განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 05.03.2013
საქმის ნომერი
2კ-220-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2201-13 5 მარტი, 2013 წელი

ა-ი ა, 2201-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნ. ჟ-ის

მსჯავრდებულ - ა. ა-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 აგვისტოს განაჩენით:

ა. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის ძვ. რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (1999 წლის რედაქცია მასში 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით).

ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის ძვ. რედაქცია), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია მასში 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ა. ა-ის მიმართ განაჩენით დადგენილი სასჯელის ნაწილი - 1 წელი და 6 თვე მან უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 მაისიდან, დღიდან მისი დაკავებისა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განაჩენით ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 19 მარტიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2006 წლის 25 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის ძველი რედაქცია) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია, მასში 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით) დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც დამატებული აქვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განაჩენს და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, ა. ა-ს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 19 მარტიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მსჯავრდებულ ა. ა-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. ა-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს 2006 წლის 25 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის ძველი რედაქცია) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია, მასში 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის ძველი რედაქცია) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია, მასში 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 თვე და 14 დღე და საბოლოოდ, ა. ა-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლით, 3 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2009 წლის 19 მარტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს 2006 წლის 25 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის ძველი რედაქცია) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია, მასში 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის ძველი რედაქცია) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია, მასში 2006 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 თვე და 14 დღე და საბოლოოდ, ა. ა-ს მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით, 3 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 19 მარტიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი