საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-310აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100124009566753

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №310აპ-25 ქ. თბილისი

ა. ზ., 310აპ-25 4 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა.ს, – პირადი ნომერი ...., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2022 წლის ნოემბრის თვის შუა რიცხვებში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ა- ს ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ. ა-მ, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მ. ა-ს კერძოდ: ზ. ა-მ ღუმელის რკინის საჩხრეკი დაარტყა თავში მ. ა-ს თავისივე არასრულწლოვანი შვილის – პ. პ-ს თანდასწრებით, რის შედეგადაც მ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ზ. ა-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ” ქვეპუნქტებით;

1.2. 2023 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზ. ა-მ ა- ს ... მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მ. ა-ს კერძოდ: ზ. ა-მ მ. ა-ს ჯერ ხის ჯოხით, შემდეგ ყავადანით და ღუმელის რკინის საჩხრეკით რამდენჯერმე დაარტყა სხეულზე, თავისივე არასრულწლოვანი შვილის – პ. პ-ს თანდასწრებით, რის შედეგადაც მ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ზ. ა-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით;

1.3. 2023 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ზ. ა-მ ა-ს ... მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მ. ა-ს. კერძოდ ზ. ა-მ მაკრატელი დაარტყა ხელში მ. ა-ს რის შედეგადაც მ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ხელზე მიიღო სხეულის დაზიანება;

1.3.1. აღნიშნული ქმედებით ზ. ა-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით;

1.4. 2023 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ზ. ა-მ ა-ს ... მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, მის ხელთ არსებული მაკრატლით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, მოკვლით დაემუქრა დას – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მ. ა-ს. ზ. ა.ს მხრიდან განხორციელებული მუქარის გამო, მ. ა-ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისათვის მამას მიმართა;

1.4.1. აღნიშნული ქმედებით ზ. ა-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტით.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ზ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის ნოემბრის ეპიზოდი);

2.2. ზ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 8 ივნისის ეპიზოდი);

2.3. ზ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 9 ივნისის ეპიზოდი);

2.4. ზ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათი (2023 წლის 8 ივნისის ეპიზოდი);

2.5. ზ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათი (2023 წლის 9 ივნისის ეპიზოდი);

2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათი;

2.7. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, ზ. ა-ს დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (4 დღე) შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ა-ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში, ბრალდების მიერ წარდგენილი კვალიფიკაციით, ასევე – უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენი ზ. ა-ს მიმართ, დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. კასატორი ითხოვს ზ. ა-ს, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2022 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras.37,41, ECtHR, 20/03/2009).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ზ. ა-ს, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2022 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.

7.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის ზ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2023 წლის 9 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2023 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) მსჯავრდება. დავის საგანია – ზ. ა-მ ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2022 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები (რომელთა ჩადენაშიც, გასაჩივრებული განაჩენით, უდანაშაულოდ არის ცნობილი).

7.1.1. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. შესაბამისად, ზ. ა-ს მიმართ არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება, ვინაიდან მას სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ. ა-ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სადავო ეპიზოდებში დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ა-ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა.

9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა – მ. ა-მ (მსჯავრდებულის და), ასევე – პ. პ-მ (მსჯავრდებულის შვილი) და ა. ა-მ (მსჯავრდებულის მამა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შესაბამისად, დის, დედის, შვილის) – ზ. ა-ს – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, რის გამოც, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება ზ. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2022 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტით, ხოლო 2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდის არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენა.

10.1. დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების (ვისაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, გასაჩივრებულ ეპიზოდებთან მიმართებით) მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით სარგებლობის პირობებში, გაურკვეველი დარჩა, ესწრებოდა თუ არა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ეპიზოდს არასრულწლოვანი პ. პ. (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი).

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მითითებულ ეპიზოდებში – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2022 წლის ნოემბრის ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ’’ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 ივნისის ეპიზოდი) – დაზარალებულის მიერ ტკივილის/შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.

12. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ზ. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2022 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტით, ხოლო 2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდის არასრულწლოვნის თანდასწრებით და შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

14. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც რომელიმე სხვა საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ა.ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე