დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 02.04.2012
საქმის ნომერი
ას-502-475-2012
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.04.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-502-475-2012 2 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – სს „ბანკი ...ს“ განცხადების გამო, შპს „ბ-ის“, შპს „ა. ჯ-ას“, შპს „ქ. ღ-ის“, შპს „ბ-ას“, ს. გ-ას, ნ. ს-ა და დ. თ-ის მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისიწნებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია რომ კანონი, ზუსტად განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას და ამბობს, რომ კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომელზეც პირდაპირ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა უსწორობის გასწორების თაობაზე განცხადება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, კანონი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას იმ შემთხვევაში, თუ განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდება, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის განცხადება. აღნიშნულის კერძო საჩივრით გასაჩივრებას კი საპროცესო კადექსი არ ითვალისწოინებს.

სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანდ ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას. გამომდინარე იქიდან, რომ სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივარი დაუშვებელია, მხარეს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ბანკი ...ს“ კერძო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. სს „ბანკი ...ს“ ( საიდენთიფიკაციო №…) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს „ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 26 მარტის №2310 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.