დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№620აგ-13 3 დეკემბერი, 2013 წელი
ბ-ი გ, 620აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის განაჩენით:
გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2010-2011 წლების დეკემბერ-იანვრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა -4000 ლარი, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა - 4000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11–ლი ნაწილის თანახმად, სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 8000 ლარი. სსკ–ის 67–ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა გ. ბ-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა – 8000 ლარი. გ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 მარტიდან.
ო. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2010-2011 წლების დეკემბერ- იანვრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 3000 ლარი, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11–ლი ნაწილის თანახმად, სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა – 6000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 მარტიდან.
ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2010-2011 წლების დეკემბერ-იანვრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 3000 ლარი, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11–ლი ნაწილის თანახმად, სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა – 6000 ლარი. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ბ-ი გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 338–ე მუხლის მე–4 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის განაჩენით სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2010-2011 წლების დეკემბერ-იანვრის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 მარტიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მარტის განჩინებით ბუნდოვანება–უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ 2013 წლის 1 თებერვლის განჩინების აღწერილობითი და სარეზოლუციო ნაწილების 1–ლი პუნქტის მე–3 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით:
გიორგი ბადუაშვილს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვრა 6 წელი და 9 თვე, რასაც გამოაკლდა პრეზიდენტის 28.08.01 2012 წლის 28 აგვისტოს განკარგულებით საპატიოდ ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 9 თვითა და 2 დღით და გ. ბ-ს საბოლოოდ ძირითად სასჯელად განესაზღვრა 2 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ო. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2010-2011 წლის დეკემბერ- იანვრის ეპიზოდი) - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 მარტიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2010-2011 წლების დეკემბერ-იანვრის ეპიზოდი) - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2010–2011 წლების დეკემბერ–იანვრის ეპიზოდი) - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ლ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 მარტიდან.
2013 წლის 16 მაისს მსჯავრდებულმა გ. ბ-ა, 2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა ლ. ბ-ა, ხოლო 2013 წლის 29 მაისს მსჯავრდებულმა ო. მ-ა შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვეს განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით:
მსჯავრდებულების – ო. მ-ა და ლ. ბ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ გ. ბ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება, ასევე 2013 წლის 8 მარტის განჩინება გ. ბ-ს მიმართ, რომლითაც ცვლილება შევიდა განაჩენში მხოლოდ სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ო. მ-ს მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებასა და ხსენებულ განაჩენში ლ. ბ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ო. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2010-2011 წლების დეკემბერ-იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 მარტიდან.
მსჯავრდებულ ლ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2010-2011 წლების დეკემბერ-იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 4 მარტის ეპიზოდი) დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 მარტიდან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება ო. მ-ს მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება ლ. ბ-ს მიმართ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ბ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი