განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№15671-13 8 მაისი, 2013 წელი
ც-ე ლ.-15671-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ზ. შ-ის
მსჯავრდებულ _ ლ. ც-ის
ადვოკატ - თ. ს-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ც-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ლ. ც-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ, გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ლ. ც-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წელი დაუდგინდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 4 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ. ც-ეს სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 10000 ლარი.
ლ. ც-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ლ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 7000 ლარი.
სსკ–ის 67–ე და 59–ე მუხლების საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - სრულად დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ ლ. ც-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 7000 ლარი.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ლ. ც-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 23 ივლისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განაჩენით ლ. ც-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ც-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ლ. ც-ე გათავისუფლდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ, გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ლ. ც-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 22 დღის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენი ლ. ც-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ც-ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინება უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება. ამავე კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პირზე, რომელსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ლ. ც-ე სრულიად კანონიერად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან. მასვე სრულიად კანონიერად შეუმცირდა ერთი მეოთხედით საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ც-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ, გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, რაც ამ მუხლით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილის შესაბამისად, რომელიც ლ. ც-ეს ამჟამად მოხდილი აქვს, უნდა შეუმცირდეს 7 თვით და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 8 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული სასჯელი უნდა დაემატოს ბოლო განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ლ. ც-ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 11 თვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ც-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინება შეიცვალოს ლ. ც-ის სასიკეთოდ.
ლ. ც-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ, გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, რაც შეუმცირდეს 7 თვით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 8 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული სასჯელი დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 8 წელსა და 3 თვეს და საბოლოოდ ლ. ც-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 11 თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინება ლ. ც-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი