დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.03.2025
საქმის ნომერი
ბს-48(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-48(კ-25) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. გ-ი

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ-იმა 2021 წლის 02 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი (მორალური) ზიანის სახით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ანაზღაურება და ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს გადახდა მოითხოვა 2019 წლის 21 ივნისიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიურად დაუბეგრავი (საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით) 831.31 (რვაას ოცდათერთმეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, შრომისუნარიანობის შემცირების გამო, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიურად დაუბეგრავი (საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით) 831.31 (რვაას ოცდათერთმეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.

კასატორის მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად (M.C. against the Federal Republic of Germany, Primov and others vs Russia), მშვიდობიანი შეკრება არ მოიცავს დემონსტრაციებს, სადაც ორგანიზატორებს და მონაწილეებს აქვთ აშკარად ძალადობრივი განზრახვა, რასაც მოჰყვება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, აქციის მონაწილეების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის (მშვიდობის) დარღვევის მტკიცებისათვის, აუცილებელია დასაბუთდეს არა მხოლოდ საფრთხის გონივრულობა, არამედ ასეთი საფრთხის დადგომის მყისიერებაც. კერძოდ, უნდა არსებობდეს კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე.

კასატორის განმარტებით, საპროტესტო აქციის ფარგლებში სამართალდამცავი უწყების მიერ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და სასამართლოში წარდგენილი იქნა 341 პირი, რომელთა სრული შემადგენლობა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, ამასთან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცა 19 პირი, 2 პირი - ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, 16 პირი - ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, ხოლო 1 პირი - აფეთქების მომზადების ბრალდებით. შესაბამისად, ცალსახად დგინდება დემონსტრანტების მიერ აშკარა ძალადობრივი განზრახვა და მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივი ხასიათი. ამასთან დგინდება, რომ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა არა კონკრეტული ჯგუფის მიერ, არამედ შეკრებილთა დიდი უმრავლესობის მიერ. ამდენად, როდესაც შეკრებილთა უმცირესობა ავლენს ძალადობას, ნათელია, რომ პოლიციამ კონკრეტული ინდივიდის ქმედებებზე დაყრდნობით არ უნდა მოახდინოს სიტუაციის შეფასება და აქციის დაშლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უმრავლესობის ქმედებებზე დაყრდნობით.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიცია დაახლოებით საათის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვით რეჟიმში, ისინი იგერიებდნენ დემონსტრანტების მიერ ნასროლ საგნებს და არ გადადიოდნენ აქტიურ მოქმედებებზე. შესაბამისად, მოსარჩელე, რომელიც იმყოფებოდა აქციის ტერიტორიაზე აღარ წარმოადგენდა მშვიდობიან დემონსტრანტს, ვინაიდან ის შეკრება, რომელშიც მონაწილეობდა იგი უკვე წარმოადგენდა ძალადობრივ ღონისძიებას. შესაბამისად ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ დატოვა კონკრეტული ტერიტორია მას შემდეგ, რაც აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი იზიარებდა სხვა დემონსტრანტების სულისკვეთებას, ადმინისტრაციულ ორგანოში შეჭრასთან დაკავშირებით. საპოლიციო ძალების მიერ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად უნდა ეფუძნებოდეს არა ცალკეულ ინდივიდების მიერ განხორციელებულ ქმედებებს, არამედ მასობრივ შემთხვევებს. აღნიშნული მსჯელობიდან ნათელია, რომ კონკრეტული ინდივიდის ქმედება ან უმოქმედობა ვერ აქცევს აქციის დაშლის გადაწყვეტილებას უკანონოდ. შესაბამისად, მასობრივი ღონისძიების დროს, სასამართლოს მსჯელობა, რომ კონკრეტული პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა ადასტურებს საპოლიციო ღონისძიების უკანონობას მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

კასატორის განმარტებით, მორალური ზიანის ოდენობა არაგონივრულია; მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ და განმარტავს, რომ მხოლოდ ამ კუთხით შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. მორალური ზიანის დაკისრების დროს სასამართლოს მიერ მხედველობააში ხდება იმ გარემოების მიღება და შეფასება, რომ მიღწეულ იქნეს მორალური ზიანის მთავარი მიზანი, ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლოსათვის გადამწყვეტია არა ქმედების კვალიფიკაცია, არამედ ის ტკივილი, რომელიც ამ ქმედების შედეგად განიცადა მხარემ. კასატორის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რასაც ეწინააღმდეგება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებისა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2019 წლის ...ს ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ, საღამოს გაიმართა ადამიანთა შეკრება, რომელშიც მონაწილეობდა მ. გ-იც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა დანაყოფებმა, შეკრებაში მონაწილე ცალკეულ პირთა მიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელების საფუძვლით და აღნიშნულ მოქმედებათა აღკვეთის მიზნით, დაიწყეს ძალის (სპეციალური საშუალებების) გამოყენება შეკრებაში მონაწილე პირების მიმართ. მ. გ-ის, რომელიც მშვიდობიანად, რაიმე სახის აგრესიის, კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე მონაწილეობდა შეკრებაში, პოლიციელთა მიერ ნასროლი რეზინის ვაზნა მოხვდა ...ის არეში. მ. გ-ი 2019 წლის 21 ივნისს, 01:53 საათზე, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მოთავსებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების - შპს „...ის“ სტაციონარში.

შპს „...ის“ მიერ 2019 წლის 24 ივნისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მ. გ-ი კლინიკაში მოთავსდა 2019 წლის 21 ივნისს, 01:53 საათზე, კლინიკიდან კი გაწერილ იქნა 2019 წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე. პაციენტს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: ...; ...; ...; ...; .... მოკლე ანამნეზის შესაბამისად, მ. გ-ი კლინიკაში მიყვანილ იქნა 112-ის ბრიგადის მიერ. უჩიოდა ძლიერ ტკივილსა და ...ს. პაციენტის გადმოცემით იმყოფებოდა აქციაზე, გამოდიოდა ხალხის მასიდან, რა დროსაც მარცხენა ...ში მოხვდა უცხო სხეული. გონება არ დაუკარგავს.

პაციენტის მდგომარეობა სტაციონარში გაგზავნისას: ...ის წინ (... ვერ ხერხდებოდა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გამო), ... (...). ობიექტურად აღენიშნებოდა ...ით, ..., ..., .... პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: 1. ...; 2. ...; 3. ...; 4. ...; 5. ...; 6. ...; 7. ...; 8. ...; 9. სხვა ...; 9. ...; 11. ...; 12. ...ის გარეშე; 13. ...; 14. ...; ...; ...; სახის ...; ..., ..., ..., .... ... გამოკვლევის შედეგად, მ. გ-ის დაესვა დიაგნოზი: ... ცვლილებებით.

მ. გ-იმა მკურნალობის კურსი გაიარა, ასევე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენში. ...ის მიერ 2019 წლის 02 ივლისს გაცემული ... დასკვნის თანახმად, პაციენტს დაესვა დიაგნოზი: ...ში დაფიქსირდა შემდეგი სურათი: ...ად, ... ერთმნიშვნელოვნად არ ისინჯებოდა; ... - ადაპტირებული, რამდენადაც შეჯამების საშუალებას იძლეოდა; ... - არა ხილული; სავარაუდო ... კარგად ჩანდა. მ. გ-ის ...ზე, ...ის შემდგომი პირველადი უზრუნველყოფის შემდეგ (20.06.2019), 2019 წლის 02 ივლისს .... ... დასკვნის ფონზე დაიგეგმა ამბულატორიული მკურნალობა. დაინიშნა: აქტუალური ... ... - 1. ...; აქტუალური ზოგადი სამედიცინო ... - .... 2019 წლის 29 აგვისტოს, ...ში, მ. გ-ის ..., რომლის მოხმარების რეკომენდებული ვადა შეადგენდა 1 წელს. ... კლინიკის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ ...ის საფუძველზე, აუცილებელია ...ის ყოველწლიურად განახლება.

2019 წლის ...ის შეკრების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დაზიანებული მ. გ-ის მკურნალობის ხარჯები სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მ. გ-იმა 2019 წლის 27 აგვისტოს მიმართა წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს (პაციენტი რეფერირებულ იქნა ...-ს მიერ). პაციენტი კლინიკური ინტერვიუს შეხვედრაზე გამოცხადდა ამინდთან და სეზონთან შესაბამისად ჩაცმული, მოწესრიგებული. საუბრისას სხეულის პოზა და მოძრაობები შესაბამისი იყო სასაუბრო თემასთან, იყო მოტივირებული. ჰქონდა კარგი განსჯის უნარი, აზროვნება ლოგიკური. მეტყველება გასაგები და თანმიმდევრული. შესაფასებელ პირს არ აღენიშნებოდა ფსიქოზური სიმპტომატიკა (... დარღვევა). მიმდინარე გუნება- განწყობილება იყო ნორმის ფარგლებში, ავლენდა კეთილგანწყობას ინტერვიუერების მიმართ, ... ...ის დეტალების გახსენებას არ გაურბოდა. უჩიოდა ...ი ინციდენტის შემდეგ გუნება-განწყობის ცვალებადობას, ძილის დარღვევას (ჩაძინების სირთულით და წყვეტილი ფაზებით) გამოხატული ... რეაქციებით. ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის მიერ 2019 წლის 21 დეკემბერს მომზადებული სამედიცინო და ... შეფასება-...ის თანახმად, მ. გ-ის აღენიშნებოდა დაქვეითებული გუნება-განწყობა, დაძაბულობა, მომატებული ...ები. ასევე, პოსტ...ი ...ის ერთეული სიმტომები, როგორიცაა ... მომხდარზე, ... ..., ..., ...ის და .... კლინიკური კონსულტირებისა და ... ტესტირების საფუძველზე, მ. გ-ის დაუდგინდა ... ...ის შემდგომი სიმპტომები, რომლებიც არ აღწევდა ...ის დიაგნოზამდე. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც: ...ის დარღვევები, .... შეფასების თანახმად, აღნიშნული აშლილობები პირდაპირ კავშირში იყო ... გამოცდილებასთან. ...ში აღინიშნა მ. გ-ის ... დიაგნოზი: ...ის ...ით ...ისა და ...ის დაზიანება, ...ის ფუნქციის ...ით, ..., რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო 21.06.19-ის ... ინციდენტთან. აღნიშნული დაზიანებების გამო, საკვლევ პირს მოუხდა არაერთი ოპერაციული ჩარევის გადატანა, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის ჩატარება. ასევე, ...მა ინციდენტმა შეუზღუდა ფუნქციონირებისა და ცხოვრების ხარისხის დონე. ინტერვენციის პირველი ეტაპი წარიმართა მდგომარეობის სტაბილიზაცია - ნორმალიზაციის კუთხით. გამოყენებული იქნა ... ...ის გარშემო ...ის ტექნიკა. ასევე, აქცენტი კეთდებოდა ემოციების სახელდებაზე, მათ გადამუშავებაზე, შემაწუხებელი აზრების ძიებაზე და მათ დამუშავებაზე. გამოყენებული იქნა სხეულზე ორიენტირებული ტექნიკები. 2019 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო, ფსიქო...ის სიმპტომები არ აღინიშნებოდა. სამედიცინო და ... შეფასება - ...ის 2019 წლის 21 დეკემბრის დასკვნის თანახმად, მ. გ-ის ესაჭიროება ... მკურნალობის გაგრძელება საჭიროების მიხედვით. ჯანსაღი ...ს მდგომარეობის მეთვალყურეობა დინამიკაში: გამოკვლევები, სიმპტომური მკურნალობა, დატვირთვისა და დასვენების დაზოგვითი რეჟიმის გათვალისწინება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედა...ის სამმართველოს უფროსი პროკურორის მიერ 2019 წლის 11 ნოემბერს მიღებული დადგენილებით, სისხლის სამართლის N074091119801 საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი მ. გ-ი. დადგენილებაში მითითებულია, რომ 2019 წლის ...ს ქ. თბილისში, ...ის გამზირზე, ...ს ...ს ...ს წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მ. გ-იმა, რაც გახდა მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველი.

მ. გ-იმა 2020 წლის 07 ივლისს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად, მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტს გამოსაკვლევად გადაეგზავნა მ. გ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის, ...ის სამედიცინო დოკუმენტაცია და დაესვა შემდეგი კითხვები: „1. ჩემ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით სხეულის კერძოდ, ...ის რა ...ი დაზიანება აღმენიშნება მე, მ. გ-ის? 2. რითია აღნიშნული დაზიანება განვითარებული? 3. გთხოვთ, დაგვიდგინოთ დაზიანების ხარისხი და საერთო შრომის უნარის რა პროცენტით არის დაქვეითებული შრომისუნარიანობა? 4. ხანდაზმულობა შეესაბამება თუ არა 2019 წლის ...ის მომხდარ ფაქტს?“.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ N001964221 დასკვნაში აღნიშნულია, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის N637/1358 სამედიცინო ბარათის მონაცემების თანახმად, მ. გ-ი, სამედიცინო დახმარების მიზნით, მოთავსდა სამედიცინო ცენტრში 2019 წლის 21 ივნისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ...სა და ...ის ...ა დაუზუსტებელი ნაწილის და გადაყვანილ იქნა შპს "...ში". სტაციონარული პაციენტის N8934 სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მ. გ-ი შპს „...ში“ მოთავსდა 2019 წლის 21 ივნისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ...ს ..., ...ს ... მდგომარეობა. ...სა და ... არის .... ..., ... მიდამოში. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი იყო: ...ით. მარცხნივ ...ის ... (...) და ..., ...ით. გამოვლენილ იქნა, ასევე, ...ის (...) ...ით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 6 CD დისკი შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია „ე...ს“ დიაგნოსტიკური ცენტრის ...ს ხელმძღვანელის ნ.ს-ის მიერ, რომლის დასკვნითაც წარდგენილ გამოსახულებებზე ისახებოდა ...ის და ..., ... (...) და ქვედა (... ზედაპირი) ...ით; ...ის ...; ...; ...; დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (21.06.2019 წელი) წინააღმდეგობაში არ იყო.

დასკვნის თანახმად, დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარის მყარი დაკარგვით 35%-ის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა 2019 წლის ...ს.

მ. გ-იმა 2020 წლის 07 ივლისს შემდეგი კითხვებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს: „1. მოითხოვს თუ არა მ. გ-ის სხეულის, კერძოდ, ...ის ...ი დაზიანება მომავალში ექიმთან კონსულტაციებს? რა პერიოდულობით? როდემდე?; 2. ...ზე დღეს არსებული მდგომარეობით, რა მანიპულაციების (მათ შორის ... ჩარევისა და სხვა სახის მკურნალობის ღონისძიებების) ჩატარებაა აუცილებელი სამომავლოდ?; 3. შესაძლოა თუ არა, რომ მ. გ-ის ...ის ...ი დაზიანების გამო სიცოცხლის ბოლომდე დასჭირდეს მკურნალობა, მანიპულაციები ან/და პერიოდული შემოწმებები? ასეთის რეკომენდაციის ან/და აუცილებლობის შემთხვევაში, რა იქნება რეკომენდებული პერიოდულობა?; 4. რა მდგომარეობაშია მ. გ-ის ...ის ...?; 5. შესაძლებელია თუ არა მ. გ-ის ...ის ...რება? რა სიხშირით?; 6. არსებობს თუ არა რისკი, რომ მ. გ-ის შემთხვევაში ...ის ...რებამ ვერ გამოიღოს შედეგი და ვიზუალური აღდგენა ...ს ვერ მოხერხდეს?; 7. შესაძლოა თუ არა ... /... მ. გ-ის შემთხვევაში იმგვარად, რომ ვიზუალურად არ იყოს შესამჩნევი ...ს დაკარგვის ფაქტი?; 8. ...ის შესაძლებლობის შემთხვევაში რა მასალით არის სასურველი/რეკომენდებული ...რება ... და ...ს შორის ვიზუალური სხვაობის შესამცირებლად? 9. ...რების შესაძლებლობის შემთხვევაში, რა სახის ... იქნება რეკომენდებული მინიმუმ ისეთი შედეგის მისაღწევად და იმ ხარისხის ...რების გასაკეთებლად, როგორიც დღეს მ. გ-ის ...ისთვის აქვს გამოყენებული? 10. ...რების შემთხვევაში, რა პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი გაკეთებული ...ს შენარჩუნება? რა პერიოდულობით /სიხშირით არის საჭირო ...ს შეცვლა? 11. ...რების შემთხვევაში, რა პერიოდის განმავლობაშია რეკომენდირებული/აუცილებელი სპეციალისტის კონსულტაცია? 12. შესაძლოა თუ არა, რომ მ. გ-ის დაუბრუნდეს ...ა ...ში? რამდენი პროცენტით? 13. არსებული ...ი დაზიანების პირობებში დაშვებულია თუ არა მ. გ-ის ფიზიკური დატვირთვა? რა სახის ფიზიკური დატვირთვა არის დასაშვები, რეკომენდირებული ან აკრძალული? 14. არსებობს თუ არა რისკი, რომ დროთა განმავლობაში ...ის დაზიანების/დაკარგვის გამო შემცირდეს მ. გ-ის ...ის ხარისხი ...შიც? რამდენი პროცენტით? 15. დაზიანების გათვალისწინებით, ასაკის მატებასთან და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად შესაძლოა თუ არა რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდეს მ. გ-ის საერთო შრომისუნარიანობა? დადებითი პასუხის შემთხვევაში რამდენი პროცენტით? 16. რა თანხას უკავშირდება ...ს ერთჯერადი ...? ერთზე მეტჯერ ...რების საჭიროების შემთხვევაში, თანხას უკავშირდება ყველა საჭირო ...? 17. რამდენ ხანშია შესაძლებელი ... ...ზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ? 18. რა თანხას უკავშირდება სამომავლოდ ...თან დაკავშირებით სიცოცხლის ბოლომდე ჩასატარებელი მანიპულაციები, ... ჩარევები, ექიმთან კონსულტაციები, მკურნალობა, მედიკამენტები და ყველა ის საჭიროება, რაც ...ის ...იდან გამომდინარეობს ან/და სამომავლოდ წარმოიშვება? გთხოვთ, ხარჯთაღრიცხვა წარმოგვიდგინოთ თითოეული მანიპულაციის და საჭიროების გათვალისწინებით ცალ-ცალკე. 19. მ. გ-ის ესაჭიროება თუ არა სამომავლოდ ...ის ...იდან გამომდინარე სამედიცინო მანიპულაციები, ... ჩარევები, ექიმთან კონსულტაციები, მკურნალობა, მედიკამენტები და სხვა რაიმე სახის ღონისძიება, რაც ...ის ...იდან გამომდინარეობს ან/და სამომავლოდ წარმოიშვება? 20. უქმნის თუ არა საფრთხეს მიღებული ...ის ტრავმა ... სისტემას, მათ შორის ...ს?“. ექსპერტიზისთვის წარდგენილ იქნა მ. გ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის ...ის სამედიცინო დოკუმენტაცია.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 16 აპრილს მომზადდა N001929721 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც პირველ, მე-3 და მე-11 კითხვებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ...ის ...ი დაზიანებიდან გამომდინარე მ. გ-ის ...თან კონსულტაცია რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ. ჩივილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართვა ...თან. მისი ...ის მდგომარეობიდან და ობიექტური ჩივილებიდან გამომდინარე საჭიროებისამებრ შესაძლოა პერიოდულად დასჭირდეს მკურნალობა, მანიპულაციები ან/და პერიოდული შემოწმებები. ...თან მიმართებაში კონსულტაციის პერიოდი განისაზღვრება ...ს სპეციალისტის მიერ. მე-2 კითხვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით, რეკომენდირებულია მ. გ-ის ...ის ...ის შეცვლა. მე-4 კითხვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ვინაიდან მ. გ-იმა ტრავმის შედეგად დაკარგა ..., ...ის შეფასება ვერ ხერხდება მისი არარსებობის გამო. მე-5, მე-6 და მე-7 კითხვებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შესაძლებელია მ. გ-ის ...ის .... სიხშირე განისაზღვრება ...სტის მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ ტრავმის შედეგად რჩება ასიმეტრია როგორც ...ების, ასევე ...ს ნაპრალის მხრივ ...ს ...რებისას არსებობს იმის რისკი, რომ ზუსტად ჯანმრთელი ...ს სიმეტრიულად ვერ აღდგეს ვიზუალი. მე-8 კითხვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ვიზუალური თვალსაზრისით ...ს მასალას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. მასალას ირჩევს პაციენტი, მისი მოვლის, ვადისა და ფასიდან გამომდინარე. მე-9, მე-10 და მე-17 კითხვებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ...ზე ჩატარებული ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლებელია ...; არსებობს ...ს სხვადასხვა სახე, მ. გ-ის შემთხვევაში ...ის გაკეთება შესაძლებელია. თუ რა სიხშირით გამოიცვალოს ... (2-4 წელი), საჭიროების შემთხვევაში რეკომენდირებულია ...ის ხელოსნის რეკომენდაცია. მე-12 კითხვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ვინაიდან მ. გ-ის ...ის კაკლის მთლიანობა დარღვეულია, ამ თვალში ...ის ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდება. მე-13 და მე-15 კითხვებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მ. გ-ის მძიმე ფიზიკური დატვირთვა რეკომენდირებული არ არის. ასაკისა და ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით მისი საერთო შრომისუნარიანობა შეიძლება შემცირდეს. აღნიშნულის წინასწარი განსაზღვრა პროცენტულად შეუძლებელია. მე-14 კითხვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ...ის დაკარგვის გამო, მ. გ-ის ...ზე ...ის გაუარესების საშიშროება არ არსებობს. მე-16, მე-18 და მე-19 კითხვებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ პაციენტს ესაჭიროება მედიკამენტური მკურნალობა, მანიპულაციები თუ ... ჩარევა, განისაზღვრება სამომავლოდ განვითარებული ჩივილების შესაბამისად. მომავალში ჩასატარებელი ... ჩარევები, ექიმთა კონსულტაციები, მედიკამენტები, დამოკიდებულია პაციენტის მომავალში განვითარებულ ობიექტურ მდგომარეობაზე. ზოგადად ხარჯთაღრიცხვის წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია, ...ირების ხარჯი კი სცდება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპეტენციის ფარგლებს. მე-20 კითხვასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ...ის ... ... სისტემას და ...ს საფრთხეს არ უქმნის.

მ. გ-ი 2019 წლის მოვლენებამდე დასაქმებული იყო შპს „ო...ში“, ...ის პოზიციაზე და ხელფასის სახით ყოველთვიურად ერიცხებოდა სხვადასხვა ოდენობის თანხა. სს „თ...ს“ ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 14 ივლისიდან 2020 წლის 12 ივლისამდე პერიოდში, მ. გ-ის მიერ შპს „ო...დან“ ხელფასით სახით მიღებულმა თანხამ შეადგინა 8 985.14 ლარი. შპს „ფ...ს“ მიერ 2020 წლის 14 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, მ. გ-ი 2019 წლის 01 ნოემბრიდან დასაქმებულია შპს „ფ...ში“ (... ფ...), ...ის პოზიციაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2021 წლის 29 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, მ. გ-ის მიერ 2020 წლის 01 ივნისიდან 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 30985.88 ლარი, კუთვნილმა საშემოსავლო გადასახადმა კი - 6073.23 ლარი.

2023 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ. გ-ის და - მზ. გ-ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის ...ს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის მივიდა აქციაზე. დაახლოებით 11 საათის შემდეგ, მ. გ-ისგან მიიღო SMS-შეტყობინება, რომლითაც აცნობა, რომ დაასრულა სამუშაო (მუშაობდა ...ზე მდებარე „ო...ში“) და მიდიოდა მასთან - ...ზე, მეტროთი, რათა ერთად დაბრუნებულიყვნენ სახლში. მზ. გ-ი დას ელოდებოდა მეტროს შესასვლელ კარებთან. მ. გ-ის მეტროდან ამოსვლა დაემთხვა გაზის გაშვების მომენტს, რასაც მიხვდნენ ხალხის მდგომარეობით - ...ს მხრიდან ადამიანები ძალიან სწრაფად მოდიოდნენ, ახველებდნენ და აღნიშნავდნენ თვალების წვას. მ. და მზ. გ-იები მეტროდან გამოსვლისას დავარდნილ ბიჭს დაეხმარნენ თვალების გაწმენდაში. ამასობაში თორმეტი საათი შესრულდა და მეტროს კარები დაიკეტა. სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ, მეგობრების მოსაძებნად, წავიდნენ ...ს მიმართულებით. პარლამენტთან მისვლისას დახვდათ მშვიდი ვითარება, არ აღინიშნებოდა ძალადობრივი ქმედებები სამართალდამცველების მხრიდან. მზ. გ-ი დასთან - მ. გ-ითან ერთად იმყოფებოდა ...ს მოპირდაპირე მხარეს, ...ის მხარეს, ...ის წინ. გარკვეული პერიოდის მანძილზე ისხდნენ ...ის გვერდით არსებული აფთიაქის კიბეებზე და ცდილობდნენ მეგობრებთან დაკავშირებას. შემდეგ გადაწყვიტეს, ჩასულიყვნენ ...ზე, გაეჩერებინათ ტაქსი და წასულიყვნენ სახლში. მოწმის განმარტებით, თავისუფლების მოედნისკენ მიდიოდნენ შუა გზაზე. ირგვლივ ძალიან ცოტა ადამიანი იყო. როგორც კი ...ს შენობას გასცდნენ, დაინახეს მათი მიმართულებით მომავალი სპეცრაზმი, რომელთაც მთელი გზა დაკავებული ჰქონდათ. სპეცრაზმისგან თავის ასარიდებლად, მზ. გ-ი დასთან - მ. გ-ითან ერთად მობრუნდა ...სკენ, თუმცა აქციაზე დაბრუნების მიზანი არ ჰქონიათ. დაინახეს 9 აპრილის ძეგლს ამოფარებული რამდენიმე ადამიანი და ინსტიქტურად მათკენ გაეშურნენ ყვირილით, რომ დაეტოვებინათ აღნიშნული ადგილი, რა დროსაც ორმა ბიჭმა მათ წინ ჩამოატარა დაჭრილი კაცი, რომელიც ხელიდან დაუვარდათ. მზ. გ-ი ინსტინქტურად დაიხარა კაცის ასაწევად, რის გამოც მ. გ-იმა რამდენიმე ნაბიჯით გაასწრო. მოწმემ მოულოდნელად გაიგონა მ. გ-ის კივილი და დაინახა, რომ მ. ძირს ეგდო. რეზინის ტყვია მოხვდა ...ს არეში. ირგვლივ არავინ იყო ვინც შეიძლებოდა ადგომაში დახმარებოდა. საიდანღაც გამოჩნდა ფ...ს ჟურნალისტი, რომელმაც მეგობრებთან ერთად მ. გ-ი მიიყვანა ...ის წინ მდგომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან. მ. გ-ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილ იქნა შპს „...ში“, ვინაიდან აღინიშნებოდა ...ს დაზიანება. შპს „...ში“ მზ. გ-ის განუმარტეს, რომ მოსარჩელის მდგომარეობა იყო მძიმე, ... ჰქონდა დაკარგული და საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციას. ოპერაცია მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში. ... მანიპულაცია ჩატარდა ...სა და ...ის არეში. მ. გ-ი რამდენიმე დღეში გაწერეს კლინიკიდან. მოწმის განმარტებით, მ. გ-ის ... მდგომარეობა იყო მძიმე. არავის ნახვა სურდა. არ უნდოდა ვინმეს შეეხედა, მათ შორის არც ძილის დროს. ვინმეს ნახვისას სახეზე ხელს იფარებდა. აბაზანაში ვერ შედიოდა. ვერ ხვდებოდა როგორ დაებანა, რომ ...ს ადგილას არსებულ ჭრილობაში წყალი არ ჩასვლოდა. მზ. გ-ის გადმოცემით, შპს „...იდან“ გამოწერის საღამოსვე სახლში მივიდნენ ჯანდაცვის წარმომადგენლები, რომელთაც განუმარტეს, რომ მკურნალობის უკეთესი შესაძლებლობების გამო, აუცილებლად წასულიყვნენ გერმანიაში. მაშინვე გაამზადეს პასპორტები და მეორე დღეს გაემგზავრნენ გერმანიაში, მიუნხენში. ...აში მ. გ-ის ...დან აღებული ... გაუზარდეს .... გაუხსნეს შპს „...ში“, ...ს მიდამოში, დადებული ... და ჩაუსვეს ...სა და ... შორის. გარკვეული პერიოდის შემდეგ მ. გ-ის ჩაუსვეს ... - .... ვინაიდან ... ...ად იქნა ამოღებული, უკეთესი ვიზუალით ხელოვნური ...ს ჩასმა ვერ მოხერხდა. ...დან ამოღებული ... გაუზარდეს ..., რომელზეც მიდებულ იქნა აღნიშნული .... დროთა განმავლობაში ცხიმს ორგანიზმი იწოვს და ეფექტი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ნარჩუნდება. ასევე, ...ს ამოღების გარეშე გაჩერება ვერ ხდება, ვინაიდან პერიოდულად შრება და იწვევს ტკივილს, მოსახსნელია ძილის დროსაც. მოწმის განმარტებით, ძალიან რთულია ისეთი ...ს შერჩევა, რომელიც არ ატკენს და შესაძლებელი იქნება 6-8 საათის მანძილზე უწყვეტად ჩასმა. მზ. გ-იმა აღნიშნა, რომ პერიოდულად საჭირო იყო ...ს გაზრდა, ...ის შეყვანა და ...ს გამოცვლა. ექიმთან ყოველი ვიზიტისას მ. გ-ის უკეთესის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ყოველ ჯერზე იმედი უცრუვდებოდა და ამით ძალიან დიდ სტრესში იმყოფებოდა. მოწმის გადმოცემით, მ. გ-ი ვერ ახერხებს სამსახურის შენარჩუნებას. არ არის თანამშრომელი, რომელსაც სამსახური დაეყრდნობა. ... მდგომარეობის გამო, შესაძლებელია, ვერ მივიდეს სამსახურში ერთი დღე ან ერთი კვირა ან შუა სამუშაო პროცესიდან წამოვიდეს. ფეხზეც არ შეუძლია დიდი ხნით დგომა, შესვენებაზეც ხშირად უწევს გასვლა და ...ს ამოღება-დასვენება. ძალიან ბევრი დეტალის გამო, არ შეუძლია იყოს სრულფასოვანი თანამშრომელი. შემცირებული შრომისუნარიანობისა და მძიმე ... მდგომარეობის გამო, მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლო ვერც „...ში“, სადაც მთელი გუნდის დიდი ხელშეწყობით მუშაობდა. დღემდე ქუჩაში ფეიერვერკის ხმის გაგონებაზე ისტერიული ტირილი ეწყება. ძალიან ცუდად აღიქვამს თავის ვიზუალს. დადის ფსიქოლოგთან. მზ. გ-ის განმარტებით, მ. გ-ის მკურნალობის ხარჯებს, მათ შორის გერმანიაში შუალედური ვიზიტებს, ბილეთებისა და სასტუმროს ხარჯებს სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, ადამიანის სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია. ამასთან, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით. კონსტიტუციის მითითებული მუხლის დანაწესის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს საავარიო შემთხვევის შექმნის პროცესში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებსა და პირთა გარდაცვალებას შორის კავშირის არსებობა, ორგანოების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლად შეუსრულებლობის (უმოქმედობის) ფაქტი და დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობას/არასათანადო მოქმედებასა და მოსარჩელეებთან მიმართებაში დამდგარ ტრაგიკულ შედეგს შორის, რაც ქმნის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ამავე კანონის მე-12 მუხლის ადგენს, რომ საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს. პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) შეიძლება გამოყენებული იქნეს პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის მიზნით, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების სტრატეგია, ფორმები, მეთოდები, მოცულობები და ა.შ. ცხადად, გასაგებად უნდა განისაზღვროს შესაბამისი ნორმატიული აქტით - ინსტრუქციით და იგი მკაცრად შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით და პრაქტიკით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საუკეთესო სტანდარტებთან, რაც პრაქტიკაში უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის თავიდან აცილებას.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. გ-ის მიმართ, რომელიც მშვიდობიანად, რაიმე სახის აგრესიული ან კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე გამოხატავდა პროტესტს, პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნა იმგვარი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც არ იყო გამოსადეგი, რადგან მის მიმართ ძალის გამოყენებით ვერ აღიკვეთებოდა იმ პირთა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რის გამოც დაიწყო პოლიციამ შეკრების შეწყვეტა.

რაც შეეხება მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი არამატერიალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ადგენს კანონით მხოლოდ პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, დასახელებული კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. რაც შეეხება ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობას, იგი განისაზღვრება სასამართლოს მიერ საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, „მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-509-506(2კ-17)).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იგივე მუხლი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე და ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე. კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2019 წლის ...ს გამართულ აქციაზე მ. გ-ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივ, ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ის გარემოება, რომ აქციამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და მიღებულ იქნა დაშლის გადაწყვეტილება, ვერ იქნება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გამოირიცხოს მ. გ-ის მიმართ მოპასუხის მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის მიერ 2019 წლის 11 ნოემბერს მიღებული დადგენილებით, სისხლის სამართლის N074091119801 საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი მ. გ-ი. დადგენილებაში მითითებულია, რომ 2019 წლის ...ს ქ. თბილისში, ...ის გამზირზე, საქართველოს ...ს ...ს წინ მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებისას განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, მათ შორის გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ცალკეულმა სამართალდამცავებმა ძალადობით და იარაღით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს. აღნიშნულის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მ. გ-იმა, რაც გახდა მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველი. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გზით უდავოდ დგინდება, რომ სახეზეა მ. გ-ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი; ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მორალური ზიანის - 50 000 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ან/და იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. გ-ი 2019 წლის მოვლენებამდე დასაქმებული იყო შპს „ო...ში“, ...ის პოზიციაზე, საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ფ...ს“ მიერ 2020 წლის 14 ივლისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მ. გ-ი 2019 წლის 01 ნოემბრიდან დასაქმებულია შპს „ფ...ში“ (... ფ...), ...ის პოზიციაზე.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ სარჩოს სიცოცხლის ბოლომდე დაკისრება გაუმართლებელია და დაკისრების შემთხვევაში კასატორს იგი უნდა დაკისრებოდა შრომისუნარიანობის აღდგენამდე ან საპენსიო ასაკამდე, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე მუშაობდა შპს „ო...ში“, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და მხარე არ იყო შეზღუდული საპენსიო ასაკით. რაც შეეხება შრომისუნარიანობის აღდგენას, საქმეში წარმოდგენილია ვრცელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მ. გ-ის ...ზე არსებული ცვლილებები არის ...ი გენეზის, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით 35%-ის ნიშნით, შესაბამისად, მოსარჩელის შრომისუნარიანობის აღდგენა მითითებული პროცენტულობით შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე

ნუგზარ სხირტლაძე