დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.12.2013
საქმის ნომერი
429აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
03.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№429აგ-13 3 დეკემბერი, 2013 წელი

ქ-ა დ, 429აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით:

დ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ა. კ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ლ. ჯ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (რ. ზ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად. სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა დ. ქ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე სასჯელები მთლიანად შეიკრიბა და საბოლოოდ მას დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 7 წელი.

გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით დ. ქ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, რომლითაც იგი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელისაგან, რაც დამატებულ იქნა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე; დ. ქ-ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული პირობითად ჩათვლილი სასჯელისაგან. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ერთი ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. დ. ქ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით გ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, რომლითაც მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა: სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით გ. კ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე.

2013 წლის 16 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ქ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენში, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. ქ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს (აკაკი კობეშავიძის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთას 3 წლის ვადით - ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან (ლ. ჯ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელი და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (რ. ზ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განსაზღვრული აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 1 წელი და 6 თვე - ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად, ნაწილობრივ დაემატა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 მაისიდან.

გ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის Aა“, „დ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 3 წლის ვადით - შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 17 მაისიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. ქ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, დ. ქ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ქ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი