საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹186აპ-12 ქ. თბილისი
გ-ი მ., 186აპ-12 7 ივნისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების _ მ. გ-სა და შ. პ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განაჩენით:
მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით მ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 31 აგვისტოდან.
შ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 31 აგვისტოდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, შ. პ-ს უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას და სახელმწიფოს გადაეცეს მისი კუთვნილი, ნაცრისფერი „ოპელ-ასტრას“ მოდელის ავტომანქანა, სახ.¹..., როგორც განზრახი დანაშაულის ჩადენის საშუალება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ორი სამეურნეო დანა, ორი ქლიბი, შავი თექის ჩექმები, თოკი რკინის დამჭერებით, ძროხის წითელი ტყავი, ნაჯახი, ტურისტული ტიპის დასაკეცი დანა, სისხლის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
მ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკია-8900“ მოდელის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ..., მასში მოთავსებული შპს „მაგთიკომის“ ქსელში ჩართული სიმბარათი, ნომრით ..., რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მ. გ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შ. პ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკია-70“ მოდელის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ..., მასში მოთავსებული შპს „მაგთიკომის“ ქსელში ჩართული სიმბარათი, ნომრით ..., მისივე სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, დევნილის მოწმობა, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს შ. პ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შ. პ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, დ. ჭ-ს სახელზე გაცემული „ოპელ-ასტრას“ მოდელისა და მარკის ავტომანქანის, სახ.¹..., სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, ჩამორთმეულ ავტომანქანასთან ერთად უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ მ. გ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ შ. პ-სათვის _ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ მ. გ-სა და შ. პ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.