დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.01.2014
საქმის ნომერი
972აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№972აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი

ო-ი ზ, 972აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ო-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ზ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363–ე მუხლის მეორე ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 60–61–ე მუხლების თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა პირობითი მსჯავრი, შეეფარდა დარჩენილი სასჯელი ნაწილობრივ - 6 თვე და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ზ. ო-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე.

ზ. ო-ს საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ზ. ო-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, საქართველოს სსკ–ის 363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდა 6 თვემდე და მოსახდელად დარჩა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ზ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3711-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 თვე, 25 დღე და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ზ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „დ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 10 თვე და 4 დღე, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით, 10 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ო-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „დ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ზ. ო-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 17,203–ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის 30 მაისის რედაქცია), ამავე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მოქმედი რედაქცია), 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით, 3711–ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - 10 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 7 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით, 10 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. ო-ა, რომელმაც 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ო-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ო-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ო-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი