საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 11.12.2013
საქმის ნომერი
844აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.12.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№844აგ-13 11 დეკემბერი, 2013 წელი

ბ-ე გ.- 844აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გ. ბ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

გ. ბ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 17 მარტიდან იმავე წლის 24 მარტის ჩათვლით და მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 6 აპრილიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. ბ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან (გარდა ჯარიმისა); მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 3 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ბ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 6 აპრილიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა გ. ბ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წელსა და 3 თვეს – ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და გ. ბ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წელი და 3 თვე, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

გ. ბ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 17 მარტიდან იმავე წლის 24 მარტის ჩათვლით და მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 6 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ბ-ემ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 5 დეკემბერს შემოსული განცხადებით მსჯავრდებული გ. ბ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი