დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.12.2022
საქმის ნომერი
2კ-61-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050140022005880189

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №61I-22 თბილისი

გ-ე ი, 61I-22 28 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ყ-ა და ტ. კ-ის საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პირადი საქმის მასალების მიხედვით:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 2 მაისის განაჩენით:

ი. გ-ე, - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით, 136-ე მუხლით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით;

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 136-ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაო 1 წლით;

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, გადასახლების გარეშე, ქონების კონფისკაციით;

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით, გადასახლების გარეშე, ქონების კონფისკაციით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1993 წლის 26 აპრილიდან.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით:

ი. გ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია);

ი. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 17,2091 მუხლზე (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია);

ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,2091-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 10 წლით.

ი. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2010 წლის 20 მარტიდან; ამასთან, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 6 აპრილიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენი ი. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით:

ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის ცვლილების შესაბამისად), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის ცვლილებების შესაბამისად) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

ი. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 20 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 6 აპრილიდან.

6. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განჩინებით (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ) და ამავე სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განჩინებით (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ):

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით ი. გ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთას, საიდანაც მოხდილი აქვს 8 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩენილი აქვს - 14 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, დაემატა წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად) და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - 23 წლითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 4 წელი.

მასვე დაემატა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა - 30 წლით, 1 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი 3 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 30 მარტიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით:

ი. გ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, 1/4-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განჩინებით (გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის უზუსტობის განჩინების გათვალისწინებით) განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა - 22 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 30 მარტიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა ი. გ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. გ-ის შუამდგომლობა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

13. 2022 წლის 7 ივნისს მსჯავრდებულმა ი. გ-მ განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და იმ მოტივით, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს 2004 წლამდე, ითხოვა პირადი საქმის განხილვა და ინფორმაციის მიწოდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე მისთვის სასჯელის შემცირების თაობაზე.

14. N8 დაწესებულებიდან გამოთხოვილ იქნა ი. გ-ის პირადი საქმე, რომელიც სასამართლოში შევიდა 2022 წლის 1 ივლისს.

15. 2022 წლის 7 ივლისს მსჯავრდებულმა ი. გ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებაში ცვლილების შეტანა და მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელება იმ საფუძლით, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების გარდა, იგი მსჯავრდებულია სხვა დანაშაულთა ჩადენისთვისაც, რომლებზეც ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონი, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

16. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული მომართვის საფუძველზე, 2022 წლის 20 ივლისს ი. გ-ის პირადი საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საიდანაც საქმე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2022 წლის 29 ივლისს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით:

მსჯავრდებულ ი. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებით, ი. გ-ე გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (რაც შეესაბამება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტს) დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთისა და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით (რაც შეესაბამება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს) დანიშნული სასჯელის - 1 წლით გამასწორებელი სამუშაოსგან.

ამავე განჩინებით ცვლილება შევიდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენში: მითითებული განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელები და ხსენებული განაჩენით ი. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტისა (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ) და 27 მაისის (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებებით, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ი. გ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩა უცვლელად.

18. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. გ-ის განცხადება (შუამდგომლობა) არ დაკმაყოფილდა.

19. საჩივრის ავტორები - მსჯავრდებული ი. გ-ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ. ყ-ე და ტ. კ-ი ითხოვენ ი. გ-ის მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელებას, მოხდილი სასჯელის ჩათვლას, სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანებისა და სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებას. მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ სასჯელთა შთანთქმის წესი არასწორად არის გამოყენებული. აგრეთვე, მის მიმართ სრულად არ არის გავრცელებული ამნისტიის კანონით დადგენილი შეღავათი. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 2 მაისის განაჩენზე სრულად არ გავრცელდა ამნისტიის კანონი და ი. გ-ს არ მოაკლდა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელიც. მომდევნო, 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 17.209-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლების დროს, ი. გ-ის მიმართ არ გამოიყენეს სასჯელის შთანთქმის წესი. 2010 წლის 20 ივლისის განაჩენის მიღების დროსაც, ანალოგიურად, არ არის გამოყენებული სასჯელის შთანთქმის პრინიცპი. ი. გ-ის მიმართ არსებულ გადაწყვეტილებებში მხედველობაში არ არის მიღებული მის მიერ მოხდილი სასჯელი. კასატორები აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებული გაასამართლეს ცალ-ცალკე და ხსენებული საქმეები არ გაერთიანებულა; ასევე, მის მიმართ უკანონოდ გამოიყენეს სასჯელთა შეკრების პრინციპი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში საჩივარში დაცვის მხარე, გარდა ამნისტიასთან დაკავშირებული საკითხისა, განიხილავს სხვა გარემოებებსაც, რომლებიც მათ შორის უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანებასა და სასჯელთა შეკრების/შთანთქმის მართლზომიერებას.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების თანახმად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება, რომელიც მსჯავრდებულმა/ადვოკატებმა გაასაჩივრეს, უკავშირდება მხოლოდ ამნისტიის გამოყენების საკითხს, კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონს, ვინაიდან მსჯავრდებულმა განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს იმ მოტივით, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს 2004 წლამდე, ითხოვა პირადი საქმის განხილვა და ინფორმაციის მიწოდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე მისთვის სასჯელის შემცირების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ უკვე გაავრცელა (კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება გაუქმდა), ხოლო გარკვეულ მუხლებზე (საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-5 პუნქტები, 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 238-ე მუხლის პირველი ნაწილი, 238-ე მუხლის მეორე ნაწილი) საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მათზე არ ვრცელდებოდა ხსენებული კანონი. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონზე ხელახლა აპელირება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. თავის მხრივ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ი. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონზე უკვე იმსჯელა.

5. რაც შეეხება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით იგი ი. გ-ის მიმართ გავრცელდა და ხსენებული კანონის საფუძველზე მას 1/4-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განჩინებით (გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის უზუსტობის განჩინების გათვალისწინებით) განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი. ანალოგიურად ნამსჯელია ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით (არ დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა; პირადი საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა).

6. საჩივრის ავტორები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებული გაასამართლეს ცალ-ცალკე და ხსენებული საქმეები არ გაერთიანებულა; ასევე, მის მიმართ უკანონოდ გამოიყენეს სასჯელთა შეკრების პრინციპი. საკასაციო სასამართლოში დამატებით შემოტანილი განცხადების ავტორები, ადვოკატები - გ. ყ-ე და ტ. კ-ი აგრეთვე მიუთითებენ, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციაში ი. გ-ის მიერ მოხდილი სასჯელი (მოცემულის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტაცია განცხადებას თან არ ერთვის). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული გარემოებების შეფასება სცდება განსახილველი საკითხის ფარგლებს, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაში აფასებს მხოლოდ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბერს მიღებულ განჩინებას, რომელიც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენების საკითხს (რაზეც, როგორც აღინიშნა, აგრეთვე ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას).

7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. გ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ყ-ა და ტ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. გ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ყ-ა და ტ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი