დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.02.2013
საქმის ნომერი
2კ-19-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №191-13 15 თებერვალი, 2013 წელი

ც-ი ზ.-191-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ჯ-ის

ადვოკატ – დ. ა-ის

მსჯავრდებულ _ ზ. ც-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ც-ის საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენით ზ. ც-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით, ხოლო 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზ. ც-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განაჩენით (რომლითაც ზ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით) დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 8 თვე, 2 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 2 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ზ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით, ხოლო 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) – 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზ. ც-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განაჩენით (რომლითაც ზ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით) დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 8 თვე, 2 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 2 აგვისტოდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით ზ. ც-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 2 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 2 აგვისტოდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ზ. ც-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ასევე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 11 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 2 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შევიდა ცვლილება:

ზ. ც-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

დადგენილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ც-ს „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა (გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით, რომელშიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით შეტანილია ცვლილება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 6 თვე, 24 დღე და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 3 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით (რომელშიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით შეტანილია ცვლილება და რომლის მიმართაც გამოყენებულია 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი) საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 3 თვე, 12 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას ამ სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო განჩინების მიღების დღიდან – 2012 წლის 10 დეკემბრიდან.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართვლეოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ც-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი, 1 თვე, 21 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ც-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 დეკემბრიდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ც-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ არასწორად გამოიყენა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილება და ნაცვლად დანიშნული სასჯელის განახევრებისა, გაანახევრა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

ამდენად, მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის სწორად გამოყენება, დანიშნული სასჯელის შემცირება 1/4-ით და სასჯელის კალენდარულად მოხდის გამო პატიმრობიდან განთავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც 1/4-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება. ამ მუხლის გამოყენების საფუძველს იძლევა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ზ. ც-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებელი დანაშაული, რომლისთვისაც იგი ამჟამად იხდის სასჯელს, მას ჩადენილი აქვს იმ პერიოდში, როდესაც ნასამართლევი იყო იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ც-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

№191-13 9 მარტი, 2013 წელი

ც-ი , 191-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 15 თებერვალს მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენით ზ. ც-ი, –ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით, ხოლო 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზ. ც-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განაჩენით (რომლითაც ზ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით) დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 8 თვე, 2 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 2 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ზ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით, ხოლო 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) – 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზ. ც-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განაჩენით (რომლითაც ზ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით) დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 8 თვე, 2 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 2 აგვისტოდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით ზ. ც-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 2 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 2 აგვისტოდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ზ. ც-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ასევე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 11 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 2 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შევიდა ცვლილება:

ზ. ც-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

დადგენილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ც-ს „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა (გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით, რომელშიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით შეტანილია ცვლილება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 6 თვე, 24 დღე და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 3 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით (რომელშიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით შეტანილია ცვლილება და რომლის მიმართაც გამოყენებულია 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი) საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 3 თვე, 12 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მას ამ სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო განჩინების მიღების დღიდან – 2012 წლის 10 დეკემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 15 თებერვალს მსჯავრდებულ ზ. ც-ს მიმართ გამოიტანა განჩინება, რომლითაც, როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილში უცვლელად დატოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება, სადაც აღნიშნულია: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართვლეოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ც-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი, 1 თვე, 21 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ც-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 დეკემბრიდან.

პალატას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის განჩინების როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია უზუსტობა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, კერძოდ:

განაჩენის სამოტივაციო ნაწილის 1-ლი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო“, ხოლო სამოტივაციო ნაწილის ბოლო აბზაცი და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ც-ს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 7 წელი უნდა შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელად განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ზ. ც-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2007 წლის 2 აგვისტოდან.

ზ. ც-ი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით, სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვალს მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სამოტივაციო ნაწილის 1-ლი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო“, ხოლო სამოტივაციო ნაწილის ბოლო აბზაცი და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მსჯავრდებულ ზ. ც-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ც-ს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 7 წელი შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელად განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ზ. ც-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 2 აგვისტოდან.

ზ. ც-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

გ. შავლიაშვილი