დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№837აგ-13 18 დეკემბერი, 2013 წელი
გ-ი ა, 837აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით. სსკ–ის 67–ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი 4 წელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. ა. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 8 დეკემბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ა. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე გაუნახევრდა სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე გაუნახევრდა სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაუნახევრდა გამოსაცდელ ვადად დადგენილი 6 წელი და განესაზღვრა 3 წელი; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შეუმცირდა პირობითი მსჯავრი - 4 წელი და განესაზღვრა 3 წელი; ერთი მეოთხედით შეუმცირდა გამოსაცდელი ვადა - 5 წელი და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი - 3 წელი, გამოსაცდელი ვადა - 3 წელი და 9 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 8 დეკემბრიდან.
2013 წლის 21 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. გ-ა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა მისთვის გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენი და 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება ა. გ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. გ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. გ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი