დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1754-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№17541-13 19 ივნისი, 2013 წელი

ტ-ი ი, 17541-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დ. ბ-ს

მსჯავრდებულ - ი. ტ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ტ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 93–ე მუხლის მე–2 ნაწილით –1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. ტ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ტ-ს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული. ი. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 ივლისიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ემუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ინგა ბერიშვილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ხ. კ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. ტ-ს განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 24 ივლისიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის დადგენილებით მსჯავრდებულ ი. ტ-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 8 თვე და 18 დღე და განაჩენთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 26 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 24 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 26 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. ი.ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2011 წლის 30 ნოემბრიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ტ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ტ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული ი. ტ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო ერთი მესამედით შეუმცირდა 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ი. ტ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა როგორც სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ისე სსკ–ის 93–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; ი. ტ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა როგორც საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდისათვის), ისე სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთას (ამნისტიის გათვალისწინებით) დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიის გათვალისწინებით) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 4 თვითა და 18 დღით (ამნისტიის გათვალისწინებით) და განესაზღვრა 15 წლით, 4 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. ი. ტ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის დადგენილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 3 თვითა და 24 დღით და საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა 14 წლით, 7 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 30 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ტ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. საქმის მასალების მიხედვით, ი. ტ-ი ნასამართლევია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით. მოცემულ საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ბ-მ თანხმობა განაცხადა ი. ტ-ს მიმართ ,,ამნისტიის კანონის“ გამოყენებაზე.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ამ კანონის მე-11 მუხლით და მსჯავრდებული ი. ტ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმის მასალების მიხედვით, ი. ტ-ი ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). მოცემულ საქმეზე ვერ იქნა მოძიებული დაზარალებულების თანხმობა ი. ტ-ს მიმართ ,,ამნისტიის კანონის“ გამოყენებაზე.

მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით, მაგრამ იგი იყო ადრე ნასამართლევი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამდენად, მასზე სრულიად კანონიერად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნა.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განაჩენებით ი. ტ-ი ნასამართლევია ასევე მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 93–ე მუხლის მე–2 ნაწილი, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტები, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და, ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა ამ კანონის მე-4 მუხლით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ტ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი