დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№851აგ-13 25 დეკემბერი, 2013 წელი
გ-ი ს 851აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ს. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. კ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ. კ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ჰ. ა-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ლ. ფ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი.კ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ. მ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ო-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ჯ. ბ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ჯ. ბ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ჭ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ ი. მ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი..ა-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ი. ა-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ გ. ხ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ გ. ხ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და ს. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით. მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მაისის განაჩენით ს. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაემატა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 9 თვის ვადით და საბოლოოდ ს. გ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. გ-ს ¼ - ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე დამატებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით დამატებული დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 3 თვისა და 22 დღის ვადით; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. გ-ს ¼ - ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. კ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ. კ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ჰ. ა-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ლ. ფ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. კ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ. მ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ო-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 6 თვისა და 22 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ჯ.ბ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ჯ.ბ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა.ჭ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 6 თვისა და 22 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ ი. მ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ა-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 6 თვისა და 22 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ი.ა-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ გ.ხ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით; ¼ - ით შეუმცირდა სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ გ.ხ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 15 დღის ვადით. საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან მსჯავრდებულ ს. გ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 3 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 სექტემბრიდან.
2013 წლის 22 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. გ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ დადგენილი განაჩენისა და განჩინების გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ს. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. კ-ს ეპიზოდი), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ. კ-ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ჰ. ა-ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ლ. ფ-ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. კ-ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ. მ-ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ო-ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ჯ.ბ-ს ეპიზოდი), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ჯ.ბ-ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა.ჭ-ს ეპიზოდი), 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ ი.მ-ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ა-ს ეპიზოდი), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ივ.ა-ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ გ.ხ-ს ეპიზოდი), 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულ გ.ხ-ს ეპიზოდი) დანიშნულ და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 წლის, 2 თვისა და 8 დღის ვადით - დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მაისის განაჩენით სსკ-ის 375-ე მუხლით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 5 წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 სექტემბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ს. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ს. გ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. გ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი