განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1395-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13951-13 19 აპრილი, 2013 წელი

ტ-ი ა., 13951-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ა. ხ-ის

მსჯავრდებულ _ ა. ტ-ის

ადვოკატ – გ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-ის საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განაჩენით ა. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 6 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 იანვრიდან.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ტ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ტ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2011 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე დამატებული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ა. ტ-ს მოსახდელად დარჩა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ტ-მა საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს მისთვის საბოლოოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. იგი ასევე ითხოვს2008 წლის 2 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და მისი საქმის ხელახლა განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ტ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა - კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ტ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს აღნიშნული მუხლით დანიშნული და არა მოუხდელი სასჯელი, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ტ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელი (ვინაიდან მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, 2 წელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. შესაბამისად, ამ განაჩენით საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წელსა და 9 თვეს და საბოლოოდ მსჯავრდებულ ა. ტ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ტ-ის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ტ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი ჩაეთვალოს მოხდილად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულ ა. ტ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე