დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1020აგ-13 18 მარტი, 2014 წელი
მ-ე დ.- 1020აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:
დ. მ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით; 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით; 236–ე მუხლის 1-ლი, მე–2 ნაწილებითა და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი და მე–4 ნაწილების საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.
დ. მ-ეს სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 11000 ლარი.
(დ. მ-ე ნასამართლევია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 17 სექტემბრის განაჩენით, რომლითაც მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულება გადაუვადდა გამოჯანმრთელებამდე; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 მაისის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, ხოლო 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, მას სასჯელად ანესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 6 თვე. დ. მ-ეს საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულება გადაუვადდა გამოჯანმრთელებამდე).
ი. ბ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით; 236–ე მუხლის 1-ლი, მე–2 ნაწილებითა და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.
ი. ბ-ეს სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: განაჩენიდან ამოირიცხა დ. მ-ისა და ი. ბ-ის მიმართ სსკ-ის 236–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრი და ამ ნაწილში დ. მ-ე გამართლდა, ხოლო ი. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით.
დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით; 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით; 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 2000 ლარი; 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.
მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით; 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა –1000 ლარი; 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 2000 ლარი; 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. ბ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41-42–ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულების – ი. ბ-ისა და დ. მ-ის ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით დ. მ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 17 წელი და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით ი. ბ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 10 წელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე გაუნახევრდა სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ი. ბ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
2013 წლის 17 და 27 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს მსჯავრდებულებმა - ი. ბ-ემ და დ. მ-ემ, რომლებმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვეს განაჩენის გადასინჯვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლისა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებებში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. მ-ის მიმართ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 9 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 4 წელი და 3 თვე; სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი – 2 წელი და დ. მ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ი. ბ-ის მიმართ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა იმავე განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 2 წელი, 6 თვე და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 9 იანვრიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე დ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ დ. მ-ე წინათ ნასამართლევია განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ დ. მ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება ან სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი