ამოჭრილი აქვს თვალების ადგილი, 1 ხელის კვალი, ერთ შავ ფუძე-შრეზე, 5 თმის ღერი, შავი ჩანთა, ზ. ს-ს თმის ნიმუშები 5 პაკეტად, ხელის თითისა და ხელის გულის კანის ნახჭის ნიმუშები, რუხი, მცირე ზომის, ლითონის 23 დეფორმირებული ბურთულა (ე.წ. საფანტი) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ჩD დისკები, ვიდეოკასეტა და კრებსები ¹85884, ¹8568 შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; გარდაცვლილ გ. წ-ს კუთვნილი ტანსაცმელი და ბლოკნოტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე. თ-ს, მსჯავრდებულ ზ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. წ-სა და მსჯავრდებულ გ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ ი. წ-სა და ე. თ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულ გ. რ-ს მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ ზ. ს-ს მიმართ სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. თ-ს, მსჯავრდებულ ზ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. წ-სა და მსჯავრდებულ გ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.