განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16781-13 5 ივნისი, 2013 წელი
ს-ე ჯ, 16781-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ბ-ს
მსჯავრდებულ - ჯ.. ს-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ს-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განაჩენით ჯ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგანაც გათავისუფლდა 2009 წლის 5 სექტემბერს პირობით ვადაზე ადრე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით ჯ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. ბ-ს ეპიზოდში) - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტ. მ-ს ეპიზოდში) - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 სექტემბრის დადგენილების თანახმად) და საბოლოოდ ჯ. ს-ს განესაზღვრა 11 წლით, 4 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 ოქტომბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ¼–ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (რომელიც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს), ასევე ¼–ით შემცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ჯ. ს-ს განესაზღვრა 8 წლით, 6 თვითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 ოქტომბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. ს-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს. მან დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 2006 წლის 14 აპრილიდან 2009 წლის 5 სექტემბრამდე (როდესაც გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე) მოიხადა 3 წელი, 4 თვე და 21 დღე. ამდენად, ამ განაჩენით იგი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
მსჯავრდებულ ჯ. ს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 4 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.
მსჯავრდებულ ჯ. ს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 4 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ ჯ. ს-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2009 წლის 13 ოქტომბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ. ს-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ჯ. ს-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს. მან დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 2006 წლის 14 აპრილიდან 2009 წლის 5 სექტემბრამდე (როდესაც გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე) მოიხადა 3 წელი, 4 თვე და 21 დღე. ამდენად, ამ განაჩენით იგი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
მსჯავრდებულ ჯ. ს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 4 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.
მსჯავრდებულ ჯ. ს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 4 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ ჯ. ს-ს მოსახდელად განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 13 ოქტომბრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ბ. ალავიძე