დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16831-13 12 ივნისი, 2013 წელი
ო-ი ხ, 16831-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ხ. ო-ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ხ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; თანახმად სსკ–ის 63–ე მუხლისა, აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ხ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხ. ო-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობასა და შინაპატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 4 ივლისიდან 2004 წლის 10 ივნისამდე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განაჩენით ხ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 344–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2009 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით, სსკ–ის 41–42–ე მუხლების შესაბამისად, ჯარიმა – 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2007 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის საფუძველზე, კვლავ გაუნახევრდა და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით, სსკ–ის 41–42–ე მუხლების შესაბამისად, განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა– 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 7 თვე და 15 დღე და საბოლოოდ ხ. ო-ს სასჯელის ზომად დაენიშნა 6 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2009 წლის 8 ივლისიდან.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ხ. ო-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ო-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ხ. ო-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეუმცირდა 1/3–ით და დარჩა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით - შეუმცირდა 1/3–ით და დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 თვით, რომელიც შთანთქმულია სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მიერ;
მასვე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელი 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 1/3–ით და დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ხ. ო-ს ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 344–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ხ. ო-ს ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და დარჩა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ხ. ო-ს ¼–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 თვის ვადით და დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 თვითა და 15 დღით.
საბოლოოდ სასჯელის მოხდაში ჩათვლილი პატიმრობასა და შინაპატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ხ. ო-ს განაჩენთა და სასჯელთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის შემცირებით დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2009 წლის 8 ივლისიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ხ. ო-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; იმავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულ ხ. ო-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ პირებს არ წარმოუდგენიათ თანხმობა ამნისტიის კანონის გამოყენების თაობაზე.
რაიონულმა სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა ამავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება; მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.
მართალია, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის განაჩენით ხ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 344–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, მაგრამ იგი იყო ადრე ნასამართლევი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია).
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. ო-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი