დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1243აგ-13 21 მარტი, 2014 წელი
ღ-ი ზ.-1243აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ზ. ღ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 14 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ჩაეთვალა პირობით;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 22 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ჩაეთვალა პირობით;
სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ზ. ღ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ზ. ღ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 2 ივნისიდან.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო რ. მ-ს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ღ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ზ. ღ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად და პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
ზ. ღ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 2 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა ზ. ღ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:
სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 14 მაისის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 6 თვე - პირობითი მსჯავრი; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 22 მაისის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 6 თვე - პირობითი მსჯავრი და ზ. ღ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ზ. ღ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2011 წლის 2 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ღ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ღ-ი გასამართლებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში ზ. ღ-ს სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ზ. ღ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უმეტეს - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენი ზ. ღ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი