შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.02.2012
საქმის ნომერი
2კ-460აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.02.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹460აპ-11 ქ. თბილისი

28 თებერვალი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

იური ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის,პროკურორ _ ა. F-ის,ადვოკატ _ თ. G-ის,მსჯავრდებულ _ დ. Eე-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. Eე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მარტის განაჩენით:

დ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის «ა” ქვეპუნქტებით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დ.Eე-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 25 იანვრიდან.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ლ. Mმ-ეს შორის, რომლის თანახმად, ლ.Mმ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, საიდანაც 7 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენის მიხედვით, დ. Eე-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა გამოძალვა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებით ჯგუფურად, ასევე _ ყაჩაღობა ჯგუფურად და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. ე-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და მე-3 ნაწილის «ა», «დ» ქვეპუნქტებით, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 ლარი და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

2011 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 01 საათზე, დ. Eე-ი და ლ.Mმ-ე მივიდნენ თავიანთ ნაცნობ დ. თ-თან და მოსთხოვეს გლდანის მე-6 მ\რ-ნში გაყვანა, რაზეც დ. თ-ი დასთანხმდა. მძღოლის გვერდით მოთავსდა დ. Eე-ი, ხოლო უკანა სავარძელზე _ ლ. Mმ-ე, რომელმაც გზაში ამოიღო თანნაქონი დანა და გამოძალვის მიზნით, ძალადობის გამოყენებით, დ. თ-ს მოსთხოვა, მიეცა მათთვის ფული. შეშინებულმა დ. თ-მა ლ.Mმ-ეს გადასცა 10 ლარი. ბოროტმოქმედები არ დასჯერდნენ ამ თანხას და კიდევ მოსთხოვეს, რაზეც მძღოლმა მათ განუმარტა, რომ 5 ლარის მეტი არ ჰქონდა. რამდენიმე წუთში დ. Eე-ი და ლ.Mმ-ე მივიდნენ გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე ბაგა-ბაღში, სადაც ცხოვრობდა მათი ნაცნობი თ. ბ-ია, რომლის საცხოვრებელ ოთახში შეიყვანეს დ. თ-ი და დანების მუქარით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, მოსთხოვეს იმ ფულის გადაცემა, რაც თან ჰქონდა. ვინაიდან აღნიშნულმა პირებმა ვერ მიიღეს მათთვის საკმარისი თანხა, დ. თ-ს გასტაცეს სამსახურის საშვი, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და გასაღები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. Eე-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი მის მიმართ მკაცრია და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. ამასთან, კასატორი ასევე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად, რათა პროკურატურასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი ს. ჯ-ი შესაგებელში აღნიშნავს, რომ განაჩენი დ. ე-ის მიმართ როგორც ბრალის, ისე სასჯელის ნაწილში კანონიერი და სამართლიანია. დაცვის მხარესა და ბრალდებას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; დაცვის მხარემ ბრალდებას მიმართა განცხადებით საპროცესო შათანხმების დადებასთან დაკავშირებით, რაზეც ამ ეტაპზე მიღებულია თანხმობა ზემდგომი პროკურორისაგან.

პროკურატურამ მხედველობაში მიიღო, რომ დ. Eე-ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და 2012 წლის 20 თებერვალს გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. Fფ-მა, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასსა და მსჯავრდებულ დ.Eე-ს შორის, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

2012 წლის 22 თებერვალს პროკურორმა ა. Fფ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და მსჯავრდებულ დ.Eე-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ა. ფ-მა მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ დ. Eე-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა _ 15 ათასი ლარი. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს ძირითად სასჯელად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალოს პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა _ 15 ათასი ლარი. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით დ. Eე-ს მიესაჯოს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 15 ათასი ლარი. მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადოს 8 წელი, ხოლო დარჩენილი 8 წელი ჩაეთვალოს პირობით, 9 წლის გამოსაცდელი ვადით.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა დ. Eე-მა და მისმა ადვოკატმა თ. გ-ემ.

სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულების _ დ. ე-ის და ლ. მ-ის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეებისა და დაზარალებულის ჩვენებებით და საქმის სხვა მასალებით დ. ე-ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ დ. ე-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.

პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათს, მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

დ. ე-ისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა ბრალსა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

ამდენად, პროკურორ ა. ფ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. Eე-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 209-216-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ა. ფ-სა და მსჯავრდებულ დ. ე-ს შორის.

დ. ე-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯოს:

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა _ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მთლიანად დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და დ. Eე-ს საბოლოოდ მიესაჯოს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 (რვა) წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 8 (რვა) წელი ჩაეთვალოს პირობით, 9 (ცხრა) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა _ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.

მსჯავრდებულ დ. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 25 იანვრიდან.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.