დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.11.2013
საქმის ნომერი
564აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№564აგ-13 28 ნოემბერი, 2013 წელი

ი-ე ვ 564აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ი-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით ვ. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ. ტ-ს ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი და შ. ქ-ს ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი) და მიესაჯა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ. ტ-ს ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შ. ქ-ს ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ვ. ი-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 19 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ» 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ვ. ი-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „Gა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ლ. ტ-ს ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 თვე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 თვე და 15 დღე; ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ (შ.ქ-ს ა/მანქანის გაქურდვის ეპიზოდი) ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 თვე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 თვე და 15 დღე; ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმების გამო სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე. საბოლოოდ ვ. ი-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წელი და 6 თვე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით დამატებითი სასჯელის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. ი-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით (სასჯელთა დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით) დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ი-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აპრილის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ი-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები საჩივრით ითხოვენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ი-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ი-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი