დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.12.2013
საქმის ნომერი
310აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№310აგ-13 26 დეკემბერი, 2013 წელი

ფ-ა დ.- 310აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ფ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განაჩენით დ. ფ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 14 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 20 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 1 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 24 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის 25 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 29 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. ფ-ას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 30 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ფ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 14 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 20 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 1 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 24 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა (2009 წლის 25 მაისის ეპიზოდი) და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 29 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით.

სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა დ. ფ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენის თაობაზე დ. ფ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საბოლოო სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის პრინციპის გამოყენებით (სასჯელის შემსუბუქება).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ დ. ფ-ა ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 14 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 20 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 1 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 24 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა (2009 წლის 25 მაისის ეპიზოდი) და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2009 წლის 29 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა (შვიდი დამოუკიდებელი ეპიზოდი) და საზოგადოებრივ საშიშროებას (სხვა დანაშაულებთან ერთად ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაულები), რის შედეგადაც პალატა მიიჩნევს, რომ დ. ფ-ასათვის სასჯელის შემცირება, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენი დ. ფ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი