დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1308-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13081-13 12 აპრილი, 2013 წელი

დ-ა ს.-13081-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჯ-ის

მსჯავრდებულ _ ს. დ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. დ-ას საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ს. დ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, ხოლო საბოლოოდ - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2000 წლის 1 აგვისტოდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით ს. დ-ა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა ვადაზე 11 თვითა და 17 დღით ადრე, პირობით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 მაისის განაჩენით ს. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 10 ოქტომბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განჩინებით ს. დ-ას ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის განაჩენით ს. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 25-ე,260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით, 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით, სულ - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 თვე, 21 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 8 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 20 იანვრიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ს. დ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული 6 წელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლო განაჩენით სსკ-ის 25-ე,260-ე და 3782-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები - 10 წელი და 1 წელი და 6 თვე, რის გამოც განესაზღვრა: 7 წლითა და 6 თვით და 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით, საბოლოოდ - 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 20 იანვრიდან; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს, რომ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს წინა განაჩენით განსაზღვრული და მოხდილი სასჯელის ზომა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიმართ ბოლო განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ვადაში წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილად ჩათვლას.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ს. დ-ას კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, რის გამოც სწორად ჩაეთვალა მოხდილად წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელები. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე კანონიერია მსჯავრდებულის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისა და ამ სასჯელის ათვლის ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. დ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება ს. დ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი