დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№15371-13 1 მაისი, 2013 წელი
მ-ი მ., 15371-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ბ-ის
მსჯავრებულ - მ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 3 თვით, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 7 აგვისტოდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ მ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ. მ-ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2009 წლის 7 აგვისტოდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან მ. მ-ი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით, მაგრამ იგი იყო ადრე ნასამართლევი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 240-ე, 238-ე, 154-ე, 150-ე მუხლებით. ამდენად, მასზე სრულიად კანონიერად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე