დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.01.2014
საქმის ნომერი
591აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№591აგ-13 14 იანვარი, 2014 წელი

ა-ე დ.- 591აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და დ. ა-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი - ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.

დ. ა-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 24 თებერვლიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლითაც დ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 1 წლით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დ. ა-ეს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებთ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ა-ეს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ა-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2011 წლის 29 ნოემბრიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ა-ეს ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დ. ა-ეს დანაშაუთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ა-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 29 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 9 აპრილის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ა-ეს ¼-ით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, და რადგან 2 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა, მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს – 2 წელსა და 3 თვეს. დ. ა-ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ა-ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 29 ნოემბრიდან.

2013 წლის 20 მაისს დ. ა-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დი. ა-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 4 თვე, 15 დღე; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 თვე და 15 დღე. დ. ა-ეს დანაშაულთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი - 1 წელი, 3 თვე და საბოლოოდ დ. ა-ეს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ა-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 29 ნოემბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე დ. ა-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელების მიმართ შთანთქმის პრინციპის გამოყენება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, დ. ა-ის მიმართ ბოლო განაჩენით ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა. ამასთან, საბოლოო სასჯელის დადგენისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მისი პიროვნება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ა-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი დ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი