უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება
აკრედიტაცია
5 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს/პირის კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისათვის.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საექპერტო შეფასება, რომლის განხორციელების შემდეგაც აკრედიტაციის ცენტრი შესაბამისი მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს იურიდიული ან ფიზიკური პირის შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას
ბირჟის მიერ იურიდიული ან/და ფიზიკური პირისათვის ბირჟის შუამავლის რწმუნების მიცემა
სერტიფიციკაციის ორგანოს უფლების ოფიციალური აღიარება, განახორციელოს სერტიფიცირება