დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.11.2013
საქმის ნომერი
284აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№284აგ-13 15 ნოემბერი, 2013 წელი

მ-ი რ, 284აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 მარტის განაჩენით რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ე. ზ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ო. მ-ს ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. რ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 5 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, რ. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეუნქტებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ე. ზ-ს ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 9 თვე პირობითი მსჯავრი, 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ო. მ-ს ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 9 თვე პირობითი მსჯავრი; მასვე ¼–ით შეუმცირდა ამავე განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 3 თვე. საბოლოოდ, რ. მ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 5 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. მ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 მარტის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი