ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330141224010144537
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №45I-24 თბილისი
გ. ა., 45I -24 1 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მაისის განაჩენით ა. გ., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 9 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 120 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 120 საათით.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-მუხლის მე-5 საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფადებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, ა. გ-ს, საბოლოოდ მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-მუხლის მე-5 საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 მაისის განაჩენით ა. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 3 წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა წინა განაჩენით შეფადებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, ა. გ-ს, საბოლოოდ მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2019 წლის 15 ოქტომბრიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 მაისის განაჩენი არ გასაჩივრებულა და საბოლოოა.
5. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ა. გ-ს პირადი საქმე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. გ-მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი მართებულად არ აღსრულდა ა. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, შეფარდებულ სასჯელზე, რამეთუ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, თუმცა ამავდროულად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა ა. გ-ს მიმართ წინა განაჩენებით შეფარდებულ სასჯელებზე, ვინაიდან ამნისტიის გავრცელება ვერ იქონიებდა გავლენას საბოლოო სასჯელზე, რომელიც განსაზღვრული იყო განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რაც სამართლებრივად არასწორია.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 მაისის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და, შესაბამისად, შთანთქმულ სასაჯელზე ამნისტიის გავრცელება, დღეის მდგომარეობით, გავლენას ვერ იქონიებს ა. გ-ს საბოლოოდ მოსახდელ სასჯელზე, თუმცა განაჩენთა ერთობლიობის დროს, „ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული სასჯელთა შეკრების კონკრეტული წესის – შთანთქმის, ნაწილობრივ ან სრულად შეკრების – გამოყენებაზე, რამეთუ სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას.
4. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი უნდა გავრცელდეს: ა. გ-ს მიმართ, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 9 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2015 წლის 10 აპრილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 13 აპრილის ეპიზოდი), ასევე – თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელებზე.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი დანაშაულის მცდელობა. შესაბამისად, ა. გ. უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 9 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2015 წლის 10 აპრილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელებისაგან.
6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, ა. გ-ს, რომელიც თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-მუხლის მე-5 საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-მუხლის მე-5 საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი – 2 წელი და 6 თვე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 6 თვე.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;
3. ა. გ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 9 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2015 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელებისაგან;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. ა. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-მუხლის მე-5 საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-მუხლის მე-5 საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი – 2 წელი და 6 თვე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 6 თვე;
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 მაისის განაჩენში:
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას წინა განაჩენით შეფადებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – და, ა. გ-ს, საბოლოოდ მიესაჯოს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2019 წლის 15 ოქტომბრიდან;
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
10. გაჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი