ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190141124010143620
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №143I-24 თბილისი
უ. მ., 143I -24 28 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. უ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ – გ. ო-ს საჩივრები რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით მ. უ., – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით მ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე, ჩაეთვალაპირობით. მასვე, დამატებითი სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4 000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 2 000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. უ-ს განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, დამატებითი სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4 000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4 000 ლარი; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მ. უ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 4000-ლარიანი ჯარიმა და საბოლოოდ, განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენით შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი: მ. უ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითშეფარდებული სასჯელისაგან; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლისა და 2015 წლის 9 მარტის განაჩენებით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 11 თებერვლიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №15 პენიტენციური დაწესებულების ცნობის თანახმად, მ. უ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და გათავისუფლდება 28.11.2025 წელს.
8. 2024 წლის 4 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ მ. უ-ს პირადი საქმე.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. უ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა; მსჯავრდებულ მ. უ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის – განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. უ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. ო-მ, რომლებიც ითხოვენ განჩინების შეცვლასა და მ. უ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო საჩივარში გაცხადებულ საკვანძო საკითხთან მიმართებით კი აღსანიშნავია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა), ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის. რისი გათვალისწინებითაც, მ. უ-ს მიმართ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მართებულად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. ამავდროულად, ზემოაღნიშნულის კვალდაკვალ, მხედველობაშია მისაღები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, მ. უ-ს, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. უ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ – გ. ო-ს საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. უ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ – გ. ო-ს საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს:
3. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენში:
4. მ. უ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შედეგად დარჩენილი სასჯელი – 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და, მ. უ-ს, საბოლოოდ განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, შემცირებული 75 დღის გათვალსიწინებით, მოსახდელად დარჩეს – 4 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი