დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-1008-1281-09 16 ნოემბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზ. კ-იანი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჯ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქორწინების შეწყვეტა, შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. კ-იანის მიმართ ქორწინების შეწყვეტის, შვილების მიკუთვნების, ალიმენტის დაკისრებისა და ბინაში შესახლების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 1995 წლიდან ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფება მოპასუხესთან. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1996 წელს, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი _ 1996 წლის 22 თებერვალს დაბადებული ლ. კ-იანი და 2002 წლის პირველ მარტს დაბადებული ს. კ-იანი. თანაცხოვრების ბოლო წლებში მოპასუხე არ მუშაობდა, ნ.ჯ-ძეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც 2003 წლის 11 დეკემბერს იგი იძულებული გახდა, წასულიყო სახლიდან. როდესაც ბავშვებს მოენატრათ მამა და მიუყვანა სანახავად, ბავშვები აღარ გამოატანეს და იმ დღიდან არ უშვებენ ბინაში, არ უბრუნებენ პირად ნივთებს, ბავშვები იმყოფებიან ფსიქოლოგიური ტერორში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე, ქორწინების შეწყვეტა, შვილების დაბრუნება, მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება და მოპასუხის ბინაში შესახლება შვილებთან ერთად.
მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე რომლითაც არასრულწლოვანი შვილები _ ლ. და ს. კ-იანები საცხოვრებლად დედას გადაეცემოდა. აღნიშნული განკარგულების საფუძვლად ნ.ჯ-ძემ მიუთითა, რომ მოპსუხემ, დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასრულწლოვანი ლ. და ს. წაიყვანა სვანეთში და მოსარჩელეს არ აძლევს შვილების მონახულების უფლებას, ასევე თავს არიდებს ნ.ჯ-ძის მოთხოვნით შვილების სვანეთიდან ჩამოყვანას, აღნიშნული კი ხელს უშლის არასრულწლოვნების აღზრდა-განათლებას.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დროებითი განკარგულებით მოპასუხე ზ.კ-იანს დაევალა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შვილების _ 2002 წლის პირველ მარტს დაბადებული ს. კ-იანისა და 1996 წლის 22 თებერვალს დაბადებული ლ. კ-იანის აღსაზრდელად დედის _ ნ. ჯ-ძისათვის გადაცემა და აღნიშნული განკარგულება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და მეორე ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ქ.თბილისში, ხოლო არასრულწლოვანი შვილები იზრდებიან მათგან დამოუკიდებლად, რის საფუძველზეც სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა დასაბუთებულად მიიჩნია.
ნ.ჯ-ძემ რამდენჯერმე დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ზ.კ-იანთან განქორწინება და უმცროსი შვილის _ ს. კ-იანის აღსაზრდელად გადაცემა.
ზ. კ-იანმა ასევე მიმართა სასამართლოს სარჩელით ნ. ჯ-ძის მიმართ მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტისა და შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებლის განსაზღვრის მოთხოვნით შემდეგ გარემოებეზე მითითებით: სახლიდან წასვლისას მოპასუხემ წაიყვანა ორივე შვილი, 10 დღეში კი უკანვე მიაბრუნა, რის შემდეგაც უფროსი შვილი დედასთან აღარ დაბრუნდა, უმცროსი შვილი თავად მიუყვანა დედას, მაგრამ დედამ ღამის 12 საათზე ბავშვი დატოვა ქუჩაში. ნ. ჯ-ძის ჯანმრთელობა შერყეულია, აქვს ნევროზი, არის უმუშევარი, არ აქვს საკუთარი ბინა, ცხოვრობს მამასთან და იმყოფება მის კმაყოფაზე, თუმცა არც მამა მუშაობს. ზ.კ-იანს ბავშვების ნახვა მოპასუხისათვის არასდროს დაუშლია, მაგრამ მუდმივად საცხოვრებლად არ ატანდა, რადგანაც ბაშვების ნორმალური კვებისა და აღზრდისათვის სათანადო პირობები მოპასუხეს არ აქვს, ამავე დროს შვილების მიმართ არის აგრესიული. უფროსი შვილი ითხოვდა მამასთან ყოფნას, რის გამოც დედამ ცემისაგან თავის ქალა დაუზიანა, ბავშვს დასჭირდა მკურნალობა და აქვს თავის ქალის შიდა წნევა. უმცროსი შვილი კი ისე ჰყავს ნაცემი, რომ ორივე ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი, ამდენად, დედასთან ბავშვების ყოფნა შეუძლებელია.
საქმის მასალების თანახმად, ს. კ-იანი ცხოვრობს ბებიასთან სვანეთში, სწავლობს მესტიის რაიონის სოფ. მულახის საჯარო სკოლაში, ხოლო ლ. კ-იანი ცხოვრობს ქ.თბილისში მამასთან ერთად, სწავლობს ქ.თბილისის ¹75 საჯარო სკოლაში. ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედა ოჯახში მომხდარმა შემთხვევამ, კერძოდ, როდესაც ნ. ჯ-ძის ძმა მივიდა ზ. კ-იანთან სახლში და შვიდი ტყვია ესროლა, რასაც შეესწრნენ ბავშვები და მდგომარეობიდან გამოსასვლელად დასჭირდათ მკურნალობა.
ლ. კ-იანმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ სურს მამასთან ცხოვრება, არასრულწლოვანმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც დედის ძმამ მამას შვიდი ტყვია ესროლა, ოთხი ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც ორივე ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ლ.კ-იანის განმარტებით, მშობლებს შორის დაძაბულობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ დედას უფროსი შვილი უნდა გამოეყვანა სკოლიდან, ხოლო უმცროსი _ ბაღიდან, მაგრამ დაავიწყდა, რაზეც მამა გაბრაზდა. შვილებზე უფრო მეტად მამა ზრუნავდა. არასრულწლოვნის განმარტებით, იგი უმცროს ძმას პერიოდულად ხვდება. ლ.კ-იანმა ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც იგი პიან.ზე უკრავდა, დედამ კი ცხვირი დაარტყმევინა, მას ოთხი წელია, რაც დედა არ უნახავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2008 წლის 6 დეკემბრის ¹11-01/28 დასკვნის თანახმად, რესურსცენტრის თანამშრომლები შეხვდნენ ლ. და ს. კ-იანებს მამის საცხოვრებელ ბინაში, სადაც შედგა ბავშვებთან საუბარი. საუბრის შედეგად გამოიკვეთა, რომ ლ-ს აქვს მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება დედის მიმართ. ყველა კითხვაზე, რომელიც დასმული იყო დედასთან დაკავშირებით ლ-ს ჰქონდა პასუხი _ “არ მაინტერესებს”. დასმულ კითხვაზე _ ენატრება თუ არა მას დედა, პასუხი იყო _ “არა”. მიუხედავად რესურსცენტრის თანამშრომლების განმარტებისა, რომ დედას ის ძალიან უყვარს და ენატრება, ლ-ს პოზიცია არ შეუცვლია და ბოლომდე აფიქსირებდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას დედის მიმართ. უმცროს ვაჟს 5 წელი არ ჰქონია დედასთან ურთიერთობა, რესურსცენტრის დასკვნის თანახმად, ბავშვს აქვს გაუცხოების მომენტი, მისთვის უცხოა დედის მონატრების განცდა რაც, თავისთავად მიუღებელია. მამა, ბავშვების სურვილის შემთხვევაში, არ არის წინააღმდეგი ჰქონდეთ ურთიერთობა დედასთან, ხოლო დედა გაგებით ეკიდება ზემოაღნიშნულ გარემოებებს. მის მიზანს არ წარმოადგენს შურისძიების იარაღად გამოიყენოს ბავშვები. მასთან, თავისი ქმედებით იგი ზიანს არ მიაყენებს ბავშვების ინტერესებს. მშობლებმა გამოთქვეს მზადყოფნა შეუქმნან ბავშვებს ჯანსაღი მომავალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ლ. კ-იანის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ბავშვთან კვალიფიციური ფსიქოლოგის მუშაობა დედასა და შვილს შორის არსებული ეგრეთ წოდებული ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. რაც შეეხება ს. კ-იანს, რესურსცენტრის მოსაზრებით, მიზანშეწონილია ბავშვის გარკვეული პერიოდი ზ.კ-იანის მშობლებთან ცხოვრება და ამასთანავე ბავშვების დედას _ ნ. ჯ-ძეს მიეცეს ურთიერთობის საშუალება კვირაში სამი დღის განმავლობაში, ღამე დარჩენის გარეშე, რათა ეტაპობრივად მოხდეს ბავშვისა და დედის ურთიერთობის აღდგენა.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, უფროს შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები, იღებს წამლებს, აქვს თავის ქალის ტრავმა, თუმცა არ დაუდასტურებია, რომ ეს გამოწვეულია დედის ზემოქმედებით. ამასთან, ლ. კ-იანს არ სურს დედის თაობაზე საუბარი, ამ დროს თვალები უცრემლიანდება, ხოლო მამასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ნ. ჯ-ძემ საუბრის დროს გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც შესწევს უნარი, გაზარდოს შვილები. საცხოვრებელი პირობები შვილების აღსაზრდელად საკმაოდ კარგია ორივე მშობელთან. არასრულწლოვანი ს. კ-იანი დედას არ იცნობს, შეს.მისად, არ განიცდის დედის ნაკლებობას რაც მიუღებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით ნ. ჯ-ძისა და ზ. კ-იანის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ძისა და ზ. კ-იანის სარჩელები განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდა, შეწყდა ზ. კ-იანსა და ნ. ჯ-ძეს შორის 1996 წლის 9 თებერვალს გარდაბნის რაიონის ლემშვენიერას საკრებულოში რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით ¹01, ნ. ჯ-ძის სარჩელი არასრულწლოვან ს. კ-იანის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა და 2002 წლის პირველ მარტს დაბადებული არასრულწლოვანი ს. კ-იანის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის _ ნ.ჯ-ძის საცხოვრებელი ადგილი, ზ. კ-იანის სარჩელი არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მამის _ ზ. კ-იანის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა 1996 წლის 22 თებერვალს დაბადებულ არასრულწლოვან ლ. კ-იანის საცხოვრებელ ადგილად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-იანი და ნ. ჯ-ძე 1996 წლის 9 თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1996 წლის 22 თებერვალს დაბადებული ლ. კ-იანი და 2002 წლის პირველ მარტს დაბადებული ს. კ-იანი, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ოჯახის აღდგენა შეუძლებლად მიაჩნიათ, არასრულწლოვანი ლ. კ-იანი ცხოვრობს მამასთან, ქ.თბილისში, ხოლო ს. _ ბებიასთან, ზ. კ-იანის დედასთან მესტიის რაიონის სოფ. მულახში. შვილებს მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო არ აქვთ ურთიერთობა დედასთან, ლ. კ-იანს სურს მამასთან ცხოვრება და დედის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ხოლო ს. კ-იანი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მასთან ურთიერთობის არქონის გამო, დედას თითქმის არ იცნობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2008 წლის 6 დეკემბრის ¹11-01/28 დასკვნის საფუძველზე სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ლ. კ-იანის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მიზანშეწონილია, ასევე სასურველია ბავშვთან კვალიფიციური ფსიქოლოგის მუშაობა დედასა და შვილს შორის არსებული ურთიერთობის გაუმჯუბესების მიზნით, დასახელებული დასკვნის თანახმად, ს. კ-იანისათვის მიზანშეწონილადაა მიჩნეული მამის მშობლებთან ცხოვრება და ამასთანავე ბავშვების დედას _ ნ. ჯ-ძეს უნდა მიეცეს საშუალება, ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან კვირაში სამი დღის განმავლობაში, ღამე დარჩენის გარეშე, ბავშვისა და დედის ურთიერთობის ეტაპობრივად აღსადგენად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ზ. კ-იანი არ არის წინააღმდეგი, უმცროსი შვილი ცხოვრობდეს და იზრდებოდეს დედასთან, თუმცა აღნიშნულის განხორციელება შეუძლებლად მიაჩნია ბავშვის ბებიის, ზ. კ-იანის დედის მხრიდან ხელშეშლის გამო.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია მხარეთა შერიგება, ვინაიდან აღარ არსებობს ამავე კოდექსის 1106-ე მუხლით გათვალისწინებული მხარეთა ნება. ლ. კ-იანის ინტერესების გათვალისწინებით, მისი ასაკიდან, ასევე არასრულწლოვნის მოსაზრებათა მოსმენის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ.კ-იანის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებზე დაყრდნობით, ასევე მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ვინაიდან ზ. კ-იანი არ არის წინააღმდეგი ს. კ-იანი ცხოვრობდეს და იზრდებოდეს დედასთან, ასევე რადგანაც ს. კ-იანს 5 წელი არ ჰქონია დედასთან ურთიერთობა და აქვს გარკვეული გაუცხოების მომენტი, ხოლო ნ. ჯ-ძეს შესწევს შვილების აღზრდის უნარი, ამასთან დედის განმარტების თანახმად, ს.ვშვო ბაღში შვილთან შეხვედრისას ს.ს არ ჰქონია ნეგატიური დამოკიდებულება დედის მიმართ, ხოლო ერთადერთი ხელშემშლელი გარემოება დედასა და შვილს შორის ურთიერთობაში არის დედამთილის უარყოფითი და აგრესიული დამოკიდებულება რძლისადმი, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ს. კ-იანის უპირატეს ინეტერესებს ემსახურება მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვინაიდან ბიოლოგიურ მშობელთან ერთად ცხოვრება და მასთან სისტემატური კონტაქტი ხელს შეუწყობს არასრულწლოვნის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას, თუკი ს. იცხოვრებს ქ.თბილსიში დედასთან, ლ-ს მიეცემა თავისი ძმის ხშირად ნახვის შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს უფროს შვილთან დედის დაახლოებას.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით ზ. კ-იანის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ამათან სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება, და მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. კ-იანმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის _ ზ. კ-იანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით: დავის გადაწყვეტისას სასამართლომ მოიწვია საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის 2008 წლის 6 დეკემბრის ¹11-01/28 დასკვნის თანახმად, არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან შეხვედრის შემდეგ, აღნიშნულმა ორგანომ დაასკვნა, რომ უფროსი შვილი სასურველია ცხოვრობდეს მამასთან, ხოლო ამავე დასკვნით მიზანშეწონილადაა მიჩნეული არასრულწლოვნები ერთად იზრდებოდნენ. მიუხედავად დასკვნაში მითითებული ზემოხსენებული გარემოებებისა, სასამართლომ ძმები ერთმანეთს დააშორა და დაადგინა, რომ უფროსი შვილი უნდა ცხოვრობდეს მამასთან, ხოლო უმცროსი _ დედასთან, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა საგანმამნათლებლო რესურსცენტრის დასკვნა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ზ.კ-იანს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შეს.მისად. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში ზ. კ-იანის საკასაციო საჩივარს 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შეს.მისად, გაიგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ კასატორის მისამართზე და ჩაბარდა 2009 წლის 23 ოქტომბერს (ტ.III, ს.ფ.90).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, მხარის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო შეტყობინება იმ შემთხვევაშიც ჩაითვლება ადრესატისათვის ჩაბარებულად, თუ სასამართლოში დას.რებელი პირი მითითებულ მისამართზე არ იმყოფება და სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული გარემოება განიხილება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად, რაც საკმარისი საფუძველია ამა თუ იმ საპროცესო ვადის ასათვლელად.
რაც შეეხება საპროცესო ვადის ათვლის დასაწყისს, მისი გამოანგარიშების წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლში. დასახელებული ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 24 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 ოქტომბერს. ამ ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. კ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.