განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16891-13 12 ივნისი, 2013 წელი
მ-ა დ, 16891-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ლ. ს-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით დ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ქ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ე-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ყ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. მ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ც. უ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ლ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. ბ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. დ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ კ. მ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63–ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ბ-ს ეპიზოდი), – ჯარიმა - 5000 ლარი, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ბ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – ჯარიმა - 5000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ დ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 10000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 11 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
დ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა –5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე განაჩენით ჩათვლილი აქვს პირობითად და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც დაუდგინდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 5000 ლარი. დ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 22 აგვისტოდან.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ დ. მ-ს საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და 3 წელი და 9 თვე - პირობითი მსჯავრი, 4 წლითა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 22 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. მ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება; მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.
საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - ლ. ქ-ს, ი. ე-ს, ც. უ-ს, დ. ბ-ს, ლ. დ-ს, კ. მ-ს, ,,საქართველოს ბანკისა“ და ,,თიბისი ბანკის“ თანხმობები, რომლებითაც ირკვევა, რომ ისინი თანხმობას აცხადებენ, მსჯავრდებულ დ. მ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია, არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და თანახმა არიან, გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული დ. მ-ა უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულების - ა. ყ-ს, გ. მ-ა და ლ. ლ-ს თანხმობები, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით ამ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ყ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 თვეს, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. მ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 თვეს, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ლ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 თვეს. ამ განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-ს უნდა შეეფარდოს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 11 აგვისტოდან, უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
მსჯავრდებულ დ. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. მ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2012 წლის 22 აგვისტოდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული დ. მ-ა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
მასვე ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ყ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 თვეს, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. მ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 თვეს, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ლ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 თვეს. ამ განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-ს შეეფარდოს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 11 აგვისტოდან, ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
მსჯავრდებულ დ. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. მ-ს მოსახდელად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 22 აგვისტოდან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი