დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №162I-24 თბილისი
ბ-ი გ., 162I-24 29 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ბ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენებით გ. ბ-ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით (საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით) შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ბ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2021 წლის 23 ივლისიდან.
2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ბ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენებით შეფარდებული, საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს განესაზღვრა 6 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 5 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ბ-ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის გამოცხადებიდან – 2022 წლის 22 დეკემბრიდან.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენებით შეფარდებული, საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – გ. ბ-მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, ხოლო ამავე განაჩენით დადგენილ სასჯელზე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენებით შეფარდებულ, საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე – ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და სასჯელის 1/6-ით შემცირება.
3. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე